ახალი ხმა
ადამიანი _ არა ისეთი, რომელიც სიყვარულს, შეწყალებას, ჰუმანურობას მხოლოდ წიგნებსა და ლექსებში წარმოგვიდგენს, არამედ ისეთი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე ამით სუნთქავს. Aადამიანი, რომელი სხვას არა როგორც უცხოელს, არამედ როგორც დედ-მამიშვილს და მეგობარს ისე უყურებს. Aადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სუსტი იმისათვის კი არ არსებობს, რომ ძლიერმა იგი დაამციროს, არამედ იმისთვის, რომ ძლიერი საჭიროებდეს მის დახმარებას.
ყველა ამ ჩამოთვლილი თვისებებით შემკულია ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც სწამს, რომ უფრო მეტია ხალხების გამაერთიანებელი ელემენტები, ვიდრე გამთიშველი. ამ რწმენის საფუძველზე იგი მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მან მთელი თავისი ენერგია და ძალისხმევა მიმართა სხვადასხვა რელიგიის, რასების, იდეებისა და პოლიტიკური შეხედულებების დიალოგის ფარგლებში დაახლოებისაკენ. მის მიერ სხვადასხვა საბაბით გამართულ კონფერენციებსა და პროგრამებში შეახვედრა განსხვავებულად მოაზროვნე და განსხვავებული რელიგიური რწმენის ადამიანი და გამოავლინა საოცარი ძალისხმევა მომავალი საუკუნეებისაკენ მიმართულ ისეთ საკითხებში, როგორიც არის რელიგიური თავისუფლება, დიალოგი და ურთიერთგაგება. მათ შორის ყველაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი დაუთმო ცივილიზაციებს შორის ურთიერთობებს.
შეხვდა მთელი მსოფლიოს ცნობილ და გამორჩეულ ადამიანებს და ამ საკითხებზე თავისი ფიქრები და ოცნებები გაუზიარა.
იგი მგრძნობიარე ადამიანია, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს თავის დარდებს და ნაღველს, მაგრამ მტკივნეულად განიცდის სხვების ტანჯვას.
კაცობრიობისადმი მიყენებულ დარტყმას პირველად თავის გულში გრძნობს.
იგი ისე ერწყმის ჩვენს ყოფიერებას, რომ ზოგჯერ იტყვის: \"შემოდგომა როცა ვხედავ, რომ ტოტს ფოთოლი სცვივა, მგონია, თითქოს მკლავი ჩამომგლიჯეს\".
1999 წლის გაზაფხულზე ესქიშეჰირში თურქეთის ყველაზე ცნობილი პირების შესახებ სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა. ამ გამოკვლევის მიხედვით ფეთჰულაჰ გიულენი ხმების 85 პროცენტით ყველაზე ჰუმანურ ადამიანად იქნა არჩეული. ინტელექტუალი, მშვიდობისმოყვარე, მწერალი, პოეტი და კიდევ მრავალი სასიკეთო თვისებებით დაჯილდოებული ფეთჰულაჰ გიულენი ადამიანთა სულიერი სამყაროს მიერ მიჩნეულია ზოგჯერ ჩუმ, ზოგჯერ კი ძალიან ძლიერი ხმის პატრონ მოღვაწედ. მაგრამ ფეთჰულაჰ გიულენისათვის დიდება, სახელი და თავის გამოჩენა \"შხამიანი თაფლის\" მსგავსია, რომელიმე მათგანით გატაცება ადამიანის შინაგან სამყაროში სულიერების ჩაქრობას ნიშნავს.
აღმზრდელი
\"ადამიანი, რომელიც სხვებს შთაგონებას ანიჭებს, ადამიანთა ჭეშმარიტი მნიშვნელობით, ძნელია ადამიანი უწოდო ადამიანს, რომელიც უვიცია და არ ამჟღავნებს სწავლის წყურვილს. აგრეთვე ვეჭვობ ჭეშმარიტად სრულფასოვანი იყოს ადამიანი, რომელიც არ ეწევა თავისი ცოდნის განახლებას, განვითარებას და სხვებს მაგალითს ვერ აძლევს\".
ფეთჰულაჰ გიულენის მიხედვით საზოგადოების მართვისათვის პირველ რიგში საჭიროა, წარვმართოთ ისინი მეცნიერებისაკენ გახსნილი არხებისაკენ. Aაგრეთვე სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფისა და სხვათა უფლებების დაცვის საკითხში მგრძნობიარენი რომ ვიყოთ, მჯერა, ერთადერთი, რაც საჭიროა, ეს არის ზოგადი განათლება.
ფეთჰულაჰ გიულენს სურს, რომ ყოველ ადამიანს რწმენა ჰქონდეს. \"კარგებო, სიკეთე დააფასეთ; იცოდეთ გულკეთილობის ფასი; პატივისცემა გამოიჩინეთ სარწმუნოებების მიმართ. ურწმუნოებს ისე მიუდექით, რომ ბოროტება, რომელიც თქვენსკენ შეიძლება მათგან წამოვიდეს, მოისპოს\".
დემოკრატია პრობლემების მოსაგვარებლად ერთადერთი ალტერნატივაა
\"დემოკრატია, როგორც პოლიტიკისა და მმართველობის ფორმა არის უკანასკნელი ალტერნატივა, რომელიც ქვეყნად დარჩა\". გიულენის მიხედვით, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, დღემდე დემოკრატიაზე უკეთესი სისტემა ჯერ არ შექმნილა. ამიტომ ჩვენ ყველანი დემოკრატიის ერთგულები უნდა ვიყოთ. სჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც სურს თავის ქვეყანას ემსახუროს, ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს უნდა დაემორჩილოს.
იმისათვის, რომ არ დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ანარქია, მუდამ უნდა პოზიციურ ზეგავლენას ვახდენდეთ.
გაწეული სამსახურისათვის არ უნდა ველოდოთ მატერიალურ და სულიერ პრივილეგიებს.
საკმარისად საიმედო ატმოსფეროს შესაქმნელად უნდა ვაკეთოთ მორალური ღირებულებებით შემკული საქმეები.
მოთმინება და მოწყალება.
ადამიანი ყველაფერს კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ უნდა იყოს მუდამ პოზიტიურად დამუხტული.
დიდი ბრძოლა დიალოგისა და მშვიდობისათვის
იგი ოცნებობს 21-ე საუკუნეზე. იგი ამბობს, რომ მოხდება სულიერი გამოცოცხლება, რომელსაც ჩვენ ამ საუკუნეში მოვესწრებით, მოხდება სულიერი რენესანსი, როდესაც მთვლემარე წმინდა ღირებულებები კვლავ გამოცოცხლდებიან. ოცნებობს ისეთ მომავალზე, როდესაც გაბატონდება განსხვავებული კულტურის გულწრფელი დიალოგი, ღირებულებათა ურთიერთგაცვლა და რელიგიური თავისუფლება.
მეორე მხრივ, მას მტკიცედ სწამს, რომ გამთიშველ სხვაობებზე უპირატესი არის ის კავშირები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. ამ იდეის ფარგლებში შეუსვენებლად იბრძვის გულწრფელი დიალოგისა და რელიგიური შემწყნარებლობისათვის.
ფეთჰულაჰ გიულენი შეხვდა ბართლომეუსს, რომელსაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი გააჩნია, რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, ვატიკანის ელჩს თურქეთში, ისრაელის მთავარ ხახამს, ელიაჰუ ბაჰში დონორს, თურქეთის ებრაელთა მთავარ ხაზახს დავიდ ასკოს, თურქეთის ყოფილ პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, თურქეთის პრემიერ-მინისტრს იულენთ ეჯევითს, მრავალ გამოჩენილ პროფესორს და მეცნიერს, ჟურნალისტსა და კინოვარსკვლავს.
მწერალი
გიულენმა თანამედროვე სოციალური პრობლემების გადაჭრის თავისი წადილი წიგნებსა და ლექსებიც გამოხატა. ერთ-ერთ მათგანში ასე წერს: \"კაცობრიობამ გზაჯვარედინს მიაღწია. ერთი გზა უიმედობისაკენ, მეორე ხსნისაკენ მიდის. უიმედობა ჰგავს მარყუჟს, რომელიც ადამიანს ახრჩობს და მოძრავი ქვიშის გორაკს, რომელიც წინსვლას ხელს უშლის, წარმატების სურვილს კლავს.ელენას ჰარითუ \"გოდ რელიჯენ\"
ჟურნალის რედაქტორი
(ბერძნული გამოცემა)
- შეიქმნა - ზე.