დასავლეთის შეხედულება ისლამზე
ამ საკითხის განხილვისას შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად დასავლეთში ისლამის შესახებ სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. მოლაპარაკებები მურშიდის (სულიერი მოძღვრის) გმირ წმინდანთა ან მოძღვართა მეშვეობით წარმოებდა. კვლავ იმავე გზით, რომ ხდებოდეს მოლაპარაკებების წარმოება მას დადებითად შეაფასებდნენ. მაგრამ თუ ჯარითა და ძალის გამოყენებით დავაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას მათ ძალიან გავაღიზიანებთ. რასაკვირველია, თუ თქვენ განუცდხადებთ მათ, რომ `ჩვენ აქ მოვედით რათა დავაარსოთ ახალი დასახლება და მეჩეთი, ხოლო მასთან კი ყურანის შემსწავლელი კურსები თქვენს შორის დაძაბულობა წარმოიშვება. მაგრამ თუ თქვენ საყოველთაოდ ადამიანური ფასეულობებითა და თქვენი ადამიანურობით აჩვენებთ, რომ ისლამს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ბოლოს და ბოლოს დასავლელებიც ხომ ადამიანები არიან კარებს სულ ცოტათი მაინც გახსნიან და ისეთ მრისხანებასა და სისასტიკეს აღარ გამოიჩენენ როგორსაც ძველად იჩენდნენ.
ამ თვალსაზრისით მე ევროკავშირში შესვლა გულწრფელად მინდა. ვინაიდან მიმაჩნია, რომ უდანაშაულო ადამიანთა თავმოყრა და უფრო უცოდველი ინტეგრაცია, კავშირი, რომელიც აქ გაერთიანებულ ადამიანებს არ შეაშფოთებს, და თუ კი ამ ერთობასა და ერთად ყოფნაში შევძლებთ ერთმანეთის უკეთ გაცნობას, უფრო ზუსტად თუ კი იმ ადამიანებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა რომელთაც თავის შესახებ თხრობა სურთ საკუთარი თავი წარმოაჩინონ ისტორიული შეცდომები თავის ჟამთასვლას ჩაბარდება და ვფიქრობ, რომ იგი სხვა თვალთახედვით შეიძლება იქნეს ახსნილი. ყოველშემთხვევაში მე ამგვარი მოლოდინი და იმედი გამაჩნია. მაგრამ თუ გეგმას შევიმუშავებთ შესაძლოა ბევრი პროექტის განხორციელება. მთავარია გამოვხატოთ, რომ გულითადი ადამიანები ვართ და გულებში გულის ენით შევძლებთ შესვლას. რელიგიური კანონები დემოკრატიულ პრინციპებს საჭიროებს. ღვთისმსახურებისათვის თუ მეჩეთის აგება და რელიგიის შესასწავლად სკოლის გახსნის საჭიროება იქნება ესეც შეიძლება მოვითხოვოთ და შეიძლება ურთიერთ კეთილ განზრახვებზე დაფუძნებითა და მოლაპარაკებების გზით იქნეს განხორციელებული.
მოკლედ, რომ ვთქვათ ისლამურ სამყაროს დაკარგული მეთოდების დაბრუნება ან ამჟამინდელი მეთოდების გადახედვა და დახვეწა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ადამიანებმა, რომლებიც ადრე სარწმუნოებას აფარებდნენ თავს ეხლა შესაძლოა ძალაში ჰპოვონ თავშესაფარი.
- შეიქმნა - ზე.