გერმანიაში სიმპოზიუმი ფეთჰულან გიულენს მიუძღვნეს

სიმპოზიუმი გაიმართა გერმანიის ქალაქ კიოლნში, 3-9 ნოემბერს. მას ბევრი მეცნიერი, დეპუტატი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაესწრო. სიმპოზიუმი გახსნა IKULთ-ის თავმჯდომარემ ეჟდერ საბანჯიმ. მან აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სიმპოზიუმზე იმყოფებიან თურქეთიდან ჩამოსული მეცნიერებიც.

სიმპოზიუმს უძღვებოდა კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორი იურგენ ნილსენ სიკორა. Qქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური, ინტეგრაციის განყოფილების თავმჯდომარემ მარლის ბრედეჰორსტმა ყველას გადასცა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ფრიც შრამას სალამი და აღნიშნა: ეს არის კულტურათაშორისი დღეების 22-ე ღონისძიება. მე ვიცი, რომ გიულენისათვის განათლება უპირველესია. გერმანიაში, რომელი პოლიტიკური ძალებიც არ უნდა იყონ ხელისუფლების სათავეში, დღის წესრიგში განათლების საკითხი ყოველთვის პირველ ადგილზეა. ამ საკითხზე სრული თანხვედრა გვაქვს ფეთჰულაჰ გიულენთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას.

სიმპოზიუმზე ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებით პირველი მოხსენება დოქტორმა ბექიმ აგაიმ გააკეთა. Mმან განათლება მიიღო ბონსა და კაიროში ისლამური ისტორიისა და ფსიქოლოგიის სფეროში. შემდეგ დასავლეთ ევროპასა და თურქეთში მუშაობდა თანამედროვე ისლამის საკითხებზე. ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამჟამად ჰალეს უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

დოქტორმა აგაიმ ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრება და შეხედულებები ისლამის თვალსაზრისით შეაფასა და განაცხადა: “ფეთჰულაჰ გიულენმა მიიღო კლასიკური ისლამური განათლება, ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო მოდელი, რომელმაც ჯერ თურქეთში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში მოიპოვა გავლენა. გარდა ამისა, აგაიმ აღნიშნა, რომ ის ფეთჰულაჰ გიულენს არ ახასიათებს როგორც რეფორმატორს და თვითონ გიულენიც არ მიიჩნევს თავს რეფორმატორად. აგაიმ ფეთჰულაჰ გიულენის შემდეგი გამოთქმა გაიხსენა: “დეფორმირებულს ხელახლა სჭირდება ფორმირება.” გიულენი აღნიშნავს, რომ სკოლები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მეჩეთები, ამიტომ გიულენი მაგალითს აძლევს იმისათვის, რომ სკოლებისათვის შეწირულობები გაიღონ. ეს მნიშვნელოვანია გერმანიაში მცხოვრები მუსლიმებისთვის. ცნობილია, რომ გერმანიაში ჩამოსულთა სწავლების ადგილობრივ განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა, უკვე 30 წელიწადია წარუმატებლად მიმდინარეობს. გიულენის მოძრაობის საგანმანათლებლო დაწესებულებები კი მიმზიდველია როგორც მორწმუნეთათვის, ასევე ათეისტებისთვისაც. გიულენმა შექმნა ისეთი თანამედროვე მოდელი, რომ ტრადიციები არ ხელუყვია. ისინი, ვინც გიულენის შეგონებებს ხორცს ასხამს, მისი შეხედულებების პოპულარიზაციას ეწევა თურქეთიდან მთელ მსოფლიოში. ვინც გიულენის ნააზრევს საქმედ აქცევს, მე ასე დავახასიათებდი: ესენი არიან სიახლის პრაქტიკულად განმახორციელებელი ადამიანები~.

სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ უშაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა თვალსაზრისით ფეთჰულაჰ გიულენი არის ჩვენი დროის Mმევლანა. მევლანა ტაძარში უხმობდა ყველას. მისი ცნობილი ფრაზაა: “ვინც არ უნდა იყო, მოდი”. ფეთჰულაჰ გიულენი კი აცხადებს: “ვინც არ უნდა იყო, მე შენთან მოვდივარ”. აი, ასეთია ფეთჰულაჰ გიულენის გზავნილი.

სიმპოზიუმზე ბოლო მოხსენება გააკეთა პროფესორმა თეოლოგიის დარგში კლაუს ოთემ. ეს უკანასკნელი ცნობილია მოღვაწეობით, რომელიც ცივილიზაციათა დიალოგს უკავშირდება. თავის გამოსვლაში ოთემ ისაუბრა, თუ როგორ ეწვია ფეთჰულაჰ გიულენს სტუმრად და ესაუბრა თავისი, შეხედულებების შესახებ დიალოგის პრინციპებზე. მისი განცხადებით იმისათვის, რომ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს შორის შედგეს დიალოგი, საჭიროა, რომ ყველა საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია. დიალოგის წყალობით ყველა იძენს ახალ გამოცდილებას რელიგიურ საკითხებზე. არსებობს მოთხოვნა იმისა, რომ ყურანი, ბიბლია, თორა და აზიაში არსებული წმინდა წერილები ღრმად იქნას გააზრებული. ოთემ რეზიუმე გაუკეთა ფეთჰულაჰ გიულენის თაობაზე გაკეთებულ მოხსენებებს და აღნიშნა, რომ გიულენს აკრიტიკებენ როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, მაგრამ ეს კრიტიკა მომდინარეობს მათი გონებაშეზღუდულობიდან. მისი აზრით, ყველა თავისი რელიგიის ფესვებს უნდა ჩაწვდეს და შემდეგ საერთო მნიშვნელზე მოხდეს შეხვედრა.

სიმპოზიუმის დასკვნით ნაწილში მსმენელებმა მეცნიერებს დაუსვეს კითხვები ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ. მომხსენებლებმა რიგრიგობით უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა ფეთჰულაჰ გიულენის განათლების მოდელს. ღონისძიების ბოლოს სიმპოზიუმზე მოწვეული სტუმრები ევროპულ სუფრაზე მიიპატიჟეს.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.