შემწყნარებლობაზე უარის თქმა თვითმკვლელობაა
მოწინავე თურქული გაზეთი მილიეთი გასულ თვეში 11 დღის განმავლობაში ყოველდღე აქვეყნებდა ფეთჰულაჰ გიულენის ინტერვიუს. თურქი მოაზროვნე ფეთჰულაჰ გიულენი მსოფლიოში ცნობილია შემწყნარებლობითა და კულტურათა შორის დიალოგში შეტანილი წვლილით. წარმატებული თურქი ჟურნალისტის მეჰმეთ გუნდემის მიერ მომზადებულ ინტერვიუში გიულენი საუბრობს რელიგიათა და კულტურათა შორის დიალოგზე, თურქეთში მართლმადიდებლურ სასულიერო სკოლის გახსნაზე, ტერორისტ ბინ ლადენზე და ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა ჰანტინგტონის თეორია, პასუხობს ბევრ საინტერესო შეკითხვას.
ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის აუცილებლობის გამო ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მეგობრული გამოცემა გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ფეთჰულაჰ გიულენის მოსაზრებები.
ფეთჰულაჰ გიულენის 1999 წლიდან ამერიკაში იმყოფება, სადაუ მკურნალობს. მას დიაბეტი, წნევა და გული აწუხებს.
_ ბოლო წლებია დიალოგსა და შემწყანერებლობაზე თქვენ ხშირად წერთ, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ საკითხში გულწრფელი არ ხართ.
_ დიალოგი და შემწყნარებლობა ჩემი ადამიანურობიდან რომ მომდინარეობდეს, ისინი მართლები იქნებოდნენ, მარამ მე რელიგიიდან გამომდინარე და მასთან კავშირში ვმოქმედებ. რელიგიის არსებობასთან ერთად არსებობს დიალოგიც.
_ დიალოგი რელიგიათა შორისაა თუ კულტურათა შორის?
_ როდესაც ამბობენ რელიგიათა შორის დიალოგს, იგულისხმება რელიგიის წარმომადგენლები. აქ სახელს მნიშვნელობა არა აქვს. თუ უფრო მიზანშეწონილი იქნება შეიძლება ითქვას `კულტურათა შორის დიალოგი~ ან `სხვადასხვა ფილოსოფიების დიალოგი~, ამას უფრო ფართო გაგება აქვს და სამი ზეციური რელიგიის გარდა სხვა რწმენების წარმომადგენლების ამ პროცესში ჩართვაა შესაძლებელი.
_ `დიალოგი და შემწყნარებლობა ჩემი რელიგიურობიდან მომდინარეობსო~ _ ბრძანეთ. მოციქულის პერიოდში თუ იყო ამის მაგალითი?
_ წმინდა მუჰამედი ქალაქ მედინაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებდა, ეთანხმებოდა და თავის მფარველობის ქვეშ აჰყავდა. ამ საქციელის დამნახველი მლიქვნელები მაშინვე მექაში გარბოდნენ და მრავალღმერთიანობის აღმსარებლებს აქეზებდნენ: `შეხედეთ ეს ადამიანი ყველას თავისთან ეძახის. ის ხვალ თქვენთვისაც საშიში იქნებაო~. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადრეც იყვნენ და ეხლაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეჭვებზე აფუძნებენ.
_ შემწყნარებლობას მომავალში რაიმე სხვა მნიშვნელობა ექნება?
_ ასეთი საქციელი ხარაკირისაგან და თვითმკვლელობისგან არ განსხვავდება. დღეს ტერორით, კამიკაძეებით, ზეწოლის ქვეშ მყოფი გაბოროტებული ადამიანებით დაბნელებული ისლამის სახე დიალოგის საშუალებით თავის საკადრის სილამაზეს იბრუნებს. დღეს წმინდა მუჰამედს, როგორც ტერორისტების რელიგიურ მფარველად აღიარებენ და მის წინააღმდეგ მრავალი უსამართლობა ხორციელდება. მისი სწორედ გაცნობის მიზნით დიალოგის და შემწყნარებლობის მომხრეების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება, მათ შესახებ არსებული კარგი შეხედულებების ან რწმენის დანგრევა ღალატის ტოლფასია.
_ ისლამის ზოგიერთი მიმდევარი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან თქვენს დიალოგს აღიქვამს, როგორც დათმობას.
_ ისინი, ვინც ხოჯად (ამ შემთხვევაში რელიგიის კარგი მცოდნე) გამოიყურება რაც უნდათ ის იფიქრონ. ალაჰმა იცის ჩვენი მისადმი რწმენა. მაშინაც კი, როცა დასაწოლად ვემზადები მოციქულის ცხოვრება ჩემთვის სამაგალითოა. მით უმეტეს ასეთ დიდ საკითხებში. ჩემი მეგობრებისთვისაც მოციქული სამაგალითოა.
_ ისლამიზმი იესო ქრისტეს მოციქულად ცნობს. ქრისტიანებს შორის თუ არიან ისეთები, ვინც წმინდა მუჰამედს მოციქულად აღიარებს?
_ დიალოგის პროცესში ბევრ ადამიანს სხვადასხვა გარემობებში ვხვდები. შეხვედრებისას ლოცვის დრო მიდის ხოლმე... ლოცვისთვის ჩვენს ნებართვას პატივისცემით ხვდებიან. გვეუბნებიან: `სანამ თქვენ ლოცვას მორჩებით, მანამდე ჩვენც ვილოცებთო~. ასეთი რბილი ხასიათის ადამიანები დიალოგის წყალობით ამბობენ: `მუჰამედი ღმერთის მოციქულია, ყურანი კი ღმერთის სიტყვაო~. `ქრისტიანი მუსულმანები~ ამ გამოთქმით ისლამის მცოდნენი ყურადღებას იპყრობენ. ბევრი მინახავს ისეთი ადამაინი, რომელიც წმინდა მუჰამედს მოციქულად, ყურანს კი ალაჰის სიტყვად აღიქვამს.
_ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ჰანტინგტონის თეორია `ცივილიზაციათა შეტაკება~ განხორციელდეს?
_ ჰანტინგტონის თეორიაში გამოთქმული მოსაზრებები უფრო ადრე სხვების მხრივაც იქნა წამოყენებული. დღევანდელი დღის გათვალისწინებით და შეცნობის შესაბამისად სხვანაირი ფორმით ახლიდან იქნა წამოყენებული. ადრეც ვამბობდი, რომ ასეთი წინასწარმეტყველების მიხედვით შესაძლებელია არიან ისეთები, ვინც ნიადაგს ამზადებს, რათა მომავალში ერთმანეთს წააჩხუბოს სხვადასხვა ცივილიზაციის, კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები. ბუნებრივია, რომ თავში პირველად ეს აზრი მომივიდა. შესაძლებელია მათ წარმატებას ვერ მიაღწიონ, მაგრამ ჩვენ მათ შესაძლო არსებობას ანგარიში უნდა გავუწიოთ და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში შევქმნათ თეთრი კუნძულები, რომლებსაც შეიძლება `მშვიდობის კუნძულები~ ვუწოდოთ. ზღვის ტალღის მსგავსმა მოულოდნელმა დარტყმამ შეიძლება კაცობრიობა დაახრჩოს.
_ ამ ქმედების ჰორიზონტზე რა ჩანს?
_ მსოფლიო შეტაკების გამო ყველა შეშფოთებულია. თუ სოციაოლოგის ან ფსიქოლოგის თვალით საზოგადოებას შევხედავთ, მდგომარეობა სახარბიელოდ არ გამოიყურება. არიან ისეთები, ვინც ამ მოსაზრებას მუდმივად დღის წესრიგში აყენებს და ისეთები, ვისაც სურს ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირონ. გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ განსხვავებული რელიგიისა და რწმენის მქონე ადამიანები ერთმანეთს ამ მოსაზრებით შეხედავენ, ცივილიზაციათა შეტაკება მოსალოდნელია. კაცობრიობამ გამოსავალი უნდა მოძებნოს. უნდა მოიძებნოს შეთანხმებებისა და შერიგების გზებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მიწაში დაიმარხოს და ზევით არ აღმოცენდეს ცივილიზაციათა შეტაკების გამომწვევი საბაბი.
_ რა ასოციაციას იწვევს `უკან მიბრუნება~ თქვენში?
_ უპირატესობა მიენიჭა არაბულ სიტყვას, რომელიც ნიშნავს: `უკან მიბრუნებას~, რადგან იგივე თურქული სიტყვა უფრო მკაფიო მნიშვნელობას მოიცავს. დღეს მუსლიმანობის სახელით მოღვაწეებს თუ ამ ნიუანსით შევხედავთ, ამ სიტყვის კადრება მათთვის სწორი არ იქნება. რადგან მეჩეთში მიმავალი მრევლი, მისტიციზმის ტრადიციის გამგრძელებლები და სავანეს მსგავს ადგილებში მლოცველი ადამიანები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წინააღმდეგ არ გამოვლენ, დემოკრატიისა და რესპუბლიკის წინააღმდეგი არ იქნებიან. ასეთი ვინმე არ მინახავს. მათ მიმართ მტრულად განყოფისთვის და ანგარიშსწორებისთვის `რაღაც-რაღაცეების~ მსგავსად `უკან მიბრუნებას~ ხმარობენ.
თურქეთში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლა უნდა გაიხსნას
_ სასულიერო სკოლასთან და ეკუმენიზმთან დაკავშირებით რა მოსაზრებები გაქვთ?
_ საერთოდ საპატრიარქო ღიაა. პატრიარქსაც მრავალჯერ ვესაუბრე. `ეკუმენს~ (მსოფლიო პატრიარქი) საპატრიარქოს სათავეში მყოფ ადამიანს საპატრიარქოს არსებობის დღიდან ეძახიან. ისინიც ამ სახელსა და ტიტულს ჩვეულებრივად იყენებენ. საკითხის ამ ფორმით და ამ სახით აღთქმის ნაცვლად საჭიროა გავიგოთ, რის საფუძველზე ამბობენ ამას. თქვენ შეიძლება მათ ეკუმენი არ დაუძახოთ, მაგრამ ისინი ამ სიტყვას ძველი დროიდან იყენებენ. მაგალითად, თურქეთში ბატონი ხოჯა, ბატონი მუფტი არ არსებობს, მაგრამ ხალხი მიჩვეულია და ასე ამბობს. საერთოდ მომთხოვნი არ ვარ, მაგრამ ჩვენი ხალხი ჩემზეც ამას ამბობს. ვთვლი, რომ საკითხს ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ.
_ საპატრიარქოს განზრახვა რაში მდგომარეობს?
_ რამდენადაც მე გავიგე მათი მოთხოვნაა: `მე თურქეთის მოქალაქე ვარ. მომეცეს საშუალება და გავხსნით სასულიერო სკოლას. თურქეთში აღვზრდით და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავაგზავნით სასულიერო პირებს.~ თურქული კულტურით აღზრდილი სასულიერო პირების მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა თურქეთისთვის სასარგებლო იქნება. ფათიჰ სულთნის დროს დაწყებული და დღემდე მიმდინარე ამ საკითხისადმი დაპირისპირება მცოდნე, გაწონასწორებულ და საუკეთესო წარსულის მქონე თურქ ერს არ ეკადრება.
_ ამერიკაში ცხოვრების გამო გაკრიტიკებენ და თქვენ გიკავშირებენ ამერიკის `დიდ შუა აღმოსავლეთის პროექტს~, `ჩრდილოეთ აფრიკის~ და `მწვანე დერეფნის თეორიას~. ზოგიერთი კითხულობს: `რატომ გერმანია და საფრანგეთი არა და რატომ ამერიკა~. თქვენს საკადრისად არაბეთს ან ირანს მიიჩნევენ. `თუ ნამდვილი მუსლიმანია რატომ იქ არ ცხოვრობს და ამერიკაშია~, _ ამბობენ. მართლაც, რატომ ამერიკა?
_ ამერიკაში ჩემს ჩამოსვლას თავისი ისტორია აქვს. 1997 წელს ავადმყოფობის გამო 2-3 თვით ჩამოვედი და ჩავრჩი. თურქეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა შუამავლობა გამიწია და ჩემს გამო სილეველანდში მყოფ პროფესორ ბატონ მურადს დაურეკა. ბატონი მურადი დაჟინებით მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას. მაშინაც _ `რატომ ამერიკაო, აქედან გაიქცაიო~ _ ჩემზე ამბობდნენ. როდესაც აქ ჩამოვედი ისე სუსტად ვიყავი, რომ საბანსაც კი ვერ ვწევდი. ექიმების მიერ რეკომენდებულ წამლებს ვიღებდი, სუფთა ჰაერზე ვსეირნობდი, მაგრამ მდგომარეობა მძიმე იყო. ამჯერადაც მდგომარეობა ისევ ისეთია, ავადმყოფობის გამო ვარ აქ. მიპატიჟება გერმანიიდან რომ ყოფილიყო გერმანიაში წავიდოდი. ამერიკაში ჩამოვედი, მკურნალობა დავიწყე და ერთ-ორ თვეში თურქეთში ეს კამპანია აგორდა. აქ ჩავრჩი. წავალთქო, ვთქვი, მაგრამ ექიმებმა ნება არ დამრთეს. `თავს დიდ საფრთხეში იგდებო~, _ მითხრეს. ამ თემაზე ბევრი დაიწერა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია. რატომ გავიქცეოდი, გასაქცევი რა მაქვს?
_ `ერთი ფეხი ამერიკაში, მეორე ფეხი კი არაბეთის საემიროში აქვსო~, _ ამბობენ.
_ არაბეთის საემიროში ბოლოს 1986 წელს ჰაჯისთვის ჩავედი. მის მერე 20 წელი გავიდა. ისინი, ვინც ამბობს, რომ ერთი ფეხი არაბეთში მაქვს, იქ, რომ მართლა წავსულიყავი სხვა კომენტარს გააკეთებდნენ _ ორივე ფეხით იქ არისო, _ იტყოდნენ. შესაძლებელია სხვა სახით კითხვები ყოფილიყო. ირანი კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოქმნიდა. სიმართლე რომ ითქვას, ირანთან ურთიერთობა არ მქონია. განათლების, კულტურის და შემწყნარებლობის საკითხებში ერთობლივი საქმიანობის შეთავაზებას თბილად არ შეხვედრიან. წარმოუდგენლადაც მიმაჩნია, რომ კარგად შეხვდნენ ჩემი და ჩემი რამდენიმე მეგობრის იქ წასვლას. ასეთი აზრიც კი არ მომსვლია. ირანში რომ წავსულიყავი, ისინი, ვინც სხვადასხვა კომენტარებს აკეთებდნენ, იტყოდნენ: `იქ დასავლეთის ხელი, ფეხი, თვალი და ყურიაო~. რაც არ უნდა გააკეთოთ, ბოროტი ადამიანები, თავიანთი ფანტაზიით მაინც იმას იტყვიან რაც უნდათ. იმის სურვილიც არ მაქვს გაჩუმდითო რომ ვუთხრა. ფიქრის და აზროვნების თავისუფლებაა.
_ თქვენი სახელი ბევრჯერ სახელმწიფოსთან ერთად იქნა მოხსენიებული. რა არის თქვენთვის სახელმწიფო?
_ `სახელმწიფო საჭიროა~. ამის მსგავსი გაცვეთილი გამონათქვამები სახელმწიფოზე არაერთხელ მითქვამს: `ყველაზე ცუდი სახელმწიფოც კი უსახელმწიფოებაზე უმჯობესია~. არასდროს არ ვცემ თაყვანს მათსავით, ვინც სახელმწიფოს წმინდანად სახავს. იქ, სადაც სახელმწიფო არ არის, ანარქია, ქაოსი და ანარქიზმი გაბატონდება. ამ დროს აზროვნებას პატივს არ სცემენ, რელიგიისა და ადამიანის თავისუფლებაზე ხომ საუბარი არ იქნება, მითუმეტეს მის პატივისცემაზე ლაპარაკიც კი არ იქნება. ამ მიზეზების გამო სახელმწიფოს გვერდით ყოფნა მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნია.
_ თქვენი ზედმეტი ეტატიზმის გამო ზოგიერთს სჯერა, რომ გეგმავთ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას. არგუმენტად 1999 წელს გავრცელებული კასეტების მოტანილი. თქვენთვის სახელმწიფოს ხელში ჩაგდება აუცილებელ მიზანს წარმოადგენს?
_ მათ, ვისაც სახელმწიფოზე აქვთ მოთხოვნა, რა გზით დადიან, ნათელია. თუ ასეთი სურვილი მექნებოდა მეც ამ გზით წავიდოდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სახის საკითხებზე განცხადების გაკეთება ცოდვისგან განთავსუფლებას ნიშნავს. ცოდვისგან განთავისუფლება ჩემს აზრებს ეწინააღმდეგება. ისინი, ვინც სამოც წელს გადაცილებულ ადამიანზე ამას ეჭვობენ, რატომ არ ფიქრობენ: `ამ ადამიანმა როგორ იცხოვრა? უპირატესობა რას მიანიჭა?~ ჩემი მეგობრები ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ ფარულად, მაგრამ ყოველთვის ამბობენ ხოლმე: `სამყაროსთან კავშირი გავწყვიტოთ. ცხოვრება მაღალი ღმერთის მორჩილებას მივუძღვნათ. თუ მე სახელმწიფოს სათავეში მოსვლის სურვილი მექნებოდა, ახალგაზრდობაში ვეცდებოდი ამის განხორციელებას. მითუმეტეს ცხადია, თუ რას მივანიჭე უპირატესობა. ახალგაზრდულ მისწრაფებებში გატარებული დღეები რომ მახსენდება ცხვირის ძვალი მტკივა. რა უნდა იფიქროს ადამიანმა, რომლის დღეები დათვლილია. თანაც იმ პერიოდში იყო ზოგიერთი შემოთავაზებები.
_ პოლიტიკის სფეროში?
_ შემოთავაზებები იყო პოლიტიკის სფეროშიც და ბევრ ისეთ საქმეზე, რომელსაც ვერასდროს ვერ გავაკეთებდი. მაპატიეთ, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საბური ამ საკითხებზე არ მსურს. ადამიანს, რომელმაც ახალგაზრდობაში ასეთ ხელსაყრელ შესაძლებლობებს ხელი ჰკრა, რომელიც ფიცრის ქოხითაც კმაყოფილდება და ყოველ ღამე ფიქრობს _ ეს ღამე ჩემთვის ბოლო იქნებაო, ასეთი მოთხოვნები რატომ ექნება? მგონია, რომ ეს ბრალდებები გარკვეული განზრახვით არის წარმოთქმული.
_ კარგი, ასე შორს რატომ იმყოფებით? რაიმე საფრთხეს ხედავთ?
_ არა, რაიმე საფრთხის გამო არა. თუ სახელმწიფოს მართვის სურვილი მექნებოდა, მეც ჩემს კანდიდატურას სადმე წამოვაყენებდი და არავის ექნებოდა უფლება რამე ეთქვა. როგორც ადრე მოგახსენეთ, სულ სხვა იყო ის, რაც მე გულს მივსებდა, ჩემს ოცნებებს ალამაზებდა. მე უპირატესობას ვანიჭებ ახმედ სერჰენდიების, გაზზალიების, ჰარანიოების, აქილ მუბენჯიების ცხოვრების მსგავს ცხოვრებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათი კვალის გაგრძელებით მოციქულის ცხოვრების სტილთან მიღწევა და ამ გზით ღმერთის მორჩილების სწავლა. ჩვენი ქვეყნი სინდისიანი და ჭკვიანი მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა უნდა მართოს სახელმწიფო. ჩვენ კი მათ აზროვნებით მხარს დავუჭერთ. თუ ასე იქნება, ჩანაფიქრს შედეგი ექნება.
_ თუ სახელმწიფოს სათავეში ისეთი ვინმე იქნება, ვინც არ დაეთანხმება თქვენეულ შეხედულებებს?
_ შესაძლებელია. მე ამ საკითხში აკვიატებული აზრი არასდროს მქონია. სახელმწიფოს სათავეში ვინც იქნება, ის იყოს. პირველად სახელმწიფოსთან ჩემი გაცნობა ახალგაზრდობის პერიოდში, აწ გარდაცვლილი მენდერესით მოხდა. მის საუბრებს აღტაცებით ვუსმენდი, მისი უსამართლოდ სიკვდილით დასჯის გამო დიდი გულისტკივილი განვიცადე. სულეიმან დემირელის სახელმწიფოს სათავეში მოსვლას მოწონებით შევხვდი, აზრით ყოველთვის მხარდაჭერას ვცდილობდი, მგონია, რომ რაღაც დოზიც მხარსაც ვუჭერდი.
თურგუთ ოზალისა და ბულენთ ეჯევითის ხელისუფლებაში მოსვლასაც მოწონებით შევხვდი. ისედაც იცით, ამის შემდეგ რაც იყო. ბატონ მესუთს ილმაზს და ქალბატონ თანსულ ჩილერსაც შევხვდი. იმის გამო, რომ არსებობდა ქვეყანაში ჯანყის ალბათობა, შევეცადე მათთვის ამეხსნა, რომ მათი ერთად ყოფნა და შეხვედრები ჯანყის თავიდან აცილების შესაძლებლობას ქმნიდა. ამ შეხვედრას დამსწრეებიც ჰყავს. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს მმართველი ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვეცდებით აზრით მის გვერდით ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში მყოფმა ჩვენს ერს მღელვარება არ განაცდევინოს და ანარქიაში არ ჩაითრიოს.
ბინ ლადენი ისლამის სახეს აბნელებს
_ როგორ შეიძლება ისლამში იყოს ორი ერთმანეთისგან აბსოლიტურად საპირისპირო აზრი. ბინ ლადენი ტერორისტი, გიულენი სიყვარულის, დიალოგის და შემწყნარებლობის მქადაგებელი. ამბობენ, ორივეს მამოძრავებელი წყარო რელიგიაა.
_ ბინ ლადენს დიდი ოჯახი ჰყავს, დაახლოებით მგონი 30 შვილი. ამავე დროს მისი ოჯახი ისეთ მატერიალურ ძალაუფლებას ფლობს, რომ შეუძლია სახელმწიფოს სესხი მისცეს. როდესაც არაბეთში ჰაჯისთვის ვიყავი, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გავიცანი. მოხდენილი ადამიანი იყო. მითხრა, რომ მისმა ოჯახმა იგი არ მიიღო. ამბობდნენ, რომ ამერიკამ ბინ ლადენი ავღანეთში რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა და მას არაბეთში შესვლა ეკრძალებოდა.
_ ეს როდის იყო?
_ მგონი 1974 წელს. შესაძლებელია იმ დროს რუსების წინააღმდეგ გამოყენების გამო, ადამიანები მისით დაინტერესდნენ, მაგრამ მე არანაირი ინტერესი არ მიგვრძნია. იცით ამის შემდეგ რაც იყო. ბინ ლადენი ტერორიზმის მამად ასოცირდება. თითქოს სპეციალურად იქმნება წვერიანი, ჩალმიანი და იარაღიანი კაცის იმიჯი, რათა მუსლიმანების წინააღმდეგ სიძულვილი აღძრან.
ალბათ, იმის დამატებაა აუცილებელი, რომ შეიძლება ბინ ლადენი თავის მოსაზრებებში მარტო არ იყოს. მასავით მოაზროვნენი სხვებიც შეიძლება გამოჩნდნენ. შესაძლებელია, სწორედ არ იყოს ნათქვამი, მაგრამ მილიარდ ნახევარ მუსილმანს შორის სამი-ხუთი თავაშვებული იქნება. ისინი შეუფერებელი საქციელით ისლამის ნათელ სახეს აბნელებენ. ტერორის პრობლემა ყველასთვის მძიმე ტვირთი გახდა. ძალიან ბევრი ადამიანის გულის მოგება იქნება შესაძლებელი, თუ ისლამის სილამაზეზე მოვუთხრობთ. იმისთვის, რომ მუსლიმანმა ისლამზე ისაუბრობს, პირველ რიგში მოსაუბრე უნდა დაარწმუნოს, რომ ტერორისტი კადიკალი და კამიკაძე არ არის. მუსლიმანი იძულებული გახდა მოსაუბრეს დარწმუნებისთვის გაისარჯოს.
_ ერთი და იმავე წყაროდან ორი განსხვავებული მოსაზრება, როგორ გამოდის?
_ ბინ ლადენს შეუძლია თავისებურად ისაუბროს ყურანზე და წინდაცვეთაზე დაყრდნობით. თუ ალაჰი მე ჩამთვის ერთ-ერთ პატარა მუსლიმანად, შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენ მუსულმანი მოაზროვნეების მოსაზრებებს ვეყრდნობით და ჩვენს მოკავშირეებად შეიძლება დავასახელოთ მუსლიმანი ფილოსოფოსების, სოციოლოგების და ისლამის კარგი მცოდნეების დიდი უმრავლესობა. ბინ ლადენზე საუბარი არც იქნება, თუ წმინდა მუჰამედის და პირველი ოთხი ხალიფის მოღვაწეობას საფუძვლად ავიღებთ. ბინ ლადენის და წმინდა მუჰამედის საქმეები ერთ სიტყეში ვერ იქნება. წმინდა მუჰამედის ცხოვრების აღმწერი წიგნის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ბინ ლადენის მოღვაწეობა არ შეესაბამება წმინდა მოციქულის ცხოვრებას.
ისლამის რელიგიაში ქალი სახლში გამოკეტილი არ არის
_ საკამათო თემებიდან ერთ-ერთი ქალებს ეხებათ. ზოგიერთი ეკონომისტი ერთმანეთს უკავშირებს მრეწველობის პროცესში ქალების მონაწრილეობას და წარმატებას.
_ ქალის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საზოგადო ცხოვრებაში მისი დასაქმება ისლამშრი აკრძალული არ არის. მითუმეტეს ქალს ცხოვრების ყველა ნაწილში თავისი მოსაზრებით წვლილი შეაქვს. მაგალითად, ბრძოლებში მონაწილეობა კანონიერად გამოიყურება, კითხვას, განათლების მიღებას უპირატესობა ენიჭება და ამ კუთხით წახალისებაც ხდება. წმინდა აიშე, წმინდა ჰაფსა და წმინდა უმმუ სელემა მუსლიმანური სამართლის სისტემის მცოდნეებსა და რელიგიურ კანონთა განმმარტებლებს შორის იყვნენ. მითუმეტს წმინდა მუჰამედის ცოლებს რელიგიის საკითხებზე მამაკაცებიც ეკითხებოდნენ. მუჰამედის თანამედროვეობის შემდგომი თაობის ბევრი წარმომადგენელი წმინდა მუჰამედის ცოლებს რელიგიის შესწავლის მიზნით მიმართავდნენ.
ეს საქმიანობა მხოლოდ წმინდა მუჰამედის ცოლებით არ ყოფილა შემოფარგლული. შემდგომ პერიოდშიც ზოგიერთი უფლებიანი ქალები რელიგიის სწავლებას განაგრძობდნენ. ესე იგი, ისლამში ქალის ცხოვრება არ არის შეზღუდული და მისი სამოქმედო სფერო არ არის შევიწროვებული. ის პუნქტები, რომელიც დღეს უარყოფითად გამოიყურება, უნდა შეფასდეს იმ პერიოდის პირობებისა და იმდროინდელი სახელმწიფოებრიობის პოლიტიკის გათვალისწინებით.
ზოგიერთ რეგიონში და საზოგადოებაში არსებული ძველი ტრადიციები და ჩვეულებები მუსლიმანობის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდა. სწორი არ არის, რომ ეს ჩვეულებები მუსლიმანობას მიეწეროს. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ქალის ფიზიკური და განსაკუთრებული თვისებების მდგომარეობა. მაგალითად, ქალმა მაღაროში მძიმე სამუშაო უნდა შეასრულოს? ან მამაკაცის მსგავსად სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმსახუროს? თუ ამის გაკეთების აუცილებლობა არის, მაშინ მომხრე ვარ, რომ მას არავინ არაფერი უთხრას.
_ ესე იგი, ქალის სახლში გამოკეტვა სწორი არ არის?
_ დიახ, ამ საკითხში რაიმე შეზღუდვა არ არსებობს.
_ მუსულმანთა რელიგიური მოვალეობის შემცველი კანონების კრებულის ზოგიერთი ცნობების მიხედვით ქალი მეორე კლასის არსებად არის მიჩნეული. ესეც ისტორიულია?
_ თავისი დამახასიათებელი თვისებების და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და სამოქმედო სფერო მამაკაცისგან ცოტათი განსხვავდება. მაგალითად, მძიმე სამუშაო და სახლის გარეთა საქმეების პასუხისმგებლობა მამაკაცს აქვს დაკისრებული. წმინდა მუჰამედის და პირველი ოთხი ხალიფას პერიოდისა და წიგნების და სისტემის შექმნის პერიოდის შეხედულებები იმ დროის კულტურასთან დაკავშირებით განვითარდა. ამაზე ისტორიულიაო, ვერ ვიტყვით. ქალის და მამაკაცს დამახასიათბელი თვისებების დაცვა და პატივისცემა, _ ამის თქმა უფრო სწორი იქნება.
_ არიან ისეთები, ვინც ქალს მეორე კლასის არსებად მიიჩნევენ.
_ ქალი ქალია, კაცი კაცია. აქედან ერთი პოზიტიურია, მეორე ნეგატიური. ორივე ერთად კი ერთი მთლიანი. ეს საკითხი არ უნდა აღვიქვათ, როგორც თანასწორუფლებიანობის პრობლემა. იმიტომ, რომ ზოგიერთ საკითხში ქალებს უპირატესობა აქვთ. მაგალითად, წმინდა მუჰამედი ამბობს: `სამოთხე დედის ფეხქვეშ არისო~. მამების შესახებ ასეთი რამ არ უთქვამს. ერთმა პიროვნებამ წმინდა მუჰამედს ჰკითხა, თუ ვის წინაშე იყო პასუხისმგებელი. წმინდანმა უპასუხა: `პირველ რიგში დედის წინაშე, მერე ისევ დედის წინაშე, კვლავ დედის წინაშე და ამის შემდეგ მამის წინაშე ხარ პასუხისმგებელიო~. ცნობილი თეოლოგი ბედიუზამანი ამბობს: `დედა ნაზი გმირი და მნიშვნელოვანი აღმზრდელია~. წმინდა მუჰამედი ქალსა და მამაკაცს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს.- შეიქმნა - ზე.