კარიკატურების გამოქვებნება უპატივცემულობაა
მოწინავე თურქმა მოაზროვნემ ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელიც ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც რელიგიათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს, მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, კარიკატურების გამოქვეყნება არის უპატივცემულობა, მაგრამ ამაზე რეაქცია უნდა იყოს ცივილიზებული და ეს არ უნდა გამოიხატებოდეს საელჩოების დაწვაში.
გიულებმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომელთაც ეს გააკეთეს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში (კარიკატურა, შეურაცხყოფა) არიან რადიკალები, ისევე როგორც ჩვენთან ხდება. ესენი არიან ექსტრემისტები, ადამიანები, რომლებიც განსხვავებული აზრისადმი უპატივცემულოდ არიან განწყობილნი, კონსერვატორულად მოაზროვნენი. მათ მიერ გამოყენებულ ამ მეთოდებს (თავდასხმა, შეურაცხყოფა) მუსლიმანი კატეგორიულად არ მიმართავს, რადგან ამას ეწინააღმდეგება ჩვენი რელიგიური კულტურა. თუ ისინი ჩვენი სიწმინდეების მიმართ უპატივცემულოდ მოიქცევიან, მათი ცოდვა იქნება მხოლოდ ის, რომ უპატივცემლობა ჩაიდინეს. მაგრამ თქვენ თუ რაიმე უპატივცემლობას ჩაიდენთ, მაგალითად, ვთქვათ, ქრისტიანული სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვან წმინდანზე მარიამ ღვისმშობელზე რაიმეს იტყვით, რელიგიის მიღმა დარჩებით. ამგვარი სამაგიეროს გადახდა შეუფერებელია მუსლიმანისთვის. თუ ისინი რამეს იტყვიან თქვენს სიწმინდეებზე, თქვენ კი სანაცვლოდ წმინდა სოლომონზე, წმინდა დავითხე, ან მოსეზე რაიმეს იტყვით, ღვთის უარმყოფელი იქნებით.
აქედან ცხადი ხდება ჩვენი რელიგიის საყოველთაობა. ისლამი აღიარებს ისეთ მოციქულებს, როგორებიც იყვნენ ადამი, იდრისი, ნოე, ჰუდი, სალიჰი, ისააკი, ისმაილი, იაკობი, შუაიბი, ზეკერია, იესო, მოსე და სხვ. ესენი თქვენთვის არიან თავისთავად დიადი, ალაჰთან ყველაზე ახლოს მდგარი არსებები. მათთან ახლოს ყოფნა, მათ მიმართ პატივისცემა, ალაჰისადმი პატივისცემას ნიშნავს. ეს თქვენთვის რწმენის საკითხია. თუ მას დაშორდებით, რწმენისაგანაც შორს იქნებით. მათ მიმართ თუ რაიმე უპატივცემულოს იტყვით, რწმენას დაშორდებით. ამგვარად, თქვენი კულტურა არ გაძლევთ ნებას ისეთივე უპატივცემლობით და უზრდელობით უპასუხოთ, როგორიც მათ ჩაიდინეს. ჩვენი რელიგია ჩვენში ყველა რელიგიის მიმართ პატივისცემას აღვიძებს. ისეთი რელიგიაა, რომ ყველასთან გვაერთიანებს, გვიბრძანებს, რომ გული ყველას გავუხსნათ, ჩვენც მზად ვართ, ყველა გულში ჩავიკრათ.
საელჩოების დანგრევა ჩვენთვის სამარცხვინოა, ამის მოწონება შეუძლებელია. შენი რელიგია, შენი კულტურა, შენი წარსული ამის ნებას არ გაძლევს. `არ შეიძლება, აკრძალულია~ გეუბნება. შენ ამით მე დამშორდები. ასეთი რეაქცია არ უნდა გქონდეს, შენი რეაქცია ცივილიზებული, კულტურული უნდა იყოს. იმ კანონების შესაბამისი უნდა იყოს, რაც შენ მოგეცა. ისინი ამგვარი მოქმედებისკენ გიბიძგებენ. როგორც ხალხი, ასევე სახელმწიფო მოღვაწენი, გრძნობებს არ უნდა აჰყვნენ და შეცდომები არ უნდა დაუშვან. ჯერ ერთი ისლამის სახეს ჩრდილს მიაყენებენ, მეორე, დაწყებულ დიალოგის პროცესს ძირში მოჭრიან. ჩვენ ყოველთვის პატივისცემას გამოვხატავთ. წმ. მარიამი ვთქვით, პატივისცემით მოვიხსენიეთ, წმ. იესო მოვიხსენიეთ, პატივისცემა გამოვხაქეთ, რადგან პატივისცემა ჩვენი რელიგიის აუცილებელი ნაწილია. ჩვენი კულტურიდან გამომდინარე სხვების სიძულვილი, შეურაცხყოფა კარგ ტონად არ ითვლება. დროშას თუ დავწვავთ, ამით რა მოხდება, ეს მოწინააღმდეგე მხარის სიძულვილს კიდევ უფრო გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ამის მკეთებლები თუ არ იქცევიან ცივილიზებულად, ჩვენი მოქმედება მაინც უნდა იყოს ცივილიზებული.
# 02 (30) მეგობრობა, თებერვალი, 2006
- შეიქმნა - ზე.