ისლამის იმიჯი მსოფლიოში
დასავლეთის მაჰმადიანობის შესახებ უარყოფითი შეხედულებებს დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ისეთი წარმოდგენა მექმნება, რომ როდესაც დასავლეთს პირველად მოუწია ისლამურ სამყაროსთან შეხვედრა ამ აღმსარებლობის წინააღმდეგ არა ლაშქრები და მათი მხედართმთაბრები არამედ ის გამგებლები, რომლებიც წინასწარ შექმნილი აზრით მოქმედებდნენ იმის ნაცვლად, რომ რელიგიას საფუძვლიანად გასცნოვოდნენ, ამგვარად მოიქცნენ და ისლამს ომი გამოუცხადეს. მათ რომ ისლამის ძირეული დინამიზმი და იგი სიღრმისეულად შეესწავლათ, რა თქმა უნდა ამგვარად არ მოიქცეოდნენ. როდესაც განსხვავებულ გაგებამდე მივედით დროისა და ვითარების შეფასებით ღიად მხარეების კომენტირების შედეგად ისლამმა ცვლილებები განიცადა და საბოლოო ჯამში კი ავღანეთისა და ერაყის სურათი მივიღეთ. ჩემის აზრით, არც ამ ვითარების და არც საუდის არაბეთსა და სირიაში შექმნილ მდგომარეობაზე გაუთავებლად არ უნდა ვისაუბროთ.
აღნიშნულ საკითხში ისეთ შეუსმენელობასთან გვაქვს საქმე, რომელიც რელიგიური ფანატიზმით არის გამოწვეული. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან გარკვეულწილად ლმობიერი გახდა. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ეს ლმობიერება მომავალშიც მნიშვნელოვან შედეგებს გვპირდება. რასაკვირველია მომაცალშიც ბევრი საკითხის არასწორ გაგებას ექნება ადგილი.
დასავლელი მოაზროვნეების, მკვლევარების, ორიენტალისტების მიერ საკითხის `ქრისტიანობისა და მაჰმადიანობის~, `ჩვენი და მათი~ კუთხით განხილვისას ხარვეზის პოვნა გარდაუვალია. ამგვარი წარმოდგენები დღემდე უშლის ხელს დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის სწორად გაგებას.
სულ სხვა საკითხია ის თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამგვარ ვითარებაში. რასაკვირველია აღნიშნულ საკითხში არის ბევრი მომენტი რომელიც მუსლიმებსაც აინტერესებთ. მუსლიმებიც დრო და დრო იმ პირობების მიხედვით, რომელშიც იმყოფებიან, ცოტაოდენ მათი ბუნებიდან გამომდინარე, უფრო მეტიც საკუთარი ინტერესების გამო თურქეთში ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების დროს ამგვარი თავისებურება შეინიშნა. ისლამის დებულებები იმგვარად გაიგეს, რომ ეს სერიოზული შეცდომების დაშვების მიზეზი გახდა.
* ნაწყვეტი ამოღებულია წიგნიდან `ნევალ სედინისა და ფეთჰულაჰ გიულენის ნიუ იორკში გამართული დიალოგი~
- შეიქმნა - ზე.