აშშ გამოიცა წიგნი გიულენის სიმპოზიუმის შესახებ
ფეთჰულაჰ გიულენისა და მისი შეხედულებებით შთაგონებული თურქეთის მოქალაქეების მიერ თურქეთსა და მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული განათლების, მშვიდობისა და შემწყნარებლობის მოძრაობა ამერიკაში აკადემიური წიგნის განხილვის თემად იქცა.
აშშ-ის ერთ-ერთი პრესტიჟული აკადემიური გამომცემლობის ‘Syracuse University Press”-ის მიერ გამოიცა წიგნი სათაურით “თურქული ისლამი და სეკულარული სახელმწიფო: გიულენის მოძრაობა” (Turkish Islam and the Secular State). წიგნის რედაქტორები არიან მსოფლიოში ცნობილი ისლამის სპეციალისტი ამერიკელი მეცნიერი პროფ. დოქ. ჯონ ესპოზიტო და იუტას უნივერსიტეტის დოცენტი დოქ. მ. ჰაკან იავუზი, მასში მოთავსებულია ისეთი ცნობილი ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერის სტატიები, როგორებიც არიან: ბონის უნივერსიტეტიდან დოც. დოქ. ბექიმ აგაი, სელჩუკის უნივერსიტეტის დოც. დოქ. იასინ აქთაი, იუტას უნივერსიტეტიდან ჰასან ქოსებალაბანი, ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან აჰმეთ ქურუ, ვატიკანის რელიგიათა შორის დიალოგის მდივანი პროფ. დოქ. თომას მიშელი, შვედეთის კვლევითი ინსტიტუტიდან პროფ. დოქ. ელიზაბეთ ოზდალგა, ჯონ ქეროლის უნივერსიტეტიდან დოც. დოქ. ზაქი სარითოფრაქი, მაკგილის უნივერსიტეტიდან დოქ. ბერნა თურამი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან პროფ. დოქ. ჯონ ო. ვოლი, იუტას უნივერსიტეტიდან დოქ. ჰაკან იავუზი და ლონდონის უნივერსიტეტიდან დოქ. ჰაკან ილმაზი.
წიგნში შესულია ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რელიგიათა შორის დიალოგის ფონდის “რუმი ფორუმის” მხარდაჭერით 2001 წელს ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი მოსხენებების თეზისები. აღნიშნული კონფენცია ჩატარდა თემაზე: “ისლამური მოდერნიზაცია: ფეთჰულაჰ გიულენი და თანამდეროვე ისლამი”. შესავალ ნაწილში ესპოზიტო და იავუზი მიუთითებენ, რომ თურქულ სახელმწიფოს გააჩნია სეკულარისტული გაგება, რომელიც აშორებენ – ‘აუცხოებენ’ რელიგიასა და ისლამს. გიულენის მოძრაობის შესახებ ჩატარებული კვლევა კი გვიჩვენებს, “რომელ სოციალურ და პოლიტიკურ პირობებში შეიძლება გახდეს რწმენა საზოგადოების გაძლიერებისთვის საჭირო სოციალური კაპიტალის წყარო”.
ჰაკან იავუზი თავის სტატიაში “გიულენის მოძრაობა: თურქი პურიტანები” ფეთჰულაჰ გიულენს წარმოსახავს, როგორც “სოციალურ პიონერს” (social innovator) და მოგვითხრობს თურქეთსა და ალბათ მთელს ისლამურ სამყაროში ამ განუმეორებელი სპეციფილური სამოქალაქო მოძრაობის განვითარების ორმოცწლიან ისტორიას მოგვითხრობს. “სტაბილური თურქეთისთვის საჭიროა წონასწორობიც დაცვა ისლამის ღირებულებებსა და ქემალისტურ პოლიტიკურ სისტემას შორის. გიულენის მოძრაობა კი გვთავაზობს წონასწორობისკენ მიმავალ გზას”, ამბობს იავუზი და, მეორე მხრივ, იგი ამ მოძრაობას საკმარისად ‘დემოკრატიულად’ და “ლიბერალურად” არ მიიჩნევს. ბექიმ აგაის აზრით, საიდ ნურსის საგანმანათლებლო ფილოსოფიით შთაგონებული გიულენი მიზნად ისახავს “თანამედროვე განათლებით” შეაჩეროს რეგრესის პროცესი, რომელსაც იგი ისლამურ სამყაროში ხედავს. გიულენის მოძრაობა ეძებს მუსლიმების ადგილს გლობალიზებურ სამყაროში. აგაის სურს დაამტკიცოს, რომ “ისინი არ არიან მოდერნიზაციის მოწინააღმდეგენი; მათ სურთ გახდნენ მოდერნიზაციის ნაწილი; მაგრამ სურთ ამაში წვლილის შეტანა თავიანთი რელიგიური და ზნეობრივი იდეალებით”. აგაი მიუთითებს, რომ თურქეთში არსებული სეკულარისტული წრეები ვერ ხვდებიან, თუ “როგორ შეიძლება რელიგიური მოძრაობა ერთი მხრივ დაკავებული იყოს თანამედროვე საგანმანათლებლო მოღვაწეობით და მეორე მხრივ, დარჩეს ისლამური”.
ელისაბეთ ოზდალგა შეხვდა სამ ქალბატონს, რომლებიც თურქეთის ორ დიდ ქალაქში ამ მოძრაობის მიერ გახსნილი სკოლებში ასწავლიან და სცადა მათგან გაეგო, თუ როგორ აღიქვამენ ქალები გიულენის ნააზრევს და რა მდგომარეობა უჭირავთ ქალებს ამ მოძრაობაში. Aმ შეხვედრების შემდეგ ოზდალგამ დაადგინა თვისებები, რომელიც მოიცავს მთელს კაცობრიობას – სიყვარული, რელიგიურობა, პატიოსნება, პროფესიონალური აქტიურობა, თავდადება. . . გარდა ამისა, ოზდალგამ ასეთი შედეგი მიიღო: “პირის გიულენის მრევლის ნაწილად გახდომა ავტორიტეტულ ლიდერთა ხელში ასიურ ინსტრუმენტად ქცევას ნიშნავს”.
აჰმეთ ქურუ თავის სტატიაში ამუშავებს თემას, თუ როგორ ცდილობს ფეთჰულაჰ გიულენი იპოვოს შუალედი “მოდერნიზაციასა” და “მუსლიმურ ტრადიციას” შორის. ქურუს აზრით, გიულენი არ ცდილობს მოდერნიზაციისა და ისლამისგან “ეკლექტური” და “ჰიბრიდული” სინთეზის შექმნას, და არც ისლამის პრინციპების შეცვლასა და მოდერნიზაციის ჰეგემონიას ემსახურება. გიულენი აკეთებს დინამიკურ კომენტარს, რომლითაც “ერთმანეთს უხამებს ისლამის მოდერნიზებულ და მუსლიმანურ ტრადიციას, მეორე მხრივ კი მას აკრიტიკებს.” იასინ აქთაი თავის ნაშრომში იკვლევს ორ ისტორიულ ელემენტს, რომელმაც, მისი რწმენით, შემოქმედებითი ზეგავლენა მოახდინა გიულენის აზროვნებაზე: დიასპორა და სტაბილურობა. აქთაი იშველიებს “თურქ ისლამიზმში ნეციფ ფაზილ ქისაქურექის ლექსს: “ შენს სამშობლოში უცხო ხარ, შენს სამშობლოში ყარიბი”, და ამტკიცებს, რომ გიულენში შეინიშნება ამ ლექსში მითითებული “დიასპორის” ფსიქოლოგია; ხოლო გიულენის მიერ “სტაბილურობის” ძიებას ეს არის “მუსლიმი ღვთისმეტყველების ტრადიციული დამახასიათებელი ელემენტი”, აღნიშნავს აქთაი.
რას ამბობენ ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ?
ჯონ ო. ვოლი: გლობალიზებურ მრავალ-კულტურიან პლურალიზმთან დაკავშირებით გიულენი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისლამური თეორიის განვითარებაში.
როგორც მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფთა საგანმანათლებლო მოღვაწეობა გვიჩვენებს, გიულენის ნააზრევი ხიდია მოდერნსა და პოსტმოდერნს, გლობალურსა და ადგილობრივს შორის და იგი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის მომავლის შესახებ ხედვებთან დაკავშირებულ კამათს.
თომას მიშელი: მსოფლიოს ყველაზე კონფლიქტურ რეგიონებში გიულენის თაოსნობით დაარსებულ სკოლებს შეუძლიათ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გაერთიანება. ჩემი აზრით, ეს სკოლები ყველაზე დინამიური და სასარგებლო სკოლებია მათ შორის, რაც მე სოფლიოში მინახავს.
დოქ. ზექი სარითოფრაქი: ფეთჰულაჰ გიულენი XX საუკუნის მიწურულის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსლიმი თურქი მეცნიერია. თუმცა გიულენი და გაერთიანებას არ აქვს რელიგიური ორდენის ტიპის სტრუქტურა, მათ აქვთ “სუფისტური” ტრადიციებისთვის დამახასიათებელი უამრავი ნიშანი და ამიტომ თითოეულ მათგანს შეიძლება ეწოდოს სუფია.
ჰასან ქოსებალაბანი: გიულენის “ეროვნული უშიშროების არსი” გამოიხატება გახსვავებული ხარისხის შემდეგი სამი პერფექციით: 1- თურქულ სამყაროში ძლიერი პარტნიორის დადგენა; 2- დასავლეთთან პარტნიორის ნაკლებობა; 3- ირანთან მტკიცე პარტნიორის ნაკლებობა.
ბერნა თურამი: გიულენის მოძრაობა ტოვებს “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის” შთაბეჭდილებას. ეს არის ისლამისა და სამოქალაქო სზოგადოების შეთავსების ნიმუში.
იჰსან ილმაზი: გიულენმა ისლამის გაგება თანამედროვეობის სულის შესაბამისად ხელახლა განმარტა და სხვადახვა მგრძნობიარე საკითხზე ახალი მუსლიმური განმარტება მოგვცა და საქმედ აქცია.
- შეიქმნა - ზე.