რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი ცნობილი რუსი პროფესორი როსტისლავ რიბაკოვი: გიულენი, კონფლიქტებით სავსე მსოფლიოში მშვიდობის მოყვარულ თაობას ზრდის
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი ცნობილი რუსი პროფესორი როსტისლავ რიბაკოვი, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი მეცნიერის ფეთჰულაჰ გიულენის მიერ მსოფლიო მშვიდობისთვის შეტანილ წვლილზე ყურადღებას ამახვილებს და აღნიშნას, რომ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მშვიდობის ჯილდოებს შორის ნაჩვენები ″Gandhi-King-Ikeda″ შვიდობის ჯილდოს ფეთჰულაჰ გიულენზე გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ის თანამედროვე მსოფლიოს შესაფერის თაობას ზრდის.
ჯიჰანის საინფორმაციო სააგენტოსთან გაკეთებულ განცხადებაში რიბაკოვი მიიჩნევს, რომ გიულენი, კაცობრიობის მშვიდობისთვის მომუშავე მნიშვნელოვანი ჯაჭვის რგოლებიდან ერთ-ერთია. მან ასევე განაცხადა:
″მე ყველაზე მეტად, გიულენის უკან მიმდევარი ადამიანები მაინტერესებს. მშვიდობიან სამყაროში რომ ვიცხოვროთ ამისათვის ახალი თაობის აღზრდაა საჭირო. ადამიანის აღზრდა და იმის სწავლება თუ როგორ უნდა ისწავლოს. დღესდღობით ინფორმაციაზე წვდომა კომპიუტერით შესაძლებელია. მაგრამ სიკეთისა და ბოროტების ჩვენება და ეთიკური ღირებულებების შეძენა ადვილი არ არის. გიულენმა ჩვენ აზრადაც რომ არ მოგვსვლია ისეთი რამ პრაქტიკაში ამოქმედა. თანამედროვე მსოფლიოს შესაფერის თაობას ზრდის. ამ კონფლიქტებით დაღლილ მსოფლიოში იგი ერთი ნათელი წერტილია... მუსულმანებს შორის ბესლანის ტერორისტულ თავდასხმაზე პირველი რეაქციის მიმცემი გიულენი იყო. მე მაშინ ბესლანში ვიყავი. ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგ მდგომი ადამიანი. გიულენი მშვიდობის ელჩია. 'მუსულმანი ტერორისტი ვერ იქნება, ტერორისტიც მუსულმანი ვერ იქნება' ეს სიტყვები მას ეკუთვნის.″
გიულენი, განდის მსგავსად მსოფლიოში ყველაზე რთული პრობლემების მოსაგვარებლად უსისხლოდ მოგვარების გზებს გვთავაზობს
ლეგენდარული ლიდერის მაჰათმა განდის რომელმაც ინდოეთს დამოუკიდებლობა მოაპოვებინა და გიულენს შორის მსგავსება, მსოფლიოში ყველაზე რთული პრობლემების სიკვდილის, სისხლისა და სიძულვილის გარეშე მოგვარებაა აღნიშნა რიბაკოვმა და განაცხადა, რომ ″განდი მილიონებისგან შემდგარ არმიას ხელმძღვანელობდა. ისინი უსისხლო, მშვიდობის ჯარები იყვნენ. გიულენი კი სხვა სფეროს უძღვება. ესენი მასწავლებლები არიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი თაობა იზრდება. თურქეთის გულშემატკივრები რომ გახდნენ ამის მიღებას არ ცდილობენ. სხვადასხვა ერისა და რელიგიის ადამიანებს ერთად ცხოვრების კულტურას ასწავლიან. ამ თაობას სიკეთისა და ბოროტების განცალკევება შეუძლიათ. არ იპარავენ, არ კლავენ და არ ომობენ. 21-ე საუკუნეში ახალი ადამიანის მოდელი ჩნდება.″-განაცხადა მან.
მთელი ისტორიის მანძილზე კარგის მკეთებელს ყოველთვის პრობლემები ექმნებათ, სიბნელეში ანთებული სინათლის ჩაქრობა უნდათ ყოველთვის აღნიშნა რუსმა მეცნიერმა. გიულენის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებიც ამის გაგრძელებაა განაცხადა მან.
რიბაკოვი, ″მსოფლიოში განდის მემკვიდრეები ჰყავს. პირველ რიგში მარტინ ლუთერ კინგმა ზანგებს უხელმძღვანელა. განაში კვამე ნკრუმაჰი იყო. ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის იმედი იყო. მე ვფიქრობ, რომ გიულენი ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. შესაძლოა გიულენი, პოლიტიკოსი რომ არ არის გამოყოფილია. ისეთი მსოფლიო რომელზეც გიულენი ოცნებობს, მის ფილოსოფიაში, მის მიერ აღზრდილ ადამიანებში ომს ადგილი არა აქვს. გიულენის მიზანი ხელში ჩაგდება კი არა, კომუნიკაციის დამყარების მცდელობაა. გიულენი ადამიანებს, საზღვრების მიღმა კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობის მქონე მსოფლიოში ცხოვრებას ასწავლის.″-აღნიშნა მან.
- შეიქმნა - ზე.