გიულენი მშვიდობის საქმეს ემსახურება

ნოტრდამის უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი კროკის საერთაშორისო მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, რელიგიის ცნობილმა ისტორიკოსმა პროფ. სკოტ ეპლბაიმ განაცხადა, რომ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში ფეთჰულაჰ გიულენს წვლილი შეაქვს.

_ პროგრამაში მშვიდობის აღმშენებლობის შესახებ რატომ მიიჩნიეთ საჭიროდ ისლამისა და განსაკუთრებით თურქული წარმოშობის გიულენის თვალსაზრისის კვლევა?

_ ჩვენს კვლევით პროგრამას, რომელსაც სპონსორობას უწევს როკფელერის ფონდი, ეწოდება \"რელიგია, კონფლიქტი და მშვიდობის აღმშენებლობა\". ჩვენი მეცნიერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს, იკვლევენ ძალას არა მხოლოდ ისლამში, არამედ იმას, თუ როგორ დაკანონდება ძალა ნებისმიერ რელიგიაში. ამავე დროს ჩვენ ვიტყვით, როგორი ძალისხმევა იხარჯება ისლამური ტრადიციის შიგნით მშვიდობის აღმშენებლობის მიმართულებით. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიეთ ჰაკან იავუზის პროექტი გიულენის შესახებ, არის შემდეგი: გიულენის მიმართულება არის დამოკრატიული თვალსაზრისი, რომელიც მყარი საგანმანათლებლო სასწავლებლების, მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად იღვწის და იცავს ადამიანის უფლებას და გულახდილობას პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი გავრცელება ევროპისა და სხვა რეგიონებში კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

ჩვენ ცნება \"ისლამური მოძრაობა\" გვესმის ძალიან ფართო გაგებით. ესე იგი, ჩვენ ამ კატეგორიაში შეგვყავს არა მხოლოდ პოლიტიკური ტრადიციების მქონე მოძრაობები, არამედ ისინი, ვინც საქმიანობას ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან

ჩვენ ცნება \"ისლამური მოძრაობა\" გვესმის ძალიან ფართო გაგებით. ესე იგი, ჩვენ ამ კატეგორიაში შეგვყავს არა მხოლოდ პოლიტიკური ტრადიციების მქონე მოძრაობები, არამედ ისინი, ვინც საქმიანობას ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამ ფარგლებში გიულენის მცდელობა _ მისი თვალსაზრისისათვის დამახასიათებელი მეთოდით განაახლოს მუსლიმის არსი და განახორციელოს იგი მშვიდობიანი გზით ძალის გამოუყენებლად _ ჩვენ ძალიან საინტერესოდ გვეჩვენება. ჩვენთვის ის არის მოძრაობის ისეთი ფორმა, რომლის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.

_ გიულენის მსგავსი სხვა მოძრაობა თუ არის ისლამის სამყაროში?

_ პატარა არასამთავრობო ორგანიზაციები, პატარა მოძრაობები არის, მაგრამ გიულენის მოძრაობის მსგავსი დინამიკურ, მომწიფებულ მოძრაობას არ ვიცნობ. არის პატარა ჯგუფები, ისეთები, როგორც მაუწყებლობის მრევლი (თებილღ ჯემაათი), რომელიც ოდნავ ჩამოგავს გიულენის მოძრაობას.

_ ისლამის სამყაროში თუ არის სხვა მუსლიმანი მოაზროვნე, რომელიც გიულენსათვით დაინტერესებულია რელიგიათშორისი დიალოგით?

_ ომის შემდეგ ბოსნიელი მუსლიმანები დაინტერესდნენ რელიგიათშორისი დიალოგით, მუსლიმან პალესტინელთა შორისაც არსებობს შემრიგებლური ჯგუფები. ისინი ადგილობრივ დონეზე საქმიანობენ და, საერთოდ, მხოლოდ ომის ან კრიზისის შედეგად შექმნილი      ჯგუფებია. Gგიულენიზმის მოვლენაში ჩვენ საქმე გვაქვს თავისით უშუალო მოქმედებაზე გადასვლასთან და დიალოგისთვის, მორიგებისათვის და თანხმობის ხიდების აღმშენებლობისათვის მთელი თავისი საქმიანობის მიძღვნასთან. ამგვარი რამ სხვაგან არ გვხვდება.

ერთი სიტყვით, აქტიურად თავისი ინიციატივითა ამას სხვა არავინ აკეთებს.

_ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ გიულენის მიმართულება არის უფრო მეტად აქტიურობა, ვიდრე საპასუხო რეაქცია?

_ დიახ. თუმცა, ამგვარი მოძრაობები ძალიან კომპლექტურია. მათში შეიძლება იყოს როგორც საპასუხო, ასევე აქტიური ელემენტები. გიულენის აქტიური მოძრაობა, უეჭველია, თანამედროვე მსოფლიოსა და თურქეთში ისლამის მდგომარეობაზე ერთგვარ რეაქციას იძლევა, მაგრამ ამავე დროს საიდ ნურსისთან და სხვებთან შედარებით, მასში უფრო მეტად არის აქტიური კონსტრუქციული, განვითარებადი და თანამედროვე აზრები.

_ ფუნდამენტალიზმის საკითხებში როგორც ერთ-ერთ გამოჩენილ სპეციალისტი, გიულენის მიმართულებას ხომ არ დაახასიათებდით, როგორც ფუნდამენტალისტურს?

_ არა, გიულენის მიმართულებას ფუნდამენტალისტურს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც ფუნდამენტალიზმის უმნიშვნელოვანესი ნიშნებია: რეაქცია, გამოთიშვა და მოწინააღმდეგის სატანად მიჩნევა. ფუნდამენტალისტური მოძრაობები მოწინააღმდეგეების სატანად წარმოსახვისათვის და ერთმანეთს შორის ხაზის გასატარებლად რეაქციონერულად იქცევიან, ტრადიციულად შერჩევითობას მიმართავენ. Iს, რაც მე გიულენში დავინახე, ამის საპირისპიროა. ეს არის გახსნილი მოძრაობა, როდესაც წერილებს ავრცელებს, იგი შედარებით ნაკლებად შეიცავს სხვების თავის რელიგიაზე გადმობირების ელემენტს. კულტურის სფეროში დადებითად უზრუნველყოფს ურთიერზეგავლენას.. ყველაფრის მიმართ უარყოფით პოზიციას არ იკავებს, არ არის ულტრაოპოზიციონერი, ცხარე და განრისხებული. ასეთები არიან თალიბები, სამასი, პიზბულაჰ ან ალჟირში მოქმედი შეიარაღებული ისლამური ჯგუფები. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციები ერთმანეთისაგან განსხვავებული არიან, მაგრამ მათ გააჩნიათ საერთო ელემენტები, რომლებსაც ისინი იზიარებენ:: ეს არის საწინააღმდეგო მოქმედება და შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც დროდადრო შეიძლება ძალის ფორმაში გამოიხატოს. გიულენს მე ამ მიმართულებაში ვერ ვხედავ. გიულენიზმი მე მიმაჩნია ამაღორძინებელ და რეფორმისტულ მოძრაობად, რომელსაც გააჩნია დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ მსოფლიოში ისლამი გარდაქმნას მსოფლიოში არსებული მისი სოციალური მდგომარეობის და სხვათა ზეგავლენისაგან დაცული თავისი ფორმის მიხედვით.

_ გიულენის წახალისებით გახსნილი საგანმანათლებლო სასწავლებლები, თქვენი არით, როგორ გავლენას მოახდენს ისლამის სამყაროზე?

_ უპირველესად უნდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ისლამის სამყაროში საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეფორმების საჭიროება არსებობს. გიულენის თხოვნით გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როდესაც ერთი მხრივ ადასტურებენ და აღრმავებენ ისლამის არსს, ამას აკეთებენ ისე, რომ როგორც მოძრაობა, ისე თავისი მოწაფეები გახსნან კიდევ უფრო ფართო მსოფლმხედველობისათვის. ჩემი აზრით კი, ეს ისლამის სამყაროსათვის ძალიან საჭირო მოვლენაა და რადგან გიულენის მიმართულება გახსნილი ისლამია, შუა აზიაში და სხვაგანაც საჭირო უფლებაომსილება და ლეგალურობა მოიპოვა. მაგრამ ამავე დროს ისეთ მოძრაობაზე უფრო მეტად, როგორიც არის, მაგალითად, მაუწყებლობის მრჩეველი (თებდილღ ჯემაათი), ცდილობს, შეეგოუს განსხვავებულობას, ადაპტაცია როგორც თავის სოციალურ ფარგლებში არსებულ, ასევე მის გარეთ არსებულ განსხვავებულობასთან. ამგვარად, განსხვავებულობის თუ განსხვავებულობასთან დაკავშირებული დიალოგის დაწყების ძალისხმევა არა სახელმწიფოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ძალისხმევასთან ერთიანდება. შამოქალაქო საზოგადოება აუცილებელს ხდის კომუნიკაციას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და განაწილებასაც, რომელიც არ არის იმავე სიბრტყეზე, სადაც არის ფუნდამენტალიზმი თავის გამთიშველობითა და მტრის სატანად მიჩნევით. ეს საგანმანათლებლო დაწესებულებები თავიანთ თავს არ მიიჩნევენ ისეთ ადგილებად, სადაც მუჯაჰილებს (სარწმუნოებისთვის მებრძოლებს) ზრდიან. როდესაც მუსლიმანებს თავის არსთან შეუგუებლად, ჭეშმარიტი მნიშვნელობით ზრდიან. მათ ამეგობრებენ მათ გარშემომყოფებთან და საერო სამყაროსთან. ჩემი აზრით, აი, ეს არის ის, რაც საჭიროება ისლამის სამყაროს..

_ ბოლო ხანებში ბევრს კამათობენ, გახდება თუ არა თურქეთი მოდელი ისლამური ქვეყნებისათვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე?

_ თურქეთი ლაიციზმისა და ლაიციზაციის საკითხებში გამოცდილების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ისლამური ქვეყანაა. თეოკრატიულ ხასიათზე მეტად მძლავრი ისლამური ხასიათის დაცვის მცდელობის გამო იგი მსოფლიოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მოდელად გახდომის საკითხზე უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო. მაგალითად, საკითხი იმის შესახებ, ეს მოდელი თვით თურქეთის მიერ რამდენად არის გაცნობიერებული, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კამათის საგანია აგრეთვე საკითხი, თუ რამდენად კარგია ოფიციალური იდეოლოგია და შეხედულებათა სისტემა. იმათ წინაშე, ვინც ამ საკითხს ჩემსავით გარედან უყურებს, დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება: ერთი მხრივ, თურქეთი ისლამს შეიცავს, მეორე მხრივ იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ისლამს იჭერს სახელმწიფო ძალისაგან შორს და ამაში არმიის როლის ზეგავლენა დიდია. მათ, ვინც გარედან უყურებს ამ პროცესს, რომელიც აღიქმება ისე, რომ კეთილდღეობის პარტიის მოძრაობას ან ისლამის ყოველგვარი გამოვლენის ფორმას არმია აკონტროლებს, შთაბეჭდილება ექმნებათ, რომ ლაიცისტური სახელმწიფოს პროექტსა და ქვეყანაში არსებული სუფიზმისა და ისლამური პოლიტიკის ზოგიერთ პოპულარულ ელემენტს შორის წინააღმდეგობა არსებობს. გახდება თუ არა თურქეთი მოდელი, ეს დამოკიდებულია იმაზე, მედია და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები როგორი თვალით შეხედავენ ამ მოვლენას. არ ვიცი, ასეთ კითხვას სვამენ? უკანასკნელ 80 წელიწადში რა წარმატებას მივაღწიეთ? ჩვენი ისლამური ხასიათი რამდენად სიცოცხლისუნარიანია? უკმაყოფილება არსებობს? თუ შეიძლება ასე ითქვას, რამდენად მოვახერხეთ ისლამის გაღრმავების პრივატიზება? ეს საქმეს წაადგა? ერთი სიტყვით, თუ თურქეთი მდგომარეობის ჯანსაღი შეფასების გზაზე დადგება, მე შემიძლია ვიფიქრო, ეს მიმართულება შეიძლება თუ არა გახდეს მოდელი. ისლამური პარტიები დიდი ხნის მანძილზე პოლიტიკური სივრცის გარეთ დატოვების ანდა საფეხურ-საფეხურ პოლიტიკურ სივრცეში შეყვანის სარგებლიანობა და სიძნელეები როგორი შეიძლება იყოს? ეს არის მთავარი კითხვა.

_ საკითხი იმის შესახებ, გახდება თუ არა თურქეთი, როგორც სისტემა, მოდელი, განზე გადავდოთ. თქვენი აზრით, თურქული საზოგადოების მიერ ისლამის გაგება შეიძლება მოდელი გახდეს?

_ თურქეთი შეიძლება მოდელი გახდეს იმდენად, რომ ეწეოდეს საქმიანობას სხვა მუსლიმანურ საზოგადოებასთან, თუ შეიძლება ითქვას, შეასრულოს მისიონერული ფუნქცია, გაიზიაროს მათთან ერთად ისლამის გაგება. თუ თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის პრობლემებზე გაცემული პასუხებით კმაყოფილი დარჩება, მაშინ მას შეუძლია მოდელის ფუნქცია შეასრულოს. თუმცა იმ საკითხებში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს მოდელი, კითხვის ნიშნებია.

ზამანი, 8 მაისი, 2002.


No 6 (9) \"იმედი\" ივნისი, 2002

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.