ჭეშმარიტი ცხოვრება და ადამიანობის რაობა
მათთვის ვისთვისაც განათლება და სწავლება ჭეშმარიტი გზის წარმართველი არ არის ცოცხლებიც კი მკვდრებად ჩაითვლებიან. ვინაიდან ოდითგანვე ადამიანის მიზანს განათლების მიღება და მისი ცოდნის სხვებისათვის გადაცემა წარმოადგენდა.
ნამდვილი ცხოვრება გრძნობებით ცხოვრებაა. ადამიანი, რომელიც გრძნობებით ცხოვრობს წარსულსა და მომავალს ძლებს და ემსგავსება ადამიანს, რომელიც დროზე მაღლა დგას. ასეთი სული კი არც წარსულის მსხვერპლი ხდება და არც მომავლის შიშით ცხოვრობს. იგი მასზე მაღლა დგას. ისინი, რომლებიც ცხოვრებაში თავიანთ თავს ვერ პოულობენ, თავიანთ მწირ ცხოვრებას პესიმიზმითა და უიმედობით ატარებენ. ამგვარი ადამიანებისთვის წარსული საშიში საფლავია, ხოლო მომავალი კი უძირო ჭაა. ისინი ცოცხალი თუ მკვდარნი მაინც იტანჯებიან.
ადამიანი მოგზაურია, ხოლო სამყარო კი მისი შესწავლისათვის განკუთვნილი ნაინაირი წარმოჩენა, მდიდარი და ფერადი წიგნებია. მგზავრი ამ ქვეყნად წიგნების წაკითხვის , განათლების მიღებისა და სულიერი ამაღლების მიზნითაა მოვლენილი. ყველა ადამიანს ერთხელ ეძლევა ამგვარ ფერად და მხიარულ სამყაროში მოგზაურობის საშუალება. გაწონასწორებული და მგრძნობიარე ადამიანებისთვის ეს ერთადერთი მოგზაურობაც კი საკმარისი. თავდაბლები ღვთისა და ხალხის წინაშე უაზღვროდ მაღლდებიან, ხოლო ამპარტავნები კი, რომლებიც ყველას ქედმაღლურად ზემოდან უყურებენ, საზოგადოება ყოველთვის ცუდად ხვდება, ხოლო ღმერთი კი მათ ტანჯვას მოუვლენს.
თავდაბლობა ადამიანის სიმწიფესა და ღირსებაზე, ხოლო მედიდურობა მის უდონობასა და ნაკლზე მეტყველებს. ყველაზე სრულყოფილი ადამიანები ისინი არიან, ვინც მუდამ ხალხში ტრიალებენ და მათ დარდსა და ვარამს იზიარეენ. ყველაზე ნაკლოვანები და უიღბლონი ისინი არიან, რომლებიც ადამიანებთან ერთად ყოფნას მათ ჭირსა თუ ლხინს მათი სიამაყის გამო არ იზიარებენ. ადამიანის სულგრძელობა, მორჩილება და თავდაბლობა ვლინდება მაშინ, როდესაც მისი კეთილგანწყობა საზოგადოების მიმართ სოციალური მდგომარეობისა და განათლების მიუხედავად უცვლელი რჩება. არ შეიძლება საუბარი იმ პირის თავდაბლობასა და სუგრძელობაზე, რომელიც ამ თვისებებიდან თუნდაც რომელიმე ერთს თავისი საქციელით ან თუნდაც წამიერი გაფიქრებით არღვევს.
ადამიანმა სხვა ადამიანების მიმართ კარგი ან ცუდი ქცევის ჩადენამდე მათ ადგილას საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს. არასოდეს არ უნდა დაივიწყოს, რომ ისევე უნდა მოეპყროს სხვებს, როგორაც უნდა რომ მას ეპყრობოდნენ. ხოლო თუ არ მოსწონს როგორც მას ეპყრობიან, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ შესაძლოა ასეთი მოპყრობა სხვისთვისაც მიუღებელი იყოს. ამგვარად იგი თავს დაიზღვევს, როგორც ცუდი ქცევისაგან, ასევე სხვისი განაწყენებისგან.
ადამიანის სრულყოფილების მაჩვენებელია ის რომ, მიუხედევად ცუდად მოქცევისა, ის მაინც პასუხს სამართლიანად მიაგებს, რაც მის სიკეთის კეთებაში ვლინდება. სწორედ, რომ ადამიანი სულგრძლად და ჰუმანურად უნდა მოექცეს იმასაც კი ვინც მას სულმოკლედ მოექცა, ვინაიდან ბოროტება არაჰუმანურია. ბოროტებაზე ბოროტად მიგება ადამიანის უდიდესი ნაკლია, ხოლო სიავის სიკეთით მიგება კი კეთილშობილურობა და დიდსულოვნებაა.
ერთმანეთისათვის უსაზღვრო სიკეთის მოტანა შეგვიძლია. გულმოწყალე ადამიანი შესაძლოა იმდენად ალტრუსიტი იყოს, რომ საკუთარი თავი სხვის სამსხვერპლოზე გაიღოს. ამგვარად, დიდსულოვნება, ადამიანთა მიმართა სათნოების გამოხატვა ადამიანის გულრწფელობას, უანგარობას, წრფელ განზრახვას, რასობრივ და თემობრივ ფანატიზმისაგან შორს ყოფნას უკავშირდება.
*საზომი და გზის მანათობლები გვ. 9,51,71,93,99 (82 წლის ოქტომბერი, 82 წლის ნოემბერი, 83 წლის აპრილი, 84 წლის თებერვალი)
- შეიქმნა - ზე.