"განდის" მშვიდობის ჯილდო წელს ფეთჰულაჰ გიულენს გადაეცა
მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან მშვიდობის ჯილდოებს შორის ნაჩვენები "Gandi-King-Ikeda მშვიდობის ჯილდო" წელს ფეთჰულაჰ გიულენს გადაეცა. ტრადიციული მშვიდობის ჯილდოს ცერემონია, ასობით მეცნიერის, აქტივისტისა და საპატიო სტუმრების მონაწილეობით Morehouse უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის ცენტრში გაიმართა. ადრე მიხეილ გორბაჩოვის, ნელსონ მანდელასა და დესმონდ ტუტუს მიერ აღებული ჯილდო, წელს პირველად მუსლიმანს გადაეცა.
აშშ-ის ქალაქ ატლანტაში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას მარტინ ლუთერ კინგის ცენტრის დეკანმა პროფ. ლოურენს ე. კარტერმა განაცხადა, რომ წელს პირველად მუსულმან სასულიერო პირს წლის მშვიდობის არქიტექტორის ჯილდო გადაეცა. ''დღეს, ეს ჯილდო ტრადიციული ისლამური სწავლების მსოფლიო მასშტაბით გამვრცელებელს და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრში Washington Post-ში გაკეთებული განცხადებით დაგმო ეს ტერაქტი და გლობალური მშვიდობისთვის შეტანილი თავისი წვლილისთვის ამ ჯილდოს ფეთჰულაჰ გიულენისთვის გადაცემა ჩვენთვის დიდი პატივია."- განაცხადა მან.
ჩვენთვის დიდი პატივია, იმიტომ რომ... ჩვენთვის დიდი პატივია, იმიტომ რომ...
კარტერმა განაგრძო: "ამ ჯილდოს გადაცემა ჩვენთვის დიდი პატივია; იმიტომ, რომ თვითმკვლელების მიერ ბომბის აფეთქებით და უდანაშაულო ადამიანების მოკვლით ჯიჰადი არ გაკეთდება, ამის წინააღმდეგ ხმის ამოღებისთვის... ჩვენთვის დიდი პატივია; იმიტომ, რომ ადამიანური ღირებულებები და ზნეობა ყველა ადამიანის საერთო ღირებულებებია, ამის შესახებ ღიად საუბრისთვის... ჩვენთვის დიდი პატივია; იმიტომ, რომ რასიზმის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ერების მრავალფეროვნება ადამიანებს შორის დისკრიმინაციის გაღვივებით კი არა, ეს ბუნებრივი მდგომარეობა სულიერი კუთხით ერთ მუშტად შეკვრით ადამიანებისთვის შეთავაზებისთვის... ჩვენთვის დიდი პატივია; იმიტომ, რომ თქვენი რწმენის და თქვენი როგორც პიროვნების ამ განსხვავებებს შორის სოლიდარობის გლობალურ დონეზე შენარჩუნებისთვის... ჩვენთვის დიდი პატივია; იმიტომ, რომ ადამიანებისთვის მისაცემი უმაღლესი განათლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის, ყველა ცოცხალ არსებასთან ერთად ერთობლივად ცხოვრების ქადაგებისთვის... ისლამური რწმენის კაცობრიობისთვის, სოციალური ღირებულებებით საერთო გზის გამოსანახავად მუდმივად სიახლეების ძიებით თქვენი ძლიერი ძალისხმევა... მე; განდი, მეფე (მარტინ ლუთერ კინგი) და იკედას შორის ასეთ ძლიერ კავშირს რომ ვხედავ ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი გულით მინდა მოგილოცოთ."
გიულენმა: ჯილდოს ჩემი სახელით კი არა, "ჰიზმეთის"-თვის თავდადებული საზოგადოების წევრების სახელით ავიღებ
დეკანის გამოსვლის შემდეგ გიულენის სახელით ჯილდოს ასაღებად გამოსულმა დოქტ.ალფ იე. ასლანდოღანმა, ჯილდოს აღებასთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენის მიერ დაწერილი წერილი წაიკითხა. ფეთჰულაჰ გიულენის მიერ დაწერილი წერილი ასეთია: "როგორც გავიგე Morehouse უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ დამსახურების გარეშე 2015 Gandi King Ikeda მშვიდობის ჯილდო მე მომანიჭეს.
ჯილდოს ჩემი სახელით არა, მაგრამ იმ ადამიანების სახელით რომლებიც უანგაროდ კაცობრიობისა და ჰიზმეთისთვის თავდადებულად შრომობენ ამ ხალხის სახელით ავიღებ. ამ ჯილდოს სინამდვილეში ისინი იმსახურებენ, ვინც ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მინუს 50 გრადუსამდე სიცივეში სახლიდან ათასობით მილის მოშორებით საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ, ჩრდილოეთ ერაყში ისის-ის თავდასხმების მიუხედავად სკოლებში გაკვეთილებს ატარებენ, ნიგერიაში და ავღანეთში გოგო მოსწავლეებს განათლების მიღებისთვის შესაძლებლობის მიმცემი მასწავლებლები, სომალიში და სუდანში ყველაზე რთულ ვითარებაში მომუშავე ექიმები, ექთნები, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები და ბიზნესმენები რომლებიც რანაირ ფინანსურ სირთულესაც არ უნდა წააწყდნენ სასარგებლო პროექტების განხორციელებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სიმბოლურად ჩემზე გადმოცემული ეს ჯილდო, სინამდვილეში სხვადასხვა ეროვნული, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის კეთილმოსურნე ადამიანების ძალისხმევა აღფრთოვანებას იმსახურებს."
ისინი რომლებიც საკუთარ ბედნიერებას სხვების ბედნიერებაში ეძებენ
"ისინი რომლებიც საკუთარ ბედნიერებას სხვების ბედნიერებაში მაძიებელი იღბლიანები არიან. ისინი აზიაში, აფრიკაში და დოქტორ. მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ისეთ ადამიანებს აერთიანებს რომლებიც ადამიანის უფლებათა ფასეულებების დასაცავად იბრძვიან და თითოეულმა ადამიანმა ბედნიერად რომ იცხოვრონ ამისათვის თავდადებულად იბრძვიან. თითოეული ადამიანის როგორც ადამიანი ისე დავაფასება, მათი გამჩნის მიმართ პატივისცემის გამოხატვაა. ყოველთვის ყოვლისშემძლე ალლაჰს ამ ძვირფას ადამიანებთან ერთად რომ ვყოფილიყავი ამისათვის ძალიან ბევრს ვევედრებოდი. საკუთარი თავი არასოდეს არავისზე მაღლა არ დამინახავს. თქვენ, თქვენი თავაზიანობით მათი ძალისხმევა და თავგანწირვა დააფასეთ.
ჯანმრთელობა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე თქვენთან ერთად რომ ვიყო ხელს არ მიწყობს. თუმცა ადგილისა და დროის სხვაობა ასეთი ძვირფასი ადამიანური ღირებულებების გარშემო შეკრებილ სულების საუბარს ხელს ვერ შეუშლის. ამ ჯილდოსთვის კი როგორც ძალისხმევა დაფასებული საზოგადოების ერთი წევრი მინდა საორგანიზაციო კომიტეტს მადლობა გადავუხადო."
ფეთჰულაჰ გიულენის წერილის წაკითხვის შემდეგ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებამ ტაშით შეეგება.
სკოტ ალექსანდრემ: "ფეთჰულაჰ გიულენი ახლანდელი დროის მევლნაა"
დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლისას პორფ.დოქტორმა სკოტ ალექსანდრემ განაცხადა, რომ ფეთჰულაჰ გიულენი თანამედროვე მსოფლიოს მევლანაა. გიულენი უფლებების ძიებაში და გლობალურ დონეზე განათლების სფეროში ყოველთვის მშვიდობისკენ, ტოლერანტობისკენ მოუწოდებს აღნიშნა ალექსანდრემ, "მოძრაობა ჰიზმეთის ძირითადი პრინციპებიდან ერთ-ერთიც წინასწარმეტყველთა ზნეობიდან 'პატიების' სწავლებაა. როგორც გიულენი ამბობს სიძულვილის გრძნობა გულის შხამიაო, ისლამი ამ გრძნობას კარგად არ უყურებს, გიულენიც მოძრაობა ჰიზმეთის წარმომადგენლების ამ გრძნობისგან შორს დაჭერას ცდილობდა."- განაცხადა მან.
ეს ჯილდო გლობალური მშვიდობის ლიდერებს ენიჭება
ამ წელს მეთხუთმეტე ფეთჰულაჰ გიულენისთვის მინიჭებული Gandhi King Ikeda მშვიდობის ჯილდო, ადრე საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, სამხრეთ აფრიკის ლიდერს ნელსონ მანდელას, დესმონდ ტუტუს, დოქტ. მიხეილ ნობელს და ნობელის პრემიის ლაურეატების მფლობელებს ბეტი უილიამსისა და ჯონ ჰიუმის მსგავს სახელებს გადაეცა.
Gandhi King Ikeda მშვიდობის ჯილდო, ყოველწლიურად მშვიდობისა და პოზიტიური სოციალური ცვლილებების მნიშვნელობის ახსნა-განმარტების მიზნით მრავალფეროვნებების გაერთიანებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევით გლობალური ლიდერობის წარმომჩენ სახელებს ენიჭება. ჯილდო სახელს მსოფლიო მშვიდობისთვის შეტანილი წვლილის გამო მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგისა და იაპონელი აქტივისტის დაისაკუ ლკედას-გან ღებულობს.
ცერემონიის შემდეგ, უნივერსიტეტის მიერ ფეთჰულაჰ გიულენის სახელზე შეკვეთილი ზეთით დახატული ფერწერა პოდიუმზე ამოიტანეს და იმ ნაწილში ჩამოკიდეს სადაც ადრე ამ ჯილდოს მფლობელების სურათები იყო.
- შეიქმნა - ზე.