გიულენი, აკადემიური კვლევის საგანი
ფეთჰულლაჰ გულენი, რომელსაც თურქეთში არაკანონიერი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით ტერორიზმთან ბრძოლის კანონის ფარგლებში გასამართლება ემუქრება, ნოტრადამის უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ცნობილი მშვიდობის ინსტიტუტის კვლევის ობიექტი გახდა მსოფლიო მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილის გამო.
ყველაფერი იუტას უნივერსიტეტის თანამშრომლის ჰაკან იავუზის 2001 წლის ნოტრადამის უნივერსიტეტის ჯონ ბ.კროკის მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის პროექტის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, აშშ-ის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა და მდიდარმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ როკფელერის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, სპონსორობა გაუწიოს სამი წლის ვადით კროკოს უნივერსიტეტში შექმნილ პროექტს, რომელსაც ეწოდება \"რელიგია, კონფლიქტი და სამშვიდობო მშენებლობის პროგრამა\". 2001 წლიდან ყოველ წელს სულ მცირე ორი მეცნიერი შეირჩეოდა ამ პროგრამაში მუშაობისათვის. კროკის ინსტიტუტის დირექტორმა მსოფლიოში ცნობილმა რელიგიის ისტორიკოსმა პირველ წელს უპირატესობა მიანიჭა ისლამთან დაკავშირებულ პროგრამებს: ამ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულია 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის განხორციელებამდე, 11სექტემბრის შემდეგ პროგრამის მნიშვნელობა უფრო გააძლიერა. პოლიტოლოგ ჰაკან იავუზის კვლევითი პროექტმა, რომლის თემა იყო ფეთულლაჰ გულენის შეხედულებები გლობალური ეთიკის შესახებ და მისი ღვაწლი მშვიდობის, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმეში, მიღებული შეფასებების შედეგად უკან მოიტოვა 150 აკადემიკოსი და როკფელერის სტიპენდია დაიმსახურა.
პროგრამა, რომელიც ხორციელდება ეჰლბაის ხელმძღვანელობით www.nd.edu, მისამართზე არსებულ ვებ საიტში მოცემული ცნობების მიხედვით ეძებდა პასუხებს მთავარ საკითხებზე: წმინდა ტექსტები და ტრადიციული ნორმები, რელიგიური ლიდერებისა და მოძრაობების მიერ მძლავრი კონფლიქტი როგორ გარდაიქმნება პრაქტიკულ პრინციპებად, რომელიც გზას უჩვენებს თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს?
პოლიტოლოგმა ჰაკან იავუზმა პროგრამისათვის შერჩეულ სხვა მოწვეულ აკადემიკოსებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში 2002 წლის 12-13 აპრილში კროკის ინსტიტუტში ჩატარებულ აკადემიურ სხდომაზე მოხსენების სახით წარმოადგინა. როდესაც იავუზი განმარტავდა ანატოლიურ ისლამსა და სუფიზმის მშვიდობისმოყვარე და შემწყნარებლურ ხასიათს წარმოსახავდა, როგორს მოდელს ისლამური სამუშაოსთვის, განსაკუთრებით შეჩერდა ფეთჰულლაჰ გულენის შეხედულებებზე. იგი ამჟამად ამზადებს შემაჯამებელ სტატიას გულენის მოღვაწეობის შესახებ, რომელიც დაიბეჭდა კროკის ინსტიტიუტის ტრადიციული წიგნების სერიაში.
ნოტრადამის უნივერსიტეტი დაარსებულია 1842 წელს აშშ-ის ინდიანას შტატში ერთი კათოლიკე მღვდლის მიერ და ქვეყნის 15 საუკეთესო უნივერსიტეტთა რიცხვში შედის. უნივერსიტეტი თავის თავს დამოუკიდებელ უნივერსიტეტად მიიჩნევს. უნივერსიტეტში მიღებული სტუდენტების 80 პროცენტს წარმატებით აქვს დამთავრებული ლიცეუმები. უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულთა შორის არის პრეზიდენტ ჯორჯ უოლტერ ბუშის მთავარი მრჩეველი უშიშროების საკითხებში რაისი კონდოლიზა. ნოტრადამის სტრუქტურაში 1986 წელს შეიქმნა ბ. კროკის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი, სადაც დაიწყეს კვლევა მშვიდობის პრობლემების შესახებ. ცივი ომის დამთავრების შემდეგ კროკის ინსტიტუტი განაგრძობს კვლევას მშვიდობის პრობლემების შესახებ. კროკის ინსტიტუტში 2004 წლამდე გაგრძელდება მუშაობა კვლევით პროგრამაზე, რომელსაც როკფელერის ფონდი აფინანსებს.
No 6 (9) \"იმედი\" ივნისი, 2002
- შეიქმნა - ზე.