გაერომ ტერორის განსაზღვრება უნდა მოგვცეს
გიულენის შეფასებები;
მუსლიმანი _ ტერორისტი, ტერორისტი მუსლიმანი ვერ იქნება;
არავინ ტერორისტს თავისუფლებისთვის მებრძოლი არ უნდა უწოდოს;
ისლამის ქვეყნები ჩამორჩენილობასა და უმეცრებაში;
დასავლეთის ქვეყნები პასუხისმგებლები არიან ისლამის მდგომარეობაზე;
გლობალიზაცია მდიდარსა და ღარიბს შორის უფსკრულს აღრმავებს;
თანამედროვე მსოფლიო სულიერ კრიზისს განიცდის.
მსოფლიო ერთ სოფელს გვაგონებს. ამ სოფელში განსხვავებული რწმენები, ფერები, რასები, სამართალი, ტრადიციები აგრძელებენ თანაარსებობას.. თითოეული პიროვნება ცალკე სამყაროს წარმოადგენს, ამიტომ ყველა ადამიანის ერთმანეთთან დამსგავსება, ერთი ყალიბიდან გამოსული ნივთების მსგავსად, უაზრო და შეუძლებელი მოთხოვნაა.
კომენტარი ახალი ეპოქის შესახებ
ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელიც 11 სექტემბრის მოვლენების დროს აშშ-ში იმყოფებოდა, თავისი შეხედულებები ტერორიზმის, გლობალიზაციისა და ისლამური სამყაროს შესახებ პირველად გამოხატა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტ ნევილ სევინდის კითხვებს ახალი ეპოქის შესახებ. Gგიულენის ეს ვრცელი შეფასებები გამოქვეყნებულია წიგნში \"გლობალური შემწყნარებლობა\", რომელიც გამოსცა გამომცემლობა \"თიმაშ იანლარიმ\" და ახლახან გამოვიდა წიგნის ბაზარზე. წიგნში მოთავსებულია აგრეთვე სევინდის 1997 წლის ინტერვიუ გიულენთან \"საუბარი ნიუ იორკში\". ამ ინტერვიუში გიულენი აკრიტიკებს პოლიტიკურ ისლამს და იცავს ანატოლიურ მუსლიმანობას, რომელიც სიყვარულსა და შემწყნარებლობას ემყარება. გიულენს, რომელიც \"თავსაფრის აქციების\" წინააღმდეგ გამოვიდა და ყურადღება მიიპყრო 11 სექტემბრის მოვლენებამდე რომის პაპთან შეხვედრით და რელიგიათა შორის დიალოგის გამართვის ინიციატივით, ამჟამად ბრალს სდებენ ლაიცისტური წლების დამხობის მცდელობაში. ინტერვიუში \"გლობალური შემწყნარებლობა\" გიულენი იმეორებს თავის გამონათქვამს: \"მუსლიმანი-ტერორისტი, ტერორისტი მუსლიმანი ვერ იქნება\". გიულენი ყურადღებას ამახვილებს მდიდარსა და ღარიბს შორის დაპირისპირებულობის გაღრმავებაზე, რომელიც გლობალიზაციამ წარმოშვა.
გიულენი ისლამურ ქვეყნებში არსებულ ჩამორჩენილობაზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს.
ჟურნალი \"ტემოპ\" თავის მკითხველებს 11 სექტემბრის შემდგომი ეპოქის შესახებ გიულენის ზოგიერთ კომენტარს სთავაზობს.
ისლამური სამყარო და ტერორი
ფეთჰულაჰ გიულენი \"გლობალურ შემწყნარელობაში\" ისლამური სამყაროსა და ტერორის შესახებ შემდეგ შეფასებებს იძლევა:
როგორც ისლამურ სამყაროში, ასევე სხვა ადგილებში თუ ტერორისტული მოვლენები გრძელდება, ჯერ უნდა დაისვას სწორი დიაგნოზი, შემდეგ კი _ დიაგნოზის მიხედვით წარიმართოს მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით, ისლამის სამყაროში ზოგიერთი პირის ტერორიზმში გარევის ანდა ჩათრევის და მსოფლიოში ტერორიზმის სერიოზულ პრობლემად გადაქცევის მთავარ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი:
ა) ისლამის სამყარო მე-20 საუკუნეში შევიდა, როგორც დაჩაგრულთა, ტანჯულთა და კოლონიათა მხარე და ამ საუკუნის პირველი ნახევარი ისლამის სამყაროს თითქმის ყველა მხარეში განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის არენად იქცა. ამ ბრძოლებში ისლამმა ხალხის გამაერთიანებელი და მამოძრავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორის როლი იტვირთა, რადგანაც ეს ბრძოლები დამპყრობელთა ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული, ისლამთან იქნა გაიგივებული ეროვნული დამოუკიდებლობა და განთავისუფლება. უფრო შემდეგ, როდესაც ამ სამყაროში ეროვნული სახელმწიფოები შეიქმნა, იგი ვერ შეუთავსდა თავის ხალხს. როდესაც საჭირო იყო კარგი განათლების საფუძველზე ხალხისათვის ისლამი ესწავლებინათ მისი ჭეშმარიტი არსითა და ხასიათით, ხალხს მოსწყდნენ და ისლამის მმართველობის წინააღმდეგ ხალხი საყრდენად და თავშესაფრად გადააქციეს. მის გამო ძალიან ხშირად დაიწყეს ისლამის, როგორც იდეოლოგიის აღქმა.
ბ) ისლამის სამყაროში მრავალ ადგილს მმართველობები, რომლებიც ხალხს მოსწყდნენ, ხალხს ამცირებდნენ და ოლიგარქის ბატონობას ამკვიდრებენ, ნაკლებად მუშაობენ თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობის, ხალხისა და სახელმწიფოს შერწყმისათვის, უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთი საკუთარი და მონათესავე ოჯახებისა და დიდგვაროვნების პოზიციების გამყარებაზე., ამიტომ ხალხის თვალში ისინი დესპოტებად და საძულველ ადამიანებად იქცნენ. ღარიბი და გაუნათლებელი ხალხის მასები კი თავიანთი მმართველობის მოწინააღმდეგენი გახდნენ.
ისლამის სამყარო გაუნათლებელია;
გ) ისლამის სამყაროში და სხვა ქვეყნებშიც ტერორიზმის საფუძველია სიღარიბე, უმეცრება და გაუნათლებლობა. ძალიან ბევრგან ჯერ კიდევ არ დაძლეულა გვაროვნული და ტომობრივი წყობა და ასეთ ადგილებში ხალხის უმრავლესობამ ერთ დროს მათი ქვეყნების დამპყრობი დასავლეთის განვითარებული ქვეყნები მათ კისერზე წამომჯდარი მმართველების მფარველებად და მხარდამჭერებად მიიჩნიეს.
ამიტომ უსამართლობისათვის და ჩაგვრისათვის, რომელთა ქვეშ ისინი იმყოფებიან, პასუხისმგებლობას პირველ რიგში ამ ქვეყნებს აკისრებენ.
დ) მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული ღირებულებები, როგორიც არის: დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ცოდნისა და განათლების გავრცელება, ეკონომიკური კეთილდღეობა: წარმოება, მოხმარება და თანასწორობა, შემოსავლის განაწილება იმგვარად, რომ ხელი არ შეუწყოს კლასების წარმოშობას, სამართლიანობა და მართლმსაჯულება არც მუსლიმანურ ქვეყნებში და არც სხვა რეგიონებში, რომელსაც მესამე სამყაროს უწოდებენ, სრულიად არასოდეს განხორციელებულა. უეჭველია, რომ ამ მდგომარეობისათვის პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან კვლავ იმ ქვეყნების მმართველები და მათი მხარდამჭერი დასავლეთის განვითარებული ქვეყნები. ამიტომ, ეს ქვეყნები ამ პოტენციური ღირებულებების დამკვიდრების საქმეში როგორც არ უნდა პირველობდნენ, მესამე სამყაროს ხალხებს მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ და თვლიან, რომ ისინი ეწევიან ამ ღირებულებების ექსპლუატაციას.
მდიდარსა და ღარიბს შორის უფსკრული ღრმავდება
ე) როგორც ადრე ნაწილობრივ და მოკლედ აღინიშნა, დღეს მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებით ინფორმაციისა და მიმოსვლის საშუალების უაღრესად განვითარების შედეგად ერთი დიდი სოფლის ზომამდე დავიდა, ყველა ყველას და თითქმის ყველა ქვეყანა ერთმანეთს დაუმეზობლდა. ამგვარ ურთიერთობებში ზოგიერთი მეზობლის ფუფუნებით ცხოვრებამ, ამის საპირისპიროდ დიდი უმრავლესობის სიღარიბეში, უფრო მეტიც, უკიდურეს სიღარიბეში ყოფნამ, ამ სიღარიბის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად საერთაშორისო კოლონიალიზმის გამოჩენამ, რომლის შესახებ სწამთ, რომ იგი უფრო დახვეწილი გზებით და შენიღბულად აგრძელებს არსებობას, იმავე დიდი უმრავლესობის უმწეო მდგომარეობაში ყოფნამ, რათა დაიკმაყოფილოს მრავალი ძირითადი მოთხოვნილება, უეჭველია, გზა გაუხსნა ამ უმრავლესობაში სიძულვილის, გაღიზიანების და მტრული გრძნობების განვითარებას.
ვ) გარდა ამისა, ჩვენს დროში უკანონობის თითქმის კანონად ქცევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებულია უკანონობა, მოტყუება, იოლად ფულის მოხვეჭის სურვილი, ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი, საერთაშორისო აზარტული თამაშები, ნარკობიზნესი და იარაღით ვაჭრობა და ყველა მათ მიერ შექმნილი მაფიოზური ორგანიზაციები, დიდი ჰოლდინგები, ტრესტები, კარტელები, რომლებიც ერთმანეთს მკვლელობაში ექიშპებიან. მათ მიერ გამოზრდილი სისხლიანი მკვლელები და უხეში ძალების წარმომადგენელი კამიკაძეების ჯგუფები ტერორიზმის საერთაშორისო მოვლენად გადაქცევის საქმეში მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომელზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
ზ) ჩემს მიერ ჩამოთვლილ მიზეზებზე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს მთელ მსოფლიოში რელიგიის, რელიგიური ღირებულებების, სულიერებისა და რელიგიაზე დაფუძნებული მორალის სერიოზული მასშტაბით გაცვეთა, რაც ტერორიზმისა და კაცობრიობისათვის საშიში დიდი სოციალური მღელვარების მთავარ წყაროს წარმოადგენს. მსოფლიო სულიერ კრიზისში იმყოფება: კაცობრიობის ყველა ძირითადი საყრდენი სათითაოდ დაინგრა და მოისპო. კრიზისის ფილოსოფიები, სატანიზმი, საფუძველშივე მატერიალისტური, ნატურალისტური, გარეგნულად მოჩვენებითი სულიერი მოძრაობები (ყოველდღე ახალი ასეთი მოძრაობები იქმნება) და მათ მიერ წარმოქმნილი ე.წ. სექტები, თვითმკვლელობები... დიახ, ესენი სათითაოდ ჰგვანან დიდ ყვითელ სნეულებას, რომელიც ჩვენს სამყაროს აკანკალებს, როგორც მალარიით დასნეულებულს.
რატომ იკლავენ თავს? რატომ კლავენ ადამიანებს? რატომ მოიხმარენ ნარკოტიკებს? ამგვარი კითხვების დასმა იმ ადამიანთა მიმართ, რომლებმაც იმედი დაკარგეს, რომლებიც წარსულს სასაფლაოდ, მომავალს უძირო სიცარიელედ და ცხოვრებას უაზრობად მიიჩნევენ, თავის მოკატუნების ხელოვნება თუ არ არის, სრული უვიცობაა.
მოვალეობა, რომელიც გაეროს ეკისრება
თ) ამ საკითხზე მთავარი, რაც უნდა ითქვას, არის შემდეგი: სერიოზული ნაკლია ის, რომ დღემდე ყველა ქვეყანამ და თვით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც კი ერთობლივად არ განსაზღვრა და განმარტა ტერორიზმის ცნება. რომელი მოქმედებები შედის ტერორიზმში, რომელი არ შედის? ვინ არის ტერორისტი? ვინ არ არის ტერორისტი? ამ კითხვებზე პასუხს ყველა თავისებურად იძლევა. ის, რომელიც ზოგიერთისთვის ტერორისტია. სხვისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია. ის, რომელიც ზოგისთვის მებრძოლია, მეორემ შეიძლება ტერორისტად მიიჩნიოს. თუ ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლა გაიმართება, ჯერ აუცილებელია, სულ მცირე, გაეროს მიერ ტერორიზმის განსაზღვრების მოცემა. თუ მოხერხდა ამის გაკეთება, მაშინ ტერორიზმთან ბრძოლა საერთაშორისო კანონმდებლობას დაეფუძნება და შეიძლება ეს ტერორიზმის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.
ბეცი გლობალიზაცია ტერორიზმისათვის მოსაწვევი ბარათია
როდესაც ფეთჰულაჰ გიულენი გლობალიზაციის შედეგად წარმოქმნილ უთანასწორობას და უფსკრულს აკრიტიკებს, ადგილ-ადგილ იყენებს სტილს, რომელიც ილჰან სელჩუკისა და მუმთაზ სოოსალის ნაწერებს გვახსენებს, იგი ასე ლაპარაკობს:
\"ნეტავ, დღეს მეცნიერება და ტექნოლოგია რას ემსახურება? პიროვნებებს შორის, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის, ანდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს? ურთიერთსიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და ყოველგვარ კეთილ საქმეში დახმარებას? ესე იგი, შემწყნარებლობას, ყველას თავისი მდგომარეობით მიღებას, სიმართლეს, ერთგულებას, სამართლისადმი პატივისცემას? თუ ეშმაკობას, მოტყუებას, ეჭვს, ცილისწამებასა და სხვისი ცოდვებისა და შეცდომების ჩხრეკას, საიდუმლოებების დარღვევას და პირად ცხოვრებაში ჩარევას?.. გულწრფელ პატივისცემას აუცილებლად დასაცავი ისეთი საფუძვლების მიმართ როგორიც არის: რწმენა, სიცოცხლე, კერძო საკუთრება, გამრავლება, გონებრივი და ფიზიკური სიჯანსაღე? კეთილი მიზნების, ურთიერთგაგების, სახელმწიფოსა და ერებს შორის არსებულ ურთიერთობებში უფლებების, სამართლის, მართლმსაჯულების, თანაგრძნობის, ექსპლუატაციის თავიდან აცილების, ძირითადი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას? თუ კაპიტალისა და უხეში ძალების გაბატონებას?
თუ მეცნიერება და ტექნოლოგია პირველ ალტერნატივაში ჩამოთვლილ საკითხებს გვერდს აუვლის და მეორე ალტერნატივაზე _ ნეგატიურობაზე დადგება, მაშინ მომავალი კოშმარს ნიშნავს.
დიახ, თუ გაბატონებულ ღირებულებებს, რომელმაც ჩვენს დროში საერთაშორისო ძალა მოიპოვა და გლობალიზაციაზე არის დაფუძნებული, ადგილი უკავიათ ჩვენს მიერ აღნიშნულ პირველ ალტერნატივაში, მაშინ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ნახევარი იძულებული იქნება, დღეში ორი დოლარი იკმაროს, ხოლო მილიარდმა ადამიანმა კიდევ უფრო დაბალი შემოსავლით უნდა ირჩინოს თავი, მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეოთხედი მოკლებული იქნება სუფთა სასმელ წყალს, სწრაფად გავრცელდება შიდსის მსგავსი საშინელი სნეულებები და კაცობრიობას დაემუქრება, ჯანმრთელობა, რომელიც ადამიანის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა, ძალიან ძვირ სამრეწველო დარგად გადაიქცევა, გარემოს გლობალური დაბინძურების და დათბობის პრობლემა, გამწვავება, მოსახლეობა მოკლებული იქნება ყოველგვარ დემოკრატიულ უფლებებს, მსოფლიოს ძალიან ბევრ ადგილას დაირღვევა ადამიანის უფლება, რომელიც ჩვეულებრივ მმართველობისა და ცხოვრების სურათს გამოხატავს, გაძნელდება ადგილობრივი და საერთაშორისო ტერორისტული მოვლენების თავიდან აცილება. ყველაფერი ეს კაცობრიობისთვის კოშმარული სიზმრის მსგავსი იქნება\".
მუსლიმანი ტერორისტი ვერ იქნება
გიულენი ისლამისა და ტერორიზმის შესახებ ამბობს შემდეგს: \"რადგანაც ისლამი ერთი ადამიანის პიროვნებას, სხვა არსებების მსგავსად, ერთ სახეობად მიიჩნევს, მხოლოდ ერთი ადამიანის მოკვლას მთელი კაცობრიობის დასახოცავად, მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლის ხსნას კი ყველა ადამიანის სიცოცხლის ხსნად მიიჩნევს. გარდა ამისა, ისლამი უფლების საკითხის შესახებ ამბობს, რომ არ არსებობს პატარა და დიდი უფლება, პიროვნების უფლებას საზოგადოების უფლების თანასწორად მიიჩნევს, იმდენად, რომ თუ ერთ გემში ცხრა მკვლელთან ერთად ერთი უდანაშაულო იმყოფება, ვიდრე ის უდანაშაულო გემზეა, ცხრა მკვლელის დასასჯელად იმ გემის ჩაძირვის ნებას არ იძლევა. მეორე: ისლამს მუსლიმანის მოქმედებასა და საქმიანობაში მიზნის მისაღწევ აუცილებელ პირობად თვლის. იგი განსაკუთრებულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ მიზნისაკენ მიმავალი გზა აუცილებლად კანონიერი უნდა იყოს და გვახსენებს, რომ კანონიერი მიზნისკენ უკანონო გზით მავალი დაისჯებიან. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ ნებისმიერი ისლამური მიზნის განხორციელებაში ტერორი მიზნის მისაღწევ საშუალებად არ გამოდგება.
ბრძოლებს, რომელიც აუცილებლობების შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია აწარმოოს გარკვეული პრინციპების ფარგლებში, ასევე ცხადია, რომ ისლამში ადგილი არ ექნება ტერორისტულ მოვლენებს, რომელიც ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმართულია კაცობრიობის იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დასაცავია, და რომელიც სრულებით უგულვებელყოფს უსაფრთხოებას. ამ თვალსაზრისით ტერორისტი ნამდვილი მუსლიმანი ვერ იქნება, ასევე მუსლიმანი ტერორისტი ვერ იქნება. მუსლიმანი ტერორისტი ვერ იქნება, რადგანაც ისლამმა ამქვეყნად ყველაზე მძიმე სასჯელი დაადო ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას, სიცოცხლის განზრახ ხელმყოფთ ჯოჯოხეთში სამუდამოდ დარჩენა ემუქრება.
აშშ-ის ბატონობა სამართლიანობასა და მართლმსაჯულებას უნდა დაეყრდნოს
გიულენი 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოში მომხდარი მოვლენების შესახებ შემდეგს ამბობს:
\"ჩვენს დროში სახელმწიფოთა გაწონასწორებაში გაბატონებული მდგომარეობა ამერიკას უკავია, მაგრამ ბატონობის გახანგრძლივება დამოკიდებულია სამართლიანობისა და მართლმსაჯულების საფუძველზე. მის გაგრძელებაზე. ჩანს, რომ ამჟამად ამერიკაში სისტემის ბორბალი კარგად ბრუნავს. მაგრამ ყოველ დღეს ღამე, ყოველ გაზაფხულს და ზაფხულს ზამთარი მოსდევს.
ვაი მაგრამ თუ ამ სისტემამ გზა გაუხსნა სისტემის სიბეცეს? ისეთი ღირებულებების სფეროში, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ამერიკამ მსოფლიოში პირველობა მოიპოვა, მაგრამ ამ ღირებულებების ერთგულებაში თუ მცდარი ნაბიჯი გადადგა? მაშინ მისი და ჩვენი დღის ღამესთან, ზაფხულის ზამთართან მიახლოვება გარდაუვალი იქნება. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მხოლოდ ძალაზე დაყრდნობით ვერცერთი სისტემა დიდ ხანს ვერ იარსებებს. ძალა, რომელიც სამართლიანობასა და მართლმსაჯულებას არ ემყარება, ადრე თუ გვიან დესპოტიზმისაკენ გადაუხვევს და ეს კი მის დასასრულს მოამზადებს.
დღეს მსოფლიო, როგორც ზემოთ ნაწილობრივ აღვნიშნეთ, დიდი პრობლემებით ირყევა. მას უნდა დავუმატოთ ის, რომ გამოღვიძების გზაზე ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც ძალიან ძველი კულტურები გააჩნიათ და ამჟამად მათთან ერთად რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ძალად რჩება, ევროპა გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის გზაზე დგას, თუმც ნათელი არ არის, რა მასშტაბით შეძლებს ამის განხორციელებას და რამდენად ხანგრძლივი იქნება მისი სიცოცხლისუნარიანობა. გარდა ამისა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებსაც, რომლებიც თვლიან, რომ საუკუნეების განმავლობაში დაჩაგრულნი იყვნენ, გააჩნიათ ისეთი პოტენციალი, რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევია. ამგვარ მსოფლიოში ძალაზე დამყარებული ბატონობის დამკვიდრება და მისი ხანგრძლივად შენარჩუნება ადვილი საქმე არ არის. მე მსურს, რომ ამერიკამ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელიც დასაშვები არ არის, არ გაუხსნას კარები ისეთი მოვლენების განვითარებას, რომელიც მსოფლიოში არსებულ წონასწორობას გადმოაყირავებს და მსოფლიოს სისხლის მორევში ჩაითრევს\".
მსოფლიოში ჩაგვრის რეჟიმი არ უნდა არსებობდეს
გლობალიზაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ გიულენის შეფასებები ასეთია:
\"მსოფლიოს თანდათანობით სოფლის ზომამდე დაპატარავება და განსაკუთრებით კი საინფორმაციო ტექნოლოგია, რომელიც სწრაფად ვითარდება, წარმოაჩენს ისეთ მდგომარეობას, რომელიც მეტ შანსს აღარ უტოვებს, როგორც ძალაზე დამყარებულ ბატონობას, ასევე _ ჩაგვრის რეჟიმს. ადამიანი კეთილშობილი არსებაა. იგი არც ტყვეობას და არც დაქირავებული მუშის მდგომარეობას დიდხანს ვერ მოითმენს. ყველა სახელმწიფომ და ყველამ, რომელთაც ხელთ უპყრიათ მმართველობა და ძალა, უნდა შექმნან ისეთი მმართველობა, რომელიც იმოქმედებს კანონის მიხედვით, რომელიც ამბობს, რომ \"ხალხის უფალი ხალხის მსახურია\". ამგვარი მმართველობის შეთვისება თვით მათთვისაც ძალზე საჭიროა. ყველა ცალკეული ადამიანის პიროვნებას ადამიანისათვის დამახასიათებელი ზომით პატივი, ღირსება და ხასიათი გააჩნია. ვიდრე არ იქნება აღიარებული პატივი, ღირსებია და ხასიათი, რომელიც შემოქმედმა ადამიანს მოანიჭა, რომელიმე ქვეყანაში და მსოფლიოშიც კი მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარება შეუძლებელი იქნება. ადამიანის ძირითადი უფლებებია: რწმენის თავისუფლება.
ადამიანს შეუძლია იცხოვროს თავისი რწმენის მიხედვით.
აზრის თავისუფლება.
ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრები. ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს ისეთი უმთავრესი უფლებები, როგორც არის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, მუშაობისა და გასამრჯელოს მიღების, ოჯახის შექმნისა და გამრავლების უფლებები და სადაც ყველა ეს უფლება არ არის გარანტირებული, აგრეთვე იმ საზოგადოებაში, სადაც არ არის დაცული ისეთი ძირითადი და საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ღირებულებები, როგორიც არის წარმოება, მოხმარება, განაწილება, სამართლიანობა, მართლმსაჯულება, თანასწორობა, ვერ განვითარდება ისეთი სათნოებანი, როგორიც არის სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთთანადგომა.
ასეთი მასშტაბის ღარიბ მსოფლიოში შეუძლია ბატონობამ დიდხანს ვერ გასძლოს. მსოფლიო ერთ სოფელს გვაგონებს. ამ სოფელში განსხვავებული რწმენები, ფერები, რასები, სამართალი, ტრადიციები აგრძელებენ თანააარსებობას. თითოეული პიროვნება ცალკე სამყაროს წარმოადგენს, ამიტომ ყველა ადამიანის ერთმანეთთან დამსგავსება, ერთი ყალიბიდან გამოსული ნივთების მსგავსად, უაზრო და შეუძლებელი მოთხოვნაა. ამის გამო ამ (გლობალური) სოფლის სიმშვიდე და კეთილდღეობა ყველა ამ განსხვავებულობის აღიარებისა და მიღებაში დევს, აგრეთვე იმაშიც, რომ არავინ ერთმანეთს სხვაგვარი თვალით არ უნდა შეხედოს, ე. ი. გლობალურ შემწყნარებლობასა და დიალოგში, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო კონფლიქტების, შეხლა-შემოხლის, დარტყმისა და ყველაზე სისხლიანი ბრძოლების ქსელში გაეხვევა, თავის თავს თვითონვე დაამარცხებს და თავის დასასრულს მოამზადებს.
ჟურნალი \"ტემპო\", აპრილი, 2002.- შეიქმნა - ზე.