ქრონოლოგია

1941დაბადების წელი
ფეთხულლაჰ გიულენი დაიბადა 1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზურუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში.
1946შევიდა სკოლაში.
19491949 - გადასვლა სოფელ ჰულლაჰალვარში და სწავლის გაგრძელება.
ვინაიდან მისი მამა გახდა სოფელ ჰულლაჰ ალვარის იმამი, ოჯახიც საცხოვრებლად გადავიდა ამ სოფელში, სადაც ცხოვრობდა გამოჩენილი მუსლიმანი მეცნიერი და ალვარის სუფიი ეფე.
1951ყურანის შესწავლა,
არაბულ ენას ასწავლიდა მამა - რამიზ ხოჯა ეფენდი, დაასრულა ყურანის შესწავლა და გახდა ჰაფიზი (ე.ი. ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალურად მკითხველი)
1959გადასვლა ქ. ედირბენში
წარმატებით ჩააბარა გამოცდები ვინაიდან იყო ჯარმოუხდელი, დაინიშნა მეორე იმამად უჩშერეფლი ჯამეში, სადაც იმუშავა 2 წელი და 6 თვე.
10.11.1961სამხედრო სამსახური
ჯარში მსახური დაიწყო ანკარაში, მამაკის დასახლებაში. აქვე დაასრულა ჯარის პირველი პერიოდი.
1964დაბრუნება ქ. ედირნეში.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ერთი წელი ცხოვრობდა ქ. ერზურუმში. შემდეგ დაბრუნდა ედირნეში და 1964 წლის 4 ივლისიდან დაინიშნა ყურანის მასწავლებლად მეჩეთ დარულჰადისში, აგრეთვე ამავე მეჩეთში ასრულებდა იმამის მოვალეობას (საზოგადოებრივ საწყისებზე) ფეთჰულლაჰ გიულენმა ჩამოაყალიბა კერძო წრეები, სადაც ატარებდა საუბრებს რელიგიურ საკითხებზე.)
31.07.1965გადასვლა ედირნედან ქილქლარელში.
დაინიშნა მქადაგებლად ქ. ქილქლარელში.
11.03.1966გადასვლა იზმირში.
დაინიშნა ღვთისმეტყველ-მქადაგებლად ქ. იზმირში. აგრეთვე საკუთარი ინიციატივით დაიწყო პედაგოგიური და საგანმანათლებლო პრაქტიკა ყურანის შემსწავლელ კურსებზე „ქესტანეფაზარში\".
18.02.1968პირველი წასვლა ჰაჯობის მოსალოცად.
„ქესტანეპაზარიდან\" მიერ გაგზავნილი იქნა ჰაჯად, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი. ეს მოხდა მისი პედაგოგად მუშსაობის პერიოდში.
1969ადგილებზე გამართული საუბრები და ქადაგებანი.
1969 წელს დაიწყო შეხვედრები და საუბრები ხალხთან. აგრეთვე ქადაგებდა თურქეთის, ეჰეისის რეგიონის სხვადასხვა ოლქებში და რაიონებში
1971საზოგადოება „ქესტანეფაზარიდან\" გასვლა.
1971 წლის 12 მარტის მემორანდუმამდე დატოვა თავისი თანამდებობა საზოგადოება „ქესტანეფაზარში\".
29.06.1974დანიშნვა ქ. მანისაში
ქ. ედრემიტში სამსახურის შემდეგ (რომელიც გრძელდებოდა 2 წელი და 4 თვე) დაინიშნა მქადაგებლად ქ. მანისაში.
20.09.1974ფეთჰულლაჰ გიულენის მამის გარდაცვალება.
რამაზნის თვის მესამე დღეს გარდაიცვალა ფეთჰულლაჰ გიულენის მამა რამიზ ეფენდი.
1975ლექციები.
ჩაატარა ლექციები სხვადასხვა თემებზე: ყურანი და მეცნიერება, დარვინიზმის კრიტიკა, ახალი თაობა, სოციალური სამართლიანობა, შუამავლობა. ჩაატარა ლექციები იზმირში, ანკარაში, ჩორუმში, მალათიეში, დიარბექრში, ქონიეში, ანტალიაში, აიდინში და სხვა.
28.09.19761976 ქ. მანისიდან ბორნოვში (იზმირის რაიონი) გადასვლა.
ქ. მანისაში ორი წლის და სამი თვის მუშაობის შემდეგ გადაყვანილი იქნა ბორნოვში, სადაც დარჩა 1980 წლის 12 სექტემბრამდე.
1977კონფერენციები საზღვარგარეთ.
1977 წელს კულტის მსახურის რანგში გაემგზავრა გერმანიაში, სადაც სხვადასხვა რაიონებში გამოდიოდა სიტყვით და ატარებდა კონფერენციებს.
26.08.1977პირველი ქადაგება სტამბოლში.
თავისი პირველი ქადაგება სტამბოლში წაიკითხა იენი ჯამეში (ემინონიუს რაიონი). ქადაგების თემა იყო „მუსლიმანებში თვითჩამოყალიბების, თვითაღზრდის აუცილებლობა\"
09.091977მეორე ქადაგება სტამბოლში.
მეორედ იქადაგა სულთანახმედში (თურქეთის ერთ-ერთი დიდებული მეჩეთი). მსმენელებს შორის იყვნენ: იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრი სულეიმან დამირული და საგარეო საქმეთა მინისტრი იჰსან საბრი ჩაგლაიანგილი.
1979ჟურნალ „სიზინთში\" მუშაობა.
ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1979 წლის აპრილში. ამ ნომერში დაიბეჭდა ფეთჰულლაჰ გიულენის პირველი სტატია სათაურით „ახალშობილი, რომელიც შეაჩერებს ამ ტირილს\".
05.09.1980ქადაგება ქ. ბორნოვში და შეხვედრა სამშობლოს პარტიის ლიდერთან თურგუთ ოზალთან.
12.0919801980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალებამდე, ფეთჰულლაჰ გიულენმა ჩაატარა ბოლო ქადაგება, თან მეჩეთში შეხვდა თურგუთ ოზალს.
25.11.1980დანიშნვა ჩანაქქალეში
მიუხედავად იმისა, რომ ფეთჰულლაჰ გიულენი დაინიშნა ქ. ჩანაქქალეში მქადაგებლად, ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
20.03.1981ქადაგების შეწყვეტა.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დამყარდა. გართულებული პირობების გამო ფეთჰულლაჰ გიულენი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან (შეწყვიტა ქადაგება).
1985მოგზაურობა ქვეყანის სხვდასხვა პროვინციაში.
მიუხედავად იმისა, რომ 1983 წელს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, სამხედრო გადატრიალების კვალი წაშლილი არ იყო. ამ მიზეზის გამო ფეთჰულლაჰ გიულენი ვერსად ვერ აწარმოებდა ქადაგებას, მაგრამ მოგზაურობდა თურკეთის სხვადასხვა ქალაქებში. მოიარა ანატოლიის ბევრი ქალაქი. მოინახულა წაპრების მიწა - ახლათი.
12.01.1986დაკავება ბოდრუმში.
დააკავეს ქალაქ ბოდრუმში, ძებნილად გამოცხადებულის საბაბით. დაკითხვების შემდეგ გაანთავისუფლეს.
06.04.1986ქადაგება სტამბოლში მეჩეთ ბუიუკ ჩამლიჯაში.
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ფეთჰულლაჰ გიულენი პირველად ავიდა ტრიბუნაზე ქადაგების წასაკითხად. ეს მოხდა მეჩეთ ბუიუკ ჩამლიჯის გახსნის დღეს, მირაჯთან (ამაღლება) დაკავშირებით.
06.06.1986ფეთჰულლაჰ გიულენის ჰაჯობაზე ყოფნის დროს მასზე გაიცა ბრძანება თურქეთიდან გაუსვლელობის შესახებ. მეგობრების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად (დარჩენილიყო მედინაში) ფეთჰულლაჰ გიულენი დაბრუნდა სამშობლოში, რათა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. სირიის გავლით ჩავიდა ქ. ქილისში, საიდანაც გადავიდა იზმირში და ჩაბარდა ხელისუფლებას. იგი აღიარეს უდანაშაულოდ და გაანთავისუფლეს.
01.07.1988მუშაობა ჟურნალ „იენი უმითში\" (ახალი იმედი)
აღნიშნული ყოველკვარტალური გამოცემის პირველი ნომერი გამოვიდა 1988 წლის 1 ივლისს. პირველი ნომრის წამყვანი სტატია დაიბეჭდა სათაურით: „ახალი იმედის გულახდილ ატმოსფეროში\".
05.05.1992პრეზიდენტის მონახულება აშშ-ში.
თურქეთის პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმა აშშ-ში კლინიკა „დალის მეთოდისტში\" გაიკეთა ოპერაცია. კლინიკაში პრეზიდენტი ინახულა ფეთჰულლაჰ გიულანმა.
28.06.1993გარდაიცვალა ფეთჰულლაჰ გიულენის დედა.
ქალბატონი რეფია გიულენი გარდაიცვალა ქ. იზმირში 1993 წლის 28 ივნისს.
29.06.1994\"მწერლთა და ჟურნალისტთა ფონდის გახსნაში მონაწილეობა\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა მიიღო მონაწილეობა ფონდის გახსნის ცერემონიალში, რომელიც ორგანიზებული იყო სტამბოლის „დედემან\"-ში.
30.11.1994პრემიერ-მინისტრის „თანსუ ჩილერის მონახულება.
ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან იყო შესრულებული მისი სურვილის შესაბამისად, რომელიც ატარებდა შეხვედრებს სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებთან.
23.01.1995\"ინტერვიუ გაზეთებ „ხურიეტ\"-თან („თავისუფლება\") და „საბახ\"-თან („დილა\").
ინტერვიუ ჩაატარეს ხურიე აქმანმა („საბახი\") და ერტუგრულ ოზკოკმზ (\"ხურიეტი\"). ჟურნალისტებთან საუბარში შეეხენ ისეთ თემებს, როგორიცაა: თურქეთის თანამედროვე მდგომარეობა, შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან, ისლამი, პოლიტიკა, ქალთა უფლებები, განათლება.
11.02.1995\"მწერლთა და ჟურნალისტთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ვახშამში მონაწილეობა, რამაზანის თვის შესახებ\".
წვეულ ვახშამს, რომელიც გაიმართა 1995 წლის 23 თებერვალს, ხუთშაბათს ჟურნალისტების და მწერლების ფონდის მიერ, დიდი რაოდენობით ესწრებოდნენ პოლიტიკური მმართველობისა და საუნივერსიტეტო წრეების განთქმული პირები. ფეთჰულლაჰ გიულენმა ყველა იქ მყოფს მიმართა ფონდის სახელით.
20.03.1995„შეხვედრა ბიულენტ ეჯევიტთან\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა ვიზიტით ეწვია მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერს ბიულენტ ეჯევიტს. ამ შეხვედრაზე, რომელმაც ეჯევიტის სიტყვების მიხედვით, ჩაიარა ძალიან შინაარსიანად, შედგა საუბარი ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა; რელიგია, მეცნიერება და ფილოსოფია.
10.05.1995ჰიქმეთ ჩეთინთან თავაზიანი ვიზიტი\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა შეხვდა მინისტრის ჰიქმეთ ჩითინს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მეორე დღეს.
26.05.1995ფეთჰულლაჰ გიულენის დაჯილდოება „თურქ ოჯაქლარის\" ფონდის მიერ.
09.06.1995მეორე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან.
თანსუ ჩილერმა და ფეთჰულლაჰ გიულენმა 1994 წლის შეხვედრის შემდეგ, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს იზმირში. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა კერძო ლიცეუმის „იამანლარ\"-ის გამოშვების დღესასწაულში, რისი დამთავრების შემდეგაც თ. ჩილერმა და ფეთჰულლაჰ გიულენმა ჩაატარენ შეხვედრა, რომელიც გრძელდებოდა 45 წუთს.
15.06.1995\"შეხვედრა მესუტ ილმაზთან\".
ფეთჰულლაჰ გიულენმა ანკარაში მ. ილმაზთან შეხვედრის დროს დააფიქსირა თავისი აზრები ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
03.07.1995ინტერვიუ სახელმწიფო არხის ტრტ-ის „ათეშ-ხათთის\" (\"ცეცხლთა ხაზის\") პროგრამისათვის.
ფეთჰულლაჰ გიულენმა სტამბოლში „ათეშ-ხათთის\" სტუდიაში ჩაატარა ხანგრძლივი საუბარი, პროგრამის წამყვანთან რეჰა მუხთართან.
02.08.1995ვიზიტი თურქეთის პარლამენტის თავჯდომარესთან ჰუსამედდინ ჯინდორუქთან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა მოინახულა პარლამენტის თავჯდომარე ჰუსამედდინ ჯინდორუქი მის სამუშაო კაბინეტში.
13.08.1995ინტერვიუ გაზეთ „ზამან\"-თან („დროება\"), რომელიც შემდეგში იყო გამოქვეყნებული წიგნის სახით.
რეპორტაჟების სერიები თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპორტაჟები ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებისა და იდეალების შესახებ, აგრეთვე განხილული იყო რელიგიის, სუფიზმის, დოგმატიზმის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, პოლიტიკის საკითხები.
20.08.1995ინტერვიუ გაზეთ „ჯუმჰურიეთი\"- სთან („რესპუბლიკა\")
ამ რეპორტაჟში, რომელიც იბეჭდებოდა 7 დღის განმავლობაში, მან გასცა პასუხი კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა რესპუბლიკის, სეკულარიზმის შარიათის, განათლების, დემოკრატიის და ქალთა თემებს.
14.09.1995სამედიცინო გამოკვლევა
რომ გაეგო გულ-სისხლძარღვების უკმარისობის მიზეზი, რომელიც აწუხებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ფეთჰულლაჰ გიულენმა გამოსაკვლევად საავადმყოფოში დაწვა.
19.09.1995ბოსნიის ბავშვების სასარგებლოდ ორგანიზებულ ფეხბურთის მატჩზე დასწრება
მატჩი, რომელიც ორგანიზებული იყო ჟურნალისტთა და მწერლთა ფონდის მიერ, ჩატარდა ლოზუნგით „ყველაფერი ბოსნიის ბავშვებისათვის\". ამ ფეხბურთის შოუზე შემოსული სახსრებით ქ. სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აშენდა სკოლა. მარადონა და ფეთჰულლაჰ გიულენი უყურებდნენ ამ მატჩს გვერდიგვერდ მსხდომნი.
18.10.1995\"მონახულება გაზეთ \"მილლიეთ\"-ის (\"ერი\")\"
1995 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ \"მილლიეთ\"-ის რედაქციაში მიწვევის დროს
მქონდა საუბარი ჟურნალისტებთან და გამომცემლებთან.
19.10.1995ინტერვიუ ჰოლანდიის ერთ-ერთ ტელეარხთან.
ამ რეპორტაჟში მან უპასუხა კითხვებს, რომლებიც ეხებოდნენ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აგრეთვე ისლამს და სეკულიარიზმს.
04.01.1996ტოლერანტობისათვის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა.
04.04.1996შეხვედრა პატრიარქ ვარფალამეისთან
ფეთჰულლაჰ გიულენმა და მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ვარფალამეიმ, რომლებმაც ბოლო წლის განმავლობაში ყურადღება დაუთმეს საზოგადო ტოლერანტობის საკითხებს, შეხვდნენ ერთმანეთს თბილ ატმოსფეროში და დაიწყეს დიალოგი მუსლიმანური და არამუსლიმანური საზოგადოების შესახებ.
18.04.1996ტოლერანტობისათვის ტუასიკ ფონდის მიერ დაჯილდოვება
მრეწველობის თურქული ფონდის მიერ (ტუასიკის) მიერ „წლის პიროვნებების\" პირველი ჯილდოები იყო გადაცემული კერძო პირებზე (ფეთჰულლაჰ გიულენი) და ქ. ანკარაში სასთუმრო „დედემან\"-ში ცერემონიალის დროს სხვა ორგანიზაციებზე.
01.07.1996აშშ-ში აიდინი მენდერსის მონახულება
ფეთჰულლაჰ გიულენ ხოჯა ეფენდიმ მოინახულა აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი თურქული პარლამენტის დეპუტატი აიდანი მენდერსი.
19.09.1996ინტერვიუ განათლების თემაზე ჟურნალ „აქტუელ პარას\"-თან.
30.09.1996\"ჟურნალისტთა და მწერლთა ფონდის დაარსების სამი წლის თავთან დაკავშირებულ სხდომაზე გამოსვლა\".
15.10.1996ინტერვიუ ბულგარულ გაზეთ „შრომას\"-თან
ფეთჰულლაჰ გიულენმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილა საკითხები რომლებიც ეხებოდა თურქეთს და ბალკანებს.
03.11.1996ინტერვიუ ტელეარხ „ვარნა\"-სთან (ბულგარეთი). პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნების შემდეგ ბულგარეთის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჩამოვიდნენ თურქეთში რათა გიულენისაგან აეღოთ ინტერვიუ. ფეთჰულლაჰ გიულენი, რომელსაც (ქვესათაურით „ასობით ხიდების ამშენებელი მასწავლებელი\") ქებით მოიხსენიებენ ქვეყნის ყველაზე მეტად კითხვადი გაზეზთები: „24 საათი\" და „შრომა\", იყო წარმოდგენილი „ვარნა\"-ს ტელევიზიის მიერ, როგორც პროექტის ინიციატორი კულტურისა და განათლების სფეროში.
08.11.1996შეხვედრა ჟურნალისტებთან
ფეთჰულლაჰ გიულენმა 1996 წლის 8 ნოემბერს, შაბათს, ჟურნალისტებს გაუმართა სადილი და გასცა პასუხი მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებს.
08.11.1996უნივერსიტეტ „ფათიხი\"-ს გახსნაში მონაწილეობა.
უნივერსიტეტ „ფათიხი\"-ს (ქ.სტამბოლში) გახსნა თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელის მონაწილეობით. გახსნას ესწრებოდნენ მრავალი ადამიანი პოლიტიკის, მეცნიერების და ბიზნესის წრეებიდან.
27.01.1997ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის შეხვედრის დამთავრებისას მოკრძალულ ვახშამში მონაწილეობა.
სასტუმრო „ჰილტონ\"-ის საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტების და მწერლების ფონდის მიერ გამართულ ვახაშამზე, რომლის ღირსეული თავჯდომარეა ფეთჰულლაჰ გიულენი, მან ერთად შეკრიბა სხვადასხვა სფეროს სახელგანთქმული მოღვაწეები.
23.02.1997ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის ფონდიდან ჯილდოს მიღება\"
იყვნენ გამოყოფილი თურქული სამყაროს სამსახურისათვის ჯილდოების მფლობელები, რომლებიც გადაიცემა მწერლების და ხელოვნების მუშაკების მიერ იმ პიროვნებებზე და ორგანიზაციებზე, რომლებმაც შეიტანეს თავისი წვლილი თურქული სამყაროს განვითარებაში.
ფეთჰულლაჰ გიულენი აგრეთვე ღირსეულად იყო დაჯილდოებული თურქეთის მსოფლიო ერთიანობაში ინტეგრაციის გზით განვითარებისათვის.
29.03.1997S tv-ზე (ტელეარხი „ნათელი გზა\") „ჰაბერ კრიტიკის\" გადაცემაში მონაწილეობა
ფეთჰულლაჰ გიულენი იმყოფებოდა როგორც „ხაბერ კრიტიკი\"-ს პროგრამის სტუმარი, რომელიც გადიოდა ტელეარხ „სამანიოლ\"-ზე პირდაპირი ეთერით. მან გასცა პასუხი დოცენტ ოსმან ოზსოის და პროფესორ ქემალ ოქეის კითხვებს.
08.04.1997თურქეთის სახალხო ნაციონალურ პარტიის ლიდერის ალფარსლან თურქეშის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობა.
16.04.1997ინტერვიუ ტელეარხ „D\"-სთან.
ფეთჰულლაჰ გიულენი გახდა „იალჩინ დოგანის\" და „აქტუალ\"-ის პროგრამების სტუმარი, რომელიც გადის ტელეარხ „D\"-ზე. პროგრამის თემა არის \"პოლიტიკური დაძაბულობა თურქეთში\".
30.05.1997ინტერვიუ ჟურნალ „თაიმს\"-თან თურქეთში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.
11.06.1997ჯამრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით აშშ-ში გამგზავრება.
ჩაიტარა პროფილაქტიკური (კარდიოლოგიური) მკურნალობის კურსი შტატ ოჰაიოში.
10.08.1997ფეთჰულლაჰ გიულენს რუსი მწერლებიდან მოუვიდა მოსაწვევი
ფეთჰულლაჰ გიულენი, რომელიც სამკურნალოდ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთის მწერალთა კავშირმა მიიწვია რუსეთში.
11.08.1997ინტერვიუ გაზეთ „მილლიეთ\"-თან პოლიტიკისა და ისლამის საკითხების შესახებ.
31.08.1997ინტერვიუ გაზეთ „მილლიეთ\"-თან პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესახებ.
01.09.1997მან გასცა პასუხი კორესპონდენტ იასემინ ჩორგარის კითხვებს, რომლებიც ეხებოდნენ თურქეთში თებერვალს მომხდარ 28 პოლიტიკურ კრიზისს,
03.09.1997გასცა პასუხი კითხვებზე, რომლებიც ეხებოდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონების პრობლემებს.
04.09.1997ინტერვიუ გაზეთ \"ზამან\"-თან.
გაზეთ „ზამან\"-ის ჟურნალისტთან ალი ასლანთან საუბრის დროს განიხილებოდა თემა „დასავლეთი და ნაციონალიზმი.
19.09.1997კარდინალ ო'კონორთან შეხვედრა.
ფეთჰულლაჰ გიულენმა ნიუ-იორკში შეხვდა ერთ-ერთ კათოლიკ ლიდერს, კარდინალ ჯონ ო'კონორს, ცნობილ როგორც მამის იოან პავლე მეორეს \"მარჯვენა ხელი\" შეხვედრა ფეთჰულლაჰ გიულენის შეხვედრა კარდინალ ო'კონორთან, რომლებიც სარგებლობენ დიდი ავტორიტეტით, როგორც ამერიკის სახელმწიფოსთან, ასევე გაერთიანებუილი ერების ორგანიზაციასთან, ჩატარდა თბილ ატმოსფეროში.
30.09.1997\"თურქეთში დაბრუნება\".
21.11.1997განათლების სფეროში დამსახურებისათვის, თურქ „ეღიტიმ სენი\" - საგან (თურქეთის განათლების მუშაკების პროფკავშირისაგან) ჯილდოს მიღება.
21.11.1997გიულენს ეწვივნენ ჯორჯ მოროვიჩი და მისი თანმხლები დელეგაცია.
ფეთჰულლაჰ გიულენს ეწვიენ ვატიკანის წარმომადგენელი სტამბულში მონსინიორ ჯორჯი მოროვიჩი, ძველ-სირიული კათოლიკური საზოგადოების მიტროპოლიტი იუსუფ ჩეთინი, სირიული კათოლიკების პატრიარქის მოადგილე იუსუფ საგი და ძველ-სირიული კათოლიკური საზოგადოების ეპისკოპოსი სამუელ აქდემირი.
25.12.1997\"ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ ორგანიზებულ \"ნაციონალურ თანხმობის\" საღამოში მონაწილეობა\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა მიიღო მონაწილეობა „ნაციონალური თანხმობის\" საღამოში, რომელიც გაიმართა 1997 ლის 25 დეკემბერს ჟურნალისტების და მწერლების მიერ.
13.01.1998პროგრამაში „ოცდამეთორმეტე დღე\" ცისფერ ეკრანზე იყო გამოტანილი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.
პროგრამის „ოცდამეთორმეტე დღის\" ერთ-ერთ ნაწილში იყო წარმოდგენილი გამოჩენილი ჟურნალისტის მეჰმეთ ალი ბირნადის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
22.01.1998ჰოლდინგ „ალარკო\"-ს მიერ გამართულ ვახშამში მონაწილეობა.
23.01.1998მუსლიმანურ დღესასწაულ რამაზან - ბაირამთან დაკავშირებით, მამა იოანე პავლე მეორესაგან შეტყობინების მიღება.
03.02.1998ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის სადღესასწაულო პროგრამაში მონაწილეობა.
09.02.1998ვატიკანში მამა იოანე პავლე მეორესთან შეხვედრა.
მშვიდობის სახელით ვატიკანში მან ჩაატარა შეხვედრა, კათოლიკური სამყაროს ლიდერთან მამა იოან პავლე მეორესთან კონფესითა შორის დიალოგის თემაზე.
19.02.1998გიულენს მშვიდობის სახელით ეწვია ეკლესიათა კავშირი.
როცა ყურეში ისმის ომის გამოძახილები, ფეთჰულლაჰ გიულენი სტამბოლში საერთაშორისო ეკლესიათა კავშირისაგან, სამი ადამიანის შემადგენლობის ღებულობ დელეგაციას, მშვიდობისათვის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
25.02.1998მთავარ რაბინთან ელიახ ბანკში დორონთან შეხვედრა.
ფეთჰულლაჰ გიულენმა ჟურნალისტების და მწერლების ფონდის სახელით შეხვედრა სევერატის მთავარ რაბინს ისრაელში ელიხ ბაკში დორონს.
27.02.1998ინტერვიუ „NTV\"-ს ტელეარხთან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა ბევრ კითხვებზე გასცა პასუხი, მათ შორის რომლებიც ეხებოდნენ სეკულიარიზმს, პოლიტიკურ ისლამს, პაპთან შეხვედრა, სეკულარულ რესპუბლიკას და ათათურქს.
07.03.1998წამყვანი რელიგიების ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა
09.03.1998ამერიკელ ებრაელთა დელეგაციის მიღება.
ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ დაწყებული საქმე დიალოგისაკენ, არ იყო დამთავრებული. 1998 წლის 9 მარტს ფეთჰულლაჰ გიულენმა სტამბოლში მიიღო ამერიკელ ებრაელების საზოგადოების თავმჯდომარეების კონფერენციის დელეგაცია. სამი დღით თურქეთში ჩამოსული ებრაელი ლიდერების დელეგაცია მიიღეს: პრემიერ-მინისტრმა-მესუტ ილმაზმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.-გენერალ ჩევიკ ბირმა, პარლამენტის თავჯდომარემ - ჰიქმეთ ჩეთინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისმაილ ჯემმა.
19.03.1998თურქ-2000\"-ს ფონდისაგან თურქული სამყაროს განვითარებაში
წვლილის შეტანისათვის ჯილდოს მიღება.
„თურქ-2000\"-ის ფონდმა თურქული სამყაროს განვითარებაში წვლილის შეტანისათვის დააჯილდოვა 20 ადამიანი. დაჯილდოებულთა შორის იყო აგრეთვე ფეთჰულლაჰ გიულენი.
05.04.1998ინტერვიუ გაზეთ „მილლიეთ\"-თან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა გასცა პასუხი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებულ კითხვებს: რედიკალიზმიდან - სეკულარიზმამდე, ციხის დღეებიდან - 12 სექტემბრამდე, ქალზე ხელის არ ჩამორთმევიდან - ჰალსტუხის ხმარებაზე უარის თქმამდე, რელიგიაში რენესანსიდან - ტოლერანტობამდე და სიღარიბეში გატარებულ დღეებამდე.
18.04.1998„თურქ ოჯაქლარი\"-საგან ჯილდოს მიღება.
26.04.1998გაგზავნა შეტყობინება ელხ-ი ბეიტის (ყურულთაის) სახელზე.
ფეთჰულლაჰ გიულენმა 1998 წლის 26 აპრილს ჩატარებულ ყურულთაი ელხ-ი ბეიტს გაუგზავნა მისასალმებელი შეტყობინება.
06.05.1998ინტერვიუ რუსეთის ტელეარხს „ORT\"-სთან\".
ამ რეპორტაჟში შეეხენ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების თემას, ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
18.05.1998\"ინტერვიუ იტალიელ ჟურნალისტებტან რომის პაპ იოან პავლე მეორეს შეხვედრასთან დაკავშირებით\".
06.06.1998ინტერვიუ ჟურნალ „აქსიონ\"-თან მის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების შესახებ.
ამ რეპორტაჟში იყო გაცემული პასუხები ბევრ კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა: რესპუბლიკურ წყობას თურქეთში, ათათურქს, განათლებას, დემოკრატიას, კაპიტალს, პოლიტიკურ ისლამს და სხვა.
21.06.1998ინტერვიუ გაზეთ „რადიკალ\"-თან\".
ფეთჰულლაჰ გიულენმა გასცა პასუხი ავნი ოზგიურელის კითხვებს, რომლებიც ეხებოდა რადიკალიზმს და ქალთა დაცვას.
05.07.1998„აბრეშუმის გზის\" ფონდის მიერ ჯილდოს მიღება.
14.01.1999\"ინტერვიუ ჟურნალ \"აქტუელ\"-თან\".
21.03.1999სამკურნალოდ აშშ-ში გამგზავრება.
ფეთჰულლაჰ გიულენმა კვირას 21 მარტს გაემგზავრა აშშ-ში, საავადმყოფოს მიწვევით, სადაც ის ადრეც მკურნალობდა.
18.06.1999ფეთჰულლაჰ გიულენის შესახებ დამონტაჟებული კასეტის „ATV\" არხით ჩვენება.
გადაკეთებული კასეტის დემონსტრირების შემდეგ, რომელიც ეხებოდა ფეთჰულლაჰ გიულენს, დაიწყო ამსაქმის გამოძიება.
19.06.1999\"ინტერვიუ ჟურნალ \"აქსიონ\"-თან \" მონტაჯირებულ კასეტასთან ატეხილ აურზაურის\" შესახებ\".
ფეთხულლახ გიულენმა გასცა პასუხი კითხვებზე კასეტასთან ატეხილ აურზაურის\" შესახებ\". (აურ-ზაური ატყდა ერთ დროს თურქეთში ტელეფონების არალეგალური მოსმენისათვის და ა.შ.)
22.06.1999ინტერვიუ ტელეპროგრამის წამყვანთან რეჰა მუხჰართან კასეტაში აღმოჩენილი ფაქტების შესახებ.
01.12.1999გააგზავნა შეტყობინება რელიგიური სამყაროს პარლამენტის სახელზე.
ფეთჰულლაჰ გიულენმა წარმოადგინა, ასევე რელიგიური სამყაროს პარლამენტის ყრილობის მოხსენება, რომელიც ჩატარდა კეიპტაუნში.
13.04.2000\"გააგზავნა მიმართვა ავრაამული რელიგიის სიმპოზიუმზე\".
26.04.2001ამერიკაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია-მიძღვნილი ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
27.04.2001დაჯილდოება დიდი დამსახურებისათვის განათლებისა და კულტურის სფეროში თურქეთის მწერალტა კავშირის მიერ\".
12.09.2001გააკეთა განცხადება 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ.
31.03.2002გულის უკმარისობის გამო ის იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
19.06.2002მიულოცა თურქეთის ნაციონალურ ნაკრებს 2002 წელს მეოთხედფინალურ მსოფლიო ჩემპიონატში გასვლა.
29.06.2002მიულოცა თურქეთის ფეხბურთის ნაციონალურ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავება.
16.11.2003სტამბულში იუდეურ სინაგოგებზე და ვულედიბიზე ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოთქვა მწუხარება.
13.12.20032003 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰაიდარ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა სამგლოვიარო განცხადება.
21.12.20032003 წლის 19 დეკემბერს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ყოფილი პრეზიდენტის ალი იზზეტბეგოვიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაგზავნა სამგლოვიარ წერილი.
21.01.2004ფეთჰულლაჰ გიულენს გაუკეთდა გულის ოპერაცია.
22.01.2004საავადმყოფოდან გამოწერა.
ფეთჰულლაჰ გიულენი ოპერაციის შემდეგ, რომელივ ჩატარდა 2004 წლის 21 იანვარს, ოთხშაბათს და გრძელდებოდა, 24 საათს, საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ, 2004 წლის 22 იანვარს ხუთშაბათს იყო გამოწერილი.
29.03.2004ინტერვიუ გაზეთ „ზამან\"-თან.
ავადმყოფობასთან დაკავშირებით აშშ-ში მყოფი ფეთჰულლაჰ გიულენმა ხუთი წლის შესვენების შემდეგ, პირველად ალაპარაკდა ნურიე აქმანთან ინტერვიუში, სადაც შეაფასა, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოში მომხდარი მოვლენები.
19.04.2004გააგზავნა მილოცვა.
„თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ ორგანიზებული მეშვიდე აბანთის სიმპოზიუმზე, ვაშინგტონში, ჯონი ხოპკინსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში.
13.05.2004გააგზავნა მისალოცი შეტყობინება სიმპოზიუმზე „რელიგიები და მსოფლიო იმყოფება წმინდა მუჰამმედ შუამავალის აბრაამის თვალის მომჭრელი ბრწყინვალების ქვეშ\", ორგანიზებული კულტურული დიალოგის ბაქანის მიერ ქ.მადრინში\".
02.09.2004ჩრდილო ოსეთის ქ. ბესლანის ტერაქტის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით გამოხატა მწუხარება.
01.11.2004საერთაშორისო შეთანხმებისათვის და მსოფლიოში წვლილის შეტანისათვის ფეთჰულლაჰ გიულენის ყირგიზური სულიერი განვითარების საერთაშორისო ფონდის „რუხანიატ\"-ის მიერ პრემიით დაჯილდოება.
03.12.2004„ბაქანი აბანტი\"-ს სხდომის მონაწილეებს გაუგზავნა მიმართვა, ორგანიზებული ბრიუსელში თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ, ევროპარლამენტში განხილული საკითხი თურქეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ\".
08.01.2005ინტერვიუ გაზეთ „მილლეთ\"-ის კორესპონდენტ მ.გიუმდენთან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა გასცა პასუხი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებულ კითხვებს: თურქეთის ევროკავშირში შესვლის პრობლემებიდან დაკავშირებულ მთავრობის მოღვაწების შეფასება, ირანის მდგომარეობიდან - შუა აღმოსავლეთის მოვლენებამდე, რელიგიური პლურალიმიდან მისი მხარდაჭერით განათლების მოძრაობის თავისუფლებამდე
Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.