შედარებითი მიდგომა ისლამისადმი და დემოკრატიისადმი
რელიგია, განსაკუთრებით კი ისლამი, ბოლო წლების განმავლობაში გახდა მსჯელობის ყველაზე რთული საგანი. თანამედროვე კულტურა მას უახლოვდებოდა ან ანთროპოლოგიის, ან თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, ან ფსიქოანალიზის თვალსაზრისით და აფასებდა მას ემპირიული მეთოდებით.
ერთის მხრივ რელიგია არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს და განიცდის, რომელსაც აქვს ურთიერთობა მისი ცხოვრების რეგულარულ და შეუცვლელ ასპექტებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ზოგიერთ მორწმუნეს რელიგია შეუძლია განიხილოს, როგორც ფილოსოფია, რაციონალური პრინციპების კრებული ან უბრალოდ მისტიციზმი. სირთულე იზრდება, როდესაც საქმე ეხება ისლამს, რადგან ზოგიერთ მუსლიმანს და პოლიტიკოსს წარმოდგენილი აქვთ ის, როგორც სუფთა პოლიტიკური, სოციოლოგიური და ეკონომიკური იდეოლოგია და არა, როგორც რელიგია.
თუ ჩვენ გვინდა ზუსტად გავაანალიზოთ რელიგია, დემოკრატია, ფილოსოფია ან რომელიმე სხვა სისტემა, ყურადღების გამახვილება გვმართებს ადამიანის ბუნებასა და ადამიანურ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, საერთოდ, რელიგია, კერძოდ ისლამი არ შეიძლება შევადაროთ დემოკრატიას ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სისტემებს, ერთნაირი მიდგომით. რელიგია ყურადღებას ამახვილებს ცხოვრებისა და ყოფის, არა დამატებით და უცვლელ ასპექტებზე, იმ დროს როცა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სისტემებს ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განსაზღვრული და მუდამ ცვალებადი საზოგადოებრივი ასპექტები აღელვებს.
ცხოვრებისეული ასპექტები, რომლებიც უმთავრესად აინტერესებს რელიგიას, ისევე აქტუალური და ფასეულია, როგორც კაცობრიობის ჩასახვის პერიოდში და ასეთად დარჩება მომავალშიც. მატერიალური სისტემები კი იცვლება მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამიტომ შეიძლება იყოს შეფასებული მათი არსებობის საწყისი დროიდან. რწმენა ღმერთისა, იმქვეყნიური ცხოვრება, წმინდა შუამავლები, საღვთო წიგნები, ანგელოზები და ისლამის ფუძემდებლური პრინციპები, რომელთაც, ასევე ეწოდებათ „ისლამის ტაეპები\", არ ექვემდებარება ჟამთა ცვლას, ისევე, როგორც ღვთის თაყვანისცემისა და ზნეობის უნივერსალური და უცვლელი პრინციპები არანაირ კავშირში არ არიან მიწიერ ცხოვრებასთან.
ისლამის მთავარი მიზანი და მისი ჭეშმარიტება გავლენას ახდენს კანონებზე, რომლებიც მართავენ ჩვენი ცხოვრების მუდამ ცვალებად მხარეებს. ისლამი არ გვთავაზობს მმართველობის უცვლელ ფორმას და ცდილობს ფორმირება გაუკეთოს მას. ამის მაგივრად ის აწესებს ფუნდამენტალურ პრინციპებს, რომლებიც გეზს აძლევს მართვის საერთო ხასიათს და ამით ხალხს უტოვებს საშუალებას შექმნას არსებული მდგომარეობისა და დროის მოთხოვნების შესაბამისი მმართველობის ფორმა.
დემოკრატიული იდეები საკუთარ წარმოშობას უძველესი დროიდან იწყებენ. თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ჩაისახა ამერიკისა (1776 წ) და საფრანგეთის (1789-1799 წ) რევოლუციების მსვლელობისას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხი საკუთარ თავს თავისით მართავს და არა სხვა მართავს მათ. ამ პოლიტიკური სისტემისას პიროვნებას გააჩნია უპირატესობა საზოგადოებაში, რომ თავისუფლად განსაზღვროს, როგორ განვლოს ცხოვრება, მაგრამ ამ დროს ინდივიდუალიზმი არ არის აბსოლუტური. ხალხი აღწევს ცხოვრების საუკეთესო პირობებს საზოგადოებაში. ეს კი მოითხოვს მათგან შესაბამის ალღოს და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი ცხოვრების კრიტერიუმების შესაბამისად.
წმინდა მუჰამმედ შუამავალი ამბობს: „ყველა ადამიანი თანასწორია, ისევე, როგორც კბილანები სავარცხელზე\". * (აქ სქოლიოები სათარგმნია 1). ისლამი არ ჰყოფს ხალხს რასობრივი ნიშნის მიხედვით, ასაკით, ეროვნულობით და ფიზიკური თავისებურებებით. წმინდა მუჰამმედ შუამავალმა გვაუწყა: „თქვენ წარმოიშვით ადამისაგან, ადამი კი მიწისაგან, ო, ღვთის მსახურნო, იყავით ძმები და დები\".(აქ სქოლიოები სათარგმნია 2). ის ვინც დაიბადა ადრე, ვინც უფრო მდიდარია ვიდრე სხვები, ან ვინც ეკუთვნის გარკვეულ ოჯახს ან ეთნიკურ ჯგუფს, მათ არ გააჩნიათ თანდაყოლილი უფლება-მართონ სხვები.
ისლამი აგრეთვე მხარს უჭერს შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:
- ძალა ჭეშმარიტებაშია, ისლამი უარყოფს ფართოდ გავრცელებულ იდეას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტება ძალის მხარეზეა.
- სამართლიანობა და კანონი - სასიცოცხლო მნიშვნელობის მცნებებია.
- აღმსარებლობის თავისუფლება და სიცოცხლის უფლება, ინდივიდუალური საკუთრება და აგრეთვე ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი, არ შეიძლება იყოს დარღვეული.
- საიდუმლოების გარანტია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
- უდანაშაულობის პრეზუმპცია. არავინ არ შეიძლება იქნას დადანაშაულებული მტკიცებულების გარეშე ან სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის დასჯილი.
- აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის კოლეგიალობა.
ყველა უფლებები ერთნაირად მნიშვნელოვანია და ერთი ადამიანის უფლებები არ შეიძლება მსხვერპლად შევწიროთ საზოგადოებრივ ინტერესებს. ისლამი თვლის, რომ საზოგადოება გონივრული ინდივიდებისაგან შედგება, რომელთაც არჩევანის თავისუფლება და არამარტო პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, არამედ პასუხისმგებელნი არიან გარშემომყოფთა წინაშე. უფრო მეტიც, ისლამი წინ დგამს ნაბიჯებს, რასაც ემატება ასპექტი ის კაცობრიობას განიხილავს, როგორც ისტორიის „მოტორს\" XIX საუკუნის ზოგიერთ დასავლურ ფილოსოფიურ მიმდინარეობათა ფატალისტურ და სხვა მიმდინარეობათა საწინააღმდეგოდ, მაგალითად, როგორიცაა დიალექტიკური მატერიალიზმი და ისტორიციზმი. (აქ სქოლიოები სათარგმნია 3). ისევე, როგორც ინდივიდების თავისუფალი ნება და ქცევა განსაზღვრავს მათი ცხოვრების შედეგს და უმკვიდრებს ადგილს იმქვეყნად, ასევე, საზოგადოების პროგრესი ან რეგრესი განისაზღვრება ამ საზოგადოების წევრთა ნებით, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების ნირით. წმინდა ყურანში ნათქვამია: „ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის იმას, რაც ადამიანებს სჭირთ\" (13:11). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ყოველი საზოგადოება მართავს თავის ბედს. წმინდა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს) შემდეგ გამონათქვამში ეს კიდევ ერთხელაა ხაზგასმული: „თქვენ იქნებით მართული ისე, როგორც ამას იმსახურებთ\". (აქ სქოლიოები სათარგმნია 4). აი, ეს არის დემოკრატიის სული და საფუძველი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს.
რადგან ისლამი თავად ინდივიდებსა და საზოგადოებას თვლის საკუთარი ბედის პასუხისმგებლად, ხალხი თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმისა, თუ, როგორ მართავენ მათ. ყურანი საზოგადოებას შემდეგნაირად მიმართავს: „ო! ხალხნო\", და \"ო! მორწმუნენო\". ვალდებულებები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიულ ძალებს აკისრიათ, იგივე ვალდებულებებია, რომლებსაც ისლამი საზოგადოებას წარუდგენს. ახდენს მათ კლასიფიცირებას, როგორც „აბსოლუტურად აუცილებელს, შედარებით აუცილებელს და რეკომენდირებულს შესასრულებლად\". წმინდა ყურანში ჩვენ ვპოულობთ შემდეგ აიათებს:
- „ჰეი! თქვენ, რომლებმაც ირწმუნეთ, შემოდით ყველანი მორჩილებაში და ნუ გაჰყვებით სატანას..\". (2:208),
- „უწყალობეთ ყველაზე საუკეთესო იმისა, რაც შეიძინეთ და ის, რაც თქვენ მიწიდან გებოძათ\" (2:267).
- „და იმ თქვენ ქალთაგან ვინც საზიზღრობას ჩაიდენს, მათ წინააღმდეგ მოიყვანეთ ოთხი მოწმე, რათა დაამტკიცოთ ეს\" (4:15).
- „ალლაჰი ჭეშმარიტად გიბრძანებთ დაუბრუნოთ ქონება პატრონს და როდესაც ხალხს განსჯით, გააკეთეთ ეს სამართლიანად\" (4:58).
- „და თუ ისინი თქვენი მტრები მშვიდობისაკენ გადაიხრებიან, შენც ასევე მოიქეცი\" (8:61). (ეს აიათი სანახია დედანში)
- „და თუ თქვენთან ბოროტი ადამიანი რაიმე ცნობით (ჭორით) მოვა, ეცადეთ მისი ჭეშმარიტება დაადგინოთ, რადგან თქვენი უმეცრების გამო უდანაშაულო ადამიანს ზიანი არ მიაყენოთ\" (49:6).
- „თუ მორწმუნეთა შორის ერთი დანარჩენს კამათს დაუწყებს, შეარიგეთ ისინი (49:9).
ამდენად, თუ ზემოთხსენებულს გავაანალიზებთ უნდა შევნიშნოთ, რომ ყურანი მიმართავს მთელ საზოგადოებას და მათ წინაშე აყენებს იმავე ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენს წინაშე თანამედროვე დემოკრატიული ძალები აყენებენ.
ადამიანები ურთიერთთანამშრომლობენ ერთმანეთთან, ასრულებენ ვალდებულებებს, ასევე ქმნიან დაწესებულებებს, რომლებიც აუცილებელია ამ ვალდებულებების შესასრულებლად, მთავრობა კი აერთიანებს ამ დაწესებულებებს. აქედან გამომდინარე ისლამი გვთავაზობს საზოგადოებრივ ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძნებულ მთავრობას. ხალხი ირჩევს მთავრობას და აფუძნებს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც განიხილავს საზოგადოებრივ პრობლემებს და საკითხებს. საზოგადოება, ასევე მონაწილეობს ადმინისტრაციის შემოწმებაში და მის მუშაობაში. მთავრობის ფუნქციონირების ზემოთხსენებული ფუნდამენტალური პრინციპები, მათში არსებული თავისუფალი არჩევნები, განსაკუთრებულად ზედმიწევნით დაცული იყო პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს (632-661 წ). მეოთხე ხალიფა - ალის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი ვითარებითა და შინაგანი კონფლიქტების გამო, იმ დროის პოლიტიკური სისტემა ტრანსფორმირებული იყო სასულთნოებში. ხალიფატისგან განსხვავებით ძალაუფლება სასულთნოების დროს მემკვიდრეობით გადაეცა ერთი ოჯახის წევრებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი არჩევნები აღარ ტარდებოდა, სხვა დანარჩენი პრინციპები, რომლებიც ეხლა წარმოადგენენ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ფუძეს, იმ დროისთვის დაცული იყო.
ისლამი - ეს არის გამაერთიანებელი რელიგია. ის დაფუძნებულია მხოლოდ ერთი ღმერთის რწმენაზე, რომელიც არის მთელი სამყაროს შემქმნელი, ბატონი, დამცველი და მმართველი. ისლამი მთელი სამყაროს რელიგიაა. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ექვემდებარება კანონებს, რომლებიც დადგენილია ღმერთის მიერ. ამ თვალსაზრისით სამყაროში მყოფი ყველა ადამიანი მიჩნეულია „მუსლიმნად\", ემსახურება ღმერთს და ემორჩილება მის კანონებს. ის ადამიანიც კი ვინც უარს აცხადებს ღმერთის რწმენაზე ან სხვა რელიგიის მიმდევარია ნებით თუ უნებლიეთ, მიჩნეულია მუსლიმნად, რამეთუ მისი სხეული - შექმნილი სამყაროს ნაწილია. მთელი ცხოვრება, ემბრიონის სტადიიდან სხეულის ფერფლადქცევამდე, სიკვდილის შემდეგაც ყოველი ნაწილი, ყოველი კუნთი მისი სხეულისა მიჰყვება ღმერთის მიერ მათთვის ნაბოძებ კურსს. ღმერთი, ბუნება, კაცობრიობა, როგორც ვხედავთ, ისლამში არ არის განცალკევებული ერთმანეთისაგან და არ არის ერთმანეთისათვის უცხო. ღმერთი ავლენს საკუთარ თავს ბუნებასა და კაცობრიობაში. ადამიანი და კაცობრიობა - ეს ორი წიგნია, რომელთა თითოეულ ასო-ბგერაშიც კი ღმერთი გვესახება. ამას კაცობრიობა მიჰყავს იმ აზრამდე, რომ, როგორც ის თვითონ, ასევე ყველაფერი, ეკუთვნის ღმერთს და ამიტომ არაფერია მისთვის უცნობი ამ სამყაროში. ამ თვალსაზრისით ღვთიური სიმპათია, სიყვარული და დახმარება არ შემოიფარგლება განსაზღვრული რასით და ეთნიკური ნიშნით. წმინდა მუჰამმედ შუამავალმა ეს შემდეგ მიმართვაში გადმოსცა: „ღვთის მონებო, იყავით ძმები და დები\".
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ისლამი აღიარებს ყველა რელიგიას, რომლებიც მანამდე არსებობდნენ. ის ცნობს ყველა შუამავალს და წმინდა წიგნს, რომლებიც კაცობრიობას მოევლინა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ისლამი არამარტო ცნობს მათ, არამედ განიხილავს ამ რელიგიებისადმი რწმენას, როგორც აუცილებელ პირობას ნებისმიერი მუსლიმანისათვის. ასრულებს რა ამას, ის აღიარებს ყველა რელიგიების ერთიანობას, „მუსლიმანი ერთდროულად მიმდევარია აბრაამისა, მოსესი, დავითისა, იესოსი და ყველა წმინდა შუამავლისა. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, თუ რატომ შეინარჩუნეს თავიანთი რელიგიური უფლებები მთელი ისტორიის მანძილზე ქრისტიანებმა და ებრაელებმა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მართვის სათავეებში მუსლიმანური მთავრობა იყო.
ისლამური სოციალური სისტემა ისწრაფვის შექმნას კეთილი საზოგადოება და ამით მიიღოს უზენაესის თანხმობა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლად მიიჩნევს სამართალს და არა ძალასა და მტრობას. ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული რწმენაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთდახმარებაზე და არა კონფლიქტებსა და პირად ინტერესებზე. სოციალური თვითშეგნება აღვიძებს ხალხში მიზნად დაისახონ მაღალი იდეალებით ცხოვრება, ილტვოდნენ სრულყოფისაკენ და არა იმას, რომ უბრალოდ მისდიონ თავიანთ ვიწრო ინტერესებს და აისრულონ თავიანთი სურვილები. უფლება ითვალისწინებს ერთიანობას, სიკეთე უზრუნველყოფს ურთიერთმხარდაჭერას და სოლიდარობას, რწმენა კი - ხალხთა შორის ძმური დამოკიდებულების გარანტიაა. ჩვენი სულების წაქეზებას სრულყოფისაკენ ბედნიერება მოაქვს, როგორც სააქაოში ისე იმ ქვეყნად.
დროთა განმავლობაში დემოკრატია ვითარდებოდა, მან მრავალი ეტაპი განვლო, მომავალშიც გაგრძელდება მისი სრულყოფა და გაუმჯობესება. თავისი განვითარების გზაზე დემოკრატია გახდება უფრო ჰუმანური და სამართლიანი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე. თუ დემოკრატია დაიწყებს ხალხის, როგორც მთლიანობის განხილვას, არ აარიდებს თავს მათი არსებობის მორალურ მხარეს და სულიერ მოთხოვნებს, არ დაივიწყებს, რომ ადამიანის ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური სამყაროთი და, რომ ადამიანები ისწრაფვიან მარადისობისაკენ, მაშინ მას შეუძლია სრულყოფის პიკს მიაღწიოს და კაცობრიობას მეტი ბედნიერება მიანიჭოს. ისლამური თანასწორობის, მოთმინების და სამართლიანობის პრინციპებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ამის განხორციელებაში.
- შეიქმნა - ზე.