შთამგონებელი ასკეტიზმი და ენერგეტიზმი

1970-იანი წლების დასასრულიდან დღემდე ბუნდოვანი ცნების, \"ფუნდამენტალიზმის\" სინონიმად როგორც წესი, იხმარება პოლიტიკური ისლამი, რაც სოციოლოგებისა და ახლო აღმოსავლეთის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის მთავარ საკითხად იქცა. ამასთან ერთად, ისლამის პოლიტიკური მხარეების შესახებ აკვიატებული აზრის ზეგავლენით უგულებელყოფილია საჭირო მნიშვნელობების განმარტება, თუ რას ნიშნავს ახალი რელიგიური ცნებები.

ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოძრაობის ცხადი მიზანი პოლიტიკისაგან შორს დგომაა, ფარული ზრახვებისა და მოვალეობების საფარველქვეშ მათ მაინც მიაწერენ პოლიტიკურ მიზნებს. მიუხედავად ამისა, რელიგიური მოძრაობების შესახებ ნაშრომებში უფრო მეტი ობიექტურობა ნიშნავს მეტი ნდობის გამოჩენას რელიგიური მოძრაობის წევრებისა და მათი წარმომადგენლების მიერ განცხადებული ღირებულებებისა და გამონათქვამების მიმართ. ჭეშმარიტებაა, რომ ფარული ზრახვებით შედეგის მიღწევა არ არის უფრო ძნელი, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღება ღირებულებათა ჯგუფის შესახებ, რასაც აშკარად იცავენ. აგრეთვე, ჭეშმარიტებაა ის, რომ ეგრეთ წოდებული ფარული ზრახვების თვალსაზრისი წყობისა და მოძრაობის გაგებაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის. გიულენის სახის ჩემეული ანალიზი ამ მთავარ ფაქტორს ემყარება.

\"ადამიანი კვდება და მიდის, თავის შემდეგ კვალს ტოვებს. მორწმუნე ადამიანები განუწყვეტლივ შრომობენ, რათა მომავალ თაობას მემკვიდრეობა დაუტოვონ\", _ ამბობს გიულენი. გიულენის ხედვით \"ბედნიერი ცხოვრების\" იდეალი ამგვარი ღვაწლით შეიძლება განხორციელდეს.

იმისათვის, რომ ცხოვრებაში ამ აზრითა და სულისკვეთებით ვიაროთ, გიულენი გვთავაზობს დავიცვათ ქვემოთ მოტანილი წესები:

1. იდეებზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ და კარგად შევისწავლოთ ისინი. მორჩილებით ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ ნებისმიერი განცხადება ან არგუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკა და თვითშემეცნება.

2. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოვკვდებით. სიკვდილის სურათი ფიზიკური და მატერიალური საშუალებით ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ. ადამიანებს მუდამ უნდა ახსოვდეთ სიკვდილი და მათ მიზნად უნდა დავუსახოთ, რომ ბევრი იშრომონ, რათა შემდეგ ღირსეული მემკვიდრეობა დატოვონ.

3. ნურასოდეს ნუ განწორდები შენს ამხანაგებს, რომლებთანაც ერთად ამ სამსახურს ასრულებ, რადგანაც ისინი ალაჰის მრევლს შეადგენენ.

4. ნურასოდეს დაანებებ თავს იმ წიგნების კითხვას, რომელიც შენ განათლებას გაძლევს.

5. მჭიდრო კავშირი იქონიე იმ ადამიანებთან, რომელთა მიმართ კეთილი საქმის გაკეთება მიზნად გაქვს დასახული. შეისწავლე ის, რაც ამ ადამიანებთან ერთად აქამდე გააკეთე, განსაჯე ის, რაც მომავალში უნდა გააკეთო, ამით შენი ღვაწლის მნიშვნელობა გაიზრდება. ღმერთი კეთილი საქმის გასაკეთებლად შეკრებილებს ბედნიერებას ანიჭებს.

ამ ერთმანეთთან დაკავშირებული საქმეების შესრულების საძირკველი თავმდაბლობაა. როდესაც რაიმე მოვალეობას შეასრულებ, არ უნდა იფიქრო, რომ ეს შენი უნარით შესძელი. ძლიერების წყარო ღმერთია. ადამიანი კი უმწეოა და მორწმუნე მუდამ თავმდაბალი უნდა იყოს და არასოდეს იფიქროს თავის მნიშვნელობაზე. მას მუდამ უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ ეს არ არის საკმარისი და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ყოველი წარმატებული საქმის შემდეგ ახალი ძალით კიდევ უფრო მეტის გასაკეთებლად ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო და ილოცო. ყოველი სიკეთე და მშვენიერება ღმერთის წყალობაა, მაგრამ ყველა ბოროტებაზე პასუხისმგებლობა ადამიანებს ეკისრებათ.

გიულენს სწამს, რომ თანამედროვე საზოგადოებრიობაში რელიგიური ცხოვრება მხოლოდ მეჩეთებით არ არის შეზღუდული. ღვთისმოსაობა უნდა გავრცელდეს საზოგადოებრიობის ფენებში, უმეტესად კი ისეთ დაწესებულებებში, რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლება და ვაჭრობა. აგრეთვე, აკადემიურ ცხოვრებას. რადგანაც შეხედულებათა გაზიარება აკადემიურ ფორუმებზე ხდება და იქ ყურადღება ექცევა რელიგიასაც. ამის შედეგად, განათლების მნიშვნელოვანი დაწესებულებებია სახელმწიფო სკოლები და უნივერსიტეტები და არა მედრესეები და მეჩეთები. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მორწმუნეებმა ეს დაწესებულებები თავიანთი მოქმედების ასპარეზად აქციონ.

გიულენი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანებით კმაყოფილია. ამგვარად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერო გავლენებისათვის გახსნილი განათლებული ადამიანებისაკენ სწრაფვის ტენდენცია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დებატებს მეცნიერებასა და რეოიგიურ რწმენას შორის ურთიერთობის შესახებ.

გიულენის მომხრეები მედიაში (გაზეთი \"ზამანი\" და სატელევიზიორ არხი \"სამანიოლუ\") გამართულ დებატებში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეცნიერებასა და რელიგიურ რწმენებს შორის არ არსბეობს დაპირისპირება. ჟურნალ \"სიზინთიში\" გამოქვეყნებულ წერილებში გამოთქვამენ აზრს, რომ მეცნიერება ღვთისმოსაობისათვის დაბრკოლება არ არის და მეცნიერულ აღმოჩენებს იყენებენ იმგვრად, რომ განადიდონ ღვთის უზენაესობა. ამით ისინი გახსენებენ განათლებულ ფილოსოფოსებს. ამგვარად, რამდენადაც მეცნიერება ვითარდება, იმდენად ადამიანი ღმერთის ძლიერებასთან შედარებით თავისი შესაძლებლობების ფარგლებს უფრო უკეთესად აცნობიერებს.

გიულენის მოძღვრება დაჟინებით ხაზს უსვამს სხვებისათვის სამსახურს. ლოცვის მისეული გაგება გამომდინარეობს სამსახურის ცნებიდან, რაც ყოველი მორწმუნესათვის ძირითადი რწმენაა. ზექათის ფორმით ორგანიზებული დახმარების მოყვარეობა ისლამის ხუთი პირობიდან ერთ-ერთია. გიულენის მიერ სხვადასხვა დახმარების ხაზგასმა ტრადიციულ ისლამს შეესაბამება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ გიულენის მიხედვით, კეთილი საქმის ქმნა არასოდეს მთავრდება.

ტრადიციულ ისლამში ზექათის (ყოველწლიური წყალობა, რომელიც ქონების მეორმოცედ ნაწილს შეიცავს) ვალდებულების შესრულების შესახებ ცხადი და ნათელი წესები არსებობს. ამგვარად, მორწმუნეებს ნება ეძლევათ მშვიდად დაისვენონ. გიულენისა და მისი მიმდევრების თანახმად, უსასრულოა და მორწმუნეები ვერასოდეს მშვიდად ვერ იქნებიან, ისინი მუდამ უნდა სვამდნენ კითხვას: \"სხვა კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?\"

 

სოციალური ურთიერთობების რაციონალიზმი

გიულენის \"აქტიური პიეტიზმის\" ძირითადი ზემოქმედება სოციალური ურთიერთობების რაციონალიზაციის თვალსაზრისშია. ეს ზემოქმედება სამი განსხვავებული შეხედულებით შეიძლება გაშუქდეს. პირველი ეს არის განათლების გარდაქმნის საკითხი. მეორე _ ეხება რელიგიურ მრევლს, რასაც ვებერი \"პოლიტიკური ორგანიზაციიდან განთავისუფლებას\" უწოდებს. მესამე თვალსაზრისი კი გიულენის მიერ 1970-იან წლების ექსტრემისტული ნაციონალისტური და მილიტარისტული ჯგუფების წონასწორობის დარღვევა და თურქული საზოგადოებრიობის დემოკრატიზაციაა. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება დავინახოთ მისი მოძრაობის მიხედვით.

გიულენის მოძრაობის გავლენა განათლებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. 15 წლის განმავლობაში დაარსდა 300 კოლეჯი. ამათგან მრავალი, თურქეთსმიღმა და თურქეთში მდებარე _ მოვინახულე. ეს სასწავლებლები წუნდაუდებელ განათლებას აძლევს მოსწავლეებს. სასწავლო საკითხების დეტალებს სათანადო ქვეყნების განათლების სამინისტროებთან ერთად ამუშავებენ. ამ სასწავლებლების შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი: სახელმწიფო სკოლებთან მათი დაპირისპირებისათვის საფუძველი არ არსებობს. პირველი და უნიკალური თავისებურება კონკურენციის სულისკეთების წაქეზებაა. გიულენის სასწავლებლების მოსწავლეების წარმატებები სხვა სასწავლებლების მოსწავლეებთან შედარებით, სპეციალურად მომზადებული წლიური მოხსენებებიდან. ჩანს გიულენის სასწავლებლების მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები მოიპოვეს უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე. ეს თვალში საცემი წარმატება უფრო აშკარაა შუა აზიაში, ვიდრე თურქეთში. ამავე დროს, მოსწავლეები მსოფლიო ოლიმპიადის კონკურსებისათვის მომზადება და გაგზავნა კონკურენციას ამძაფრებს და მოსწავლეები, ძირითადად, მედლებით ბრუნდებიან.

გიულენის სასწავლებლების მიზანია, უმაღლესი სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიცემა. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა (თითოეულ კლასში, დაახლოებით, 20 მოსწავლე), მასწავლებლები განათლებულები არიან და იციან ინგლისური. სკოლები ბნუებისმეტყველების მეცნიერებებისა და უცხო ენების ლაბორატორიებს უზრუნველყოფს სათანადო აღჭურვილობით. აქვთ კომპიუტერული ტექნოლოგიები. ძირითადი ამოცანაა მოსწავლეებს ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე კარგი განათლება მისცენ. გიულენის მიმდევრებისათვის მთავარი იდეა მორალური ღირებულებების ჩაგონებით და გაკვეთილებით ჩანერგვა კი არ არის, არამედ მხოლოდ ყოველდღიურ ურთიერთობაში კეთილი მაგალითების ჩვენებით.

ეს სასწავლებლები, ამავე დროს, გლობალური ინტეგრაციის საქმეში ადგილობრივ ძალისხმევას ხელმძღვანელობს. სკოლებში სასწავლო ენა ინგლისურია, მოსწავლეები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეუფლებიან, ეს კი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განათლება გააგრძელონ საზღვარგარეთ. მაგალითად, შუა აზიაში ამ სასწავლებელთა კურსდამთავრებულები სამუშაოს ადვილად პოულობენ. ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა მათ ეხმარება სამუშაო მოძებნონ ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე, საზაფხულო არდადეგების დროს. ამის გამო, გიულენის ჩასარიცხად შესასვლელად ძალიან დიდი კონკურსი იმართება.

პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი, რომელშიც 1993 წელს გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტი თურგუთ ოზალიც შედიოდა, საგანმანათლებლო ინიციატივებს მხარს უჭერდა. ოზალმა თურქმენეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის პოლიტიკურ ლიდერებზე თავისი პირადი ზეგავლენაც კი გამოიყენა, რომ ამ რეგიონში გიულენის ძალისხმევებს მხარდაჭერა ჰქონოდა. ოზალის პერიოდში (1680-1990) მასმედია გიულენის საგანმანათლებლო ინიციატივების საკითხში მხარდაჭერის ტენდენციას ამჟღავნებდა და ხოტბის შემცვლელ სტატიებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებდა. ამ პუბლიკაციებში ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, თუ რაოდენი გამბედაობაა შორეულ რეგიონებში, სადაც ციმბირი და მონღოლეთიც შედიოდა, გაჭირვებასა და სიძნელეში ახალი სასწავლებლების შექმნა. ეს რეპორტაჟებში არ იყო, გამოთქმული ეჭვი იმის შესახებ, რომ გიულენის მოძრაობას, შესაძლოა, ჰქონდეს რეჟიმის საწინააღმდეგო ფარული პროექტები. ეს დადებითი ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვალა 1997 წლის თებერვლიდან, როდესაც არმიამ (ეროვნული უშიშროების საბჭოს საშუალებით), რელიგიურ ჯგუფზე ზეწოლის განხოციელება დაიწყო. ამის შედეგად გიულენის მოძრაობა განსაკუთრებულ მეთვალყურეობას დაუქვემდებარეს. არმიის მიზანი იყო მთლიანად ისლამური მოძრაობის შეფერხება და გიულენიც ამ ზეწოლის გარეშე ვერ დარჩებოდა. პირველად რესპუბლიკების ფოკუსში იმამ-ხაბიბის სკოლები მოექცა. 1999 წლის გაზაფხულზე პირადად გიულენის პიროვნების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

გიულენს, მას შემდეგ, რაც მოძღვარობა დაიწყო, პოლიტიკასთან თავშეკავებული ურთიერთობა ჰქონდა. თავის მიმდევრებს უბიძგებდა მეჩეთების მაგიერ სასწავლებლები აეშენებინათ. მხარი დაეჭირათ იმ სკოლებისთვის, რომლებიც რელიგიური განათლების მაგიერ საერო განათლებას იძლეოდა და განეხორციელებინათ ისეთი პროექტები, რაც ნაკლებად გამოიწვევდა კონფლიქტს. ამიტომ, გიულენისა და მისი მოწაფეების წარსული ადასტურებს, რომ ისინი არ არიან საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე უფრო მეტად კეთილ საქმეთა და მორალური ურთიერთობებით საუკუნო გათავისუფლებას ეძებენ. ეს პუნქტი არა მხოლოდ შეესაბამება იმ ფაქტებს, რომლებზეც დაკვირვება შეიძლება, ამავე დროს ესადაგება სოციოლოგიურ სიმპტომებს. ვებერის საზოგადოებრივ ძმობაში უზრუნველყოფილ \"მოვალეობის ადამიანს\" ყოფაქცევის ფორმის შესახებ.

უეჭველია, რომ გიულენი წარმართავს მოძრაობას და არა პოლიტიკურ ორგანიზაციას. ამის გამო, გიულენის მოძრაობა ჭეშმარიტი აზრით არის საზოგადოებრივი. ვებერის მიხედვით, საზოგადოების რწმენა \"ტომის წევრის ნაცვლად ერთობლივ რწმენას ამკვიდრებს\" და აქტიურ როლს თამაშობს \"პოლიტიკური ორგანიზაციიდან განთავისუფლებაში\". ამის შედეგად, საზოგადოებრივ პრინციპებზე დამყარებული მოძრაობა ოჯახის ან ტომის ურთიერთობებიდან და, ამავე დროს, პოლიტიკური ორგანიზაციებიდან გამოცალკევება.

გიულენმა ანტიკომუნიზმის, ნაციონალიზმის და დინამიზმის ცნებებში განსხვავებული შინაარსი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იდეალების, ღირებულებებისა და პიროვნულ ტენდენციებში რადიკალურ მემარჯვენე ჯგუფებთან ახლო თანამშრომლობას აფართოვებდა, ეს მოძრაობა განსხვავებული მიმართულებით წაიყვანა. მისი წინამძღოლობით მოძრაობისა და დინამიზმის ცნებები ერთიანდებიან თავშეკავების ცნების ფარგლებში, რომელიც არყოფს ყოველგვარ სიმკაცრეს. თავად იგი და მისი მომხრეები არა მხოლოდ გამოეყვნენ პოლიტიკურ სიმკაცრეს, აამავე დროს, ყველა პოლიტიკოსის მზერა და მთელი თავიანთი ძალისხმევა მიმართეს იმ პროექტებისაკე, რომელიც პოლიტიკურ სფეროს გარეთ რჩებოდა. მისი მოძრაობის პროგრამა, როგორც ამ რევოლუციური ძალის შედეგი, გამოყენებული იქნა მშენებლობისა და კომერციული ბიზნესის შექმნაში. ამის სანაცვლოდ, ახალგაზრდობის სხვა ნაწილი, რომელსაც იგივე პოტენციალი ჰქონდა, ქუჩების ბრძოლის ასპარეზად გადაქცევისათვის შეუერთდა იმ ჯგუფებს, რომლებსაც სიმკაცრის ტენდენციები გააჩნიათ.

სიმკაცრის მოთხოვნებზე პასუხის გაცემასთან შედარებით ამ მებრძოლი გრძნობების კონსტრუქციულ სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე გადატანა ადვილი საქმე არ არის. გიულენს თავიდანვე ეს თავისთვის აშკარა მოვალეობად არ გაუხდია. ეს მხოლოდ მისი მისიის შედეგად გამოვლინდა. მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების წინააღმდეგ თავდასაცავად გამართულ თავის გამოსვლებში, ყურადღება მიაქცია გმირული ბრძოლის მოთხოვნილებისა და კონსტრუქციული სოციალური პროექტების შექმნას შორის წონასწორობის დაცვის სიძნელეს. ახალგაზრდობას, რომელსაც მიზანი აქვს დასახული და მნიშვნელოვან ღირებულებასა და გრძნობებს იზიარებს, სურდა საბრძოლო მოქმედება, მაგრამ მისი რელიგიური ფრთა უფრო მეტად კონსტრუქციული საქმეების მომხრე იყო. თუ გმირულ უარს იტყოდა, დაკარგავდა მასების მხარდაჭერას. ღვთის სახელით კეთილი საქმეების გაკეთების შესახებ შეტყობინების დროს თანამოსაუბრე მასაბი იყო. ამის შედეგად გიულენი და გამთლიანებული ამქვეყნიური ასკეტიზმი ან აქტიური პიეტიზმი ემყარება ამ ქვეყნის ბრძოლით უარყოფასა და მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზებით ახალი სოციალური წყობის შექმნას შორის არსებულ მგრძნობიარე წონასწორობას. ამგვარია ამქვეყნიური ასკეტიზმის ძალა, რადგანაც უპირატესობას ანიჭებს, დევს ბრძოლასა და თავგანწირვაში. რომ არ ყოფილიყო ღრმა რელიგიური გრძნობები, რომლებიც მოვალეობის შეგნებაზეა დაფუძნებული, მოპოვებული წარმატებები უფრო ნაკლებ კონსტრუქციული და ნაკლებ რაციონალური იქნებოდა. ეს ამავე დროს არის ეთიკური იდეოლოგიის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული მოძრაობის მთელ მსოფლიოში გავრცელებას.

იმისათვის, რომ სწორედ გავიგოთ გიულენის მისია, მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება პოლიტიკურ დაუოკებელ სურვილებსა და რელიგიურ დინამიზმს შორის. პირველის ამოცანაა სახელმწიფო კონტროლის ხელში ჩაგდება. მეორის ამოცანაა კერძო მეწარმეობის გზით, რომელიც საზოგადოებრივ სფეროში ძირფესვიან ცვლილებებს მოითხოვს, საზოგადოებრიობის გარდაქმნა. ამ მიზნის მიღწევა არ შეიძლება დაევალოს საზოგადოების მხოლოდ ერთ ჯგუფს. მთელმა ხალხმა ამისთვის შეწყობილად და შეთანხმებულად უნდა იბრძოლოს.

ეს წერილი დაიბეჭდა \"კრიტიკის\" მე-17 ნომერში (2000 წლის შემოდგომა, გვ. 83-104) და დაწერილია ელიზაბედ ოზდალგას მიერ.

ელიზაბედ ოზდალგას 1979 წელს გოთენბურგში მიენიჭა ფილოსოფიის და დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში; 1978 წელს გახდა გოთენბურგის უნივერსიტეტის დოცენტი. ოზდალგა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორად მუშაობდა, 1999 წლიდან სტამბოლის შვეციის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.