ახალი ათასწლეულის ზღურბლზე
ყოველი განთიადის, ყოველი გათენებული დღის, ყოველი შემოდგომის მოსვლის მსგავსად კაცობრიობის ისტორიაშიც ყოველი საუკუნე და ყოველი ათასი წელი სიახლესა და ახალ იმედს ნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ადამიანები, ჩვენი ნება-სურვილის გარეშე დროის ბორბალის ტრიალის დროს, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში ყოველ განთიადისას ჯანსაღ სუნთქვას, გამუდმებით ახალი ცხოვრების ქროლვას ვეძებთ და ამ ძიებისას ნაბიჯის გადადგმის გაადვილების, სიბნელისაგან შუქში გასვლის იმედითა და სასოებით ვცხოვრობთ.
მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ იმის შესახებ თუ ჩვენი წინაპრების ღვთიურმა ხელოვნებამ ონტოლოგიური აზრისა და მის მიერ გადმოცემული ფასეულობების თვალსაზრისით უკიდეგანო ზეცასთან ერთად გაგებული და ღვთით კურთხეულ ყურანში ზეციურ სამყაროებთან ერთად მოხსენიებულ ზედაპირზე ფეხის დაბიჯების შემდეგ დღემდე რა დრო განვლო. ადამიანის ასპექტით ამის შესახებ დღესდღეობით მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება იქნას გამოთქმული. ისე ჩანს, რომ ადამიანი ამ ვარაუდს ვერც გაცდება. მაგრამ ჩვენს მიერ საზომად აღებული წელთაღრიცხვის კალენდრის მიხედვით მაცხოვრის შობის შემდეგ მესამე ათასწლეულის ზღურბლზე ვიმყოფებით. თუმცა დრო ინდივიდუმების დროული შეგრძნების სავანის მსგავსად მათში არსებული ყოფიერების საზომი სამყაროს ოკეანეში მოთავსებული ადგილისა და განლაგების თვალსაზრისით სპირალურ ფარდობითობაში ბრუნავს.
ამის გამო მნიშვნელობისა და განვლილი ისტორიის საზოგადოებრივი ფასეულობების თვალსაზრისით ერთი მდგომარეობიდან მეორეში, მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებამდე, რწმენიდან ცხოვრებაში, ჰიჯრა რომელიც ინდივიდიდან ცხოვრებაში გადასვლას ნიშნავს ისლამურ კალენდრის დასაწყისში დამკვიდრებულ ადგილთან ერთად დროულ საზომზე მყოფმა მსოფლიომ რომელმაც ჩვენს ეპოქაში საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ახალი ათასწლეულის ზღურბლიდან ნაბიჯის გადადგმას აპირებს. დიახ, აქ არის ფარდობითობის აღნიშვნის საჭიროება. კაცობრიობის ისტორიაში ყურადღებაშესაჩერებელ მომენტად გვეჩვენება ის გარემოება, რომDსაშუალოდ სამოცი წლის სიცოცხლის ხანგრძლივობის საზომით საუკუნის აღქმა გააჩნია. ისევე როგორც ერთი საუკუნის საზომად მიჩნეული ასი წელი. აღნიშნულ საკითხს ამ კუთხით თუ განვიხილავთ მაცხოვრის იესო ქრისტეს შემდეგ ოთხი ათწლეული რესულაჰ ეფენდის გადასვლიდან მოყოლებული მესამე ათასწლეულში დიდი ხანია ვიმყოფებით. მეორეს მხრივ ას წლიანი საუკუნის საზომის მიხედვით ებრაული კალენდრით მერვე ათასწლეულს დიდი ხანია გავუსწარით. ინდური ისტორიის კვალად კი `კალი იუგას~ ეპოქაში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში სადაც სამი ათასი წლის წარსული ტვირთად აწვეთ ადამიანებს შემაძრწუნებელი მოვლენების მიერ გამო სულებში შიშია დასადგურებული. ამ თავისებურების აღნიშვნა განსაკუთრებით მინდოდა.
ადამიანი მუდამ იმედით ცოცხლობს. იგი იმედის პირმშოა. როდესაც იმედები ქრება ამ ადამიანის სიცოცხლე იმ შემთხვევაშიც თუ იგი ფიზიკურად გრძელდება ჩამქრალად შეიძლება ჩაითვალოს. იმედი კი რწმენის პროპორციულია. (მისი პროპორციულია) როგორც წელში ზამთარი მის ერთ მეოთხედს შეადგენს ასევე ადამიანის ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაშიც ზამთრისათვის გათანაბრებული პერიოდი ყოველთვის ცოტაა. ღვთიური აღსრულებლობის ჩარხები ყოველ წამს დიდებულად ტრიალებს როგორც ყველა არსების ასე ცალკ-ცალკე ყველა არსების მომცველი ერთსულოვნებისა და თანაზომიერების ფურცელი სიბრძნეზე ბრუნავს, მსგავსად იმისა როგორც ყოველდღე დღეღამის ბრუნვა გამუდმებით ადამიანს იმედს უჩენს და მის სულს სიცოცხლეს ჰბერავს. მაგრამ ყოველ წელს გაზაფხულის სისპეტაკეს, ზაფხულის სიმწიფით და მწლაკვე შემოდგომის მხიარულებაში ზამთრისათვის სალამს გვათქმევინებს. ასე მთლიანად ცხოვრების ჩარხები როგორც ინდივიდუალური განზომილებით ასევე მთლიანად ერისა და კაცობრიობის განასერში გაზაფხულისა და ზაფხულის მოლოდინი, ზამთრის თოვლს ღიმილით შეგვაგებებს. ეს სიბრძნეზე ფოკუსირებული `ღვთის ჟამიერი~ დროთა სვლა რწმენის, გამჭრიახობისა და ჭეშმარიტების შემგრძნობთათვის, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გულებს ცნობიერად გულის თვალს გახელილად და ყურებდაუცველთათვის არავითარ შემთხვევაში შიშისა და პესიმიზმის წყაროს არ წარმოადგენს არამედ მუდმივად განსჯის, მოფიქრების (გახსენებით და ფიქრის გაკვეთილის მიღების)მადლიერების საკმეველია. მსგავსად იმისა როგორც დღე ღამის უბეში ვითარდება ისევე როგორც ზამთარი ზაფხულის საშოს ფუნქციას ასრულებს ანალოგიურად ცხოვრებაც ამ ჟამმთა მსვლელობაში იხვეწება და მწიფდება და იმ ნაყოფს გამოიღებს რომელსაც მისგან ელიან. ამ ჟამთა სვლაში ადამიანის წარმონაქმნში ფარული მონაცემები ნიჭად გადაიქცევა, ერთი ვარდის ფურცლის დარად გახსნილი მეცნიერებები დროის წრიულ ბრუნვაში ტექნოლოგიას ქმნის, დროის წინსვლის პარალელურად კაცობრიობა თავისთვის ნიშანსვეტურ შედეგებს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება.
ჩვენი ზოგადი თვალსაზრისის გარდა პიროვნული და სუბიექტური თვალსაზრისისა, ინდივიდუმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების, კაცობრიობის ისტორიის ამ ობიექტური რეალობის ამგვარად გამოხატვის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით არც სუსხიან ჟამს და არც ისტორიის ზამთრისა და ადამიანის ცხოვრებაში გამოწვეულ ტკივილებს, ავადმყოფობებს უბედურებების დამხვედრ მოვლენებსა და შემთხვევებს არ ვხვდებით დადებითად. არ უნდა შეიქმნას იმგვარი აზრი, რომ ამ ყველაფერს დადებითად ვაფასებთ. დიახ, საზოგადოდ იმ მოვლენების შედეგადაც სხეულის წინააღმდეგობა იზრდება, იმუნიტეტის სისტემა ძლიერდება. სამედიცინო მეცნიერების განვითარების ძრავის და მიუხედავად ავადმყოფობა მაინც ავადმყოფობაა და იგი ტანჯვისა და ვაების მომტანია. კვლავ უგულებელყოფა, შეცდომების დანახვა გეოლოგიის, არქიტექტურის, საინჟინრო და თავდაცვის სფეროებში გაკეთებული აღმოჩენები მათზე მეტად მორწმუნე ადამიანებისათვის გაფლანგულ ქონებასა და მოწყალებას საკუთარი თავის წმინდათა ხარისხში აყვანის სიხარული და დამშვიდების განზომილებასთან ერთად თვით რწმენისა და მონობის თვალსაზრისით საზოგადოებრივი მასშტაბით ჩადენილი დანაშაულები, რომელიც ცასა და დედამიწას შეაზანზარებს მიყენებული ტანჯვის როგორც რწმენის ასევე ზნეობის, გინდ სულიერი, გინდ სეკულარული ამავე დროს სამართლის თვალსაზრისით გნებავთ სეკულარული რიგი აკრძალული და უსიამოვნო საქციელის შედეგად ზეციური და მიწიური უბედურებების განადგურებას გამოიწვევს, რასაც კვალად უბედურება მოჰყვება. ასევე `ღმერთს ზოგიერთი თქვენთაგანი, რომ არ გაედევნა ეს მეჩეთები, მონასტრები, სინაგოგები სადაც ღმერთს თაყვანს სცემენ გაცამტვერდებოდა. (ანუ ღმერთი შეუცნობელია კაცობრიობას, რომ მასზე ზემოთ მყოფი ძალა არ ეცნო და რომ არ ჰქონოდა იმის რწმენა, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხს მოსთხოვდნენ სულ გადაუხვევდა ჭეშმარიტ გზას და ამქვეყნად ცხოვრება შეუძლებელი გახდებოდა. ანუ `თუ თქვენ რამეს ცუდად მიიჩნევთ ის თქვენთვის კარგია, სხვა რამეს თუ კარგად მიიჩნევთ ეს თქვენთვის ცუდია~. ღვთიური ბრძანებით იომეთ თუ იგი გარკვეულ წესებს ეყრდნობა. რეფომული განზრახვებით წარმოებული ომების სარგებელი ბევრი რომც იყოს ომი მაინც არასასურველია და იგი კვლავ თავის საქმეს აკეთებს. ომი შედეგად დანგრეული შენობებს, ჩამქრალი კერებს, მტირალ ობლებსა და ქვრივებს სტოვებს.
ვფიქრობთ არც რეალობაზე უნდა დავხუჭოთ თვალი და არც რეალობა უნდა მიუშვათ თავის ნებაზე. არსებობაში ღმერთის ყველა წოდებისა და სახელების სარკე, მთელი მისი საქმეების ცენტრის პატივი გამორჩეულია ანუ დედამიწა მის სახელად, მისთვის აშენებული თუ ქმნადობისა და შემქმნელის შემხედვარის თვალსაზრისით ყოველთვის შექმნის თვისებით გამოირჩევა. ადამიანი შედეგების მზერის შემთხვევაში ზოგიერთ სექტებში თუ კი სიბრძნეს ვერ დაინახავს იგი ხშირად ვერ გადაურჩება გლოვასა და პესიმიზმს, სადაც ადამიანი ხშირად ვარდება და რომლის ყველაზე `გამორჩეულ~ გამოთქმებს ეგზისტენციალისტებთან ვპოვებთ.
მისთვის ცხოვრება უაზრო პროცესია, არსებობა მნიშვნელობა მოკლებული სიცარიელეა, უაზრობა_ერთადერთი კრიტერიუმია, თვითმკვლელობა_ფასეულობაა, სიკვდილი კი ერთადერთი და გარდაუვალი ჭეშმარიტებაა. ამ თვალსაზრისით ისტორიის ძრავის ჩარხის ერთი ბოლოთი ადამიანზე დამოკიდებულ თანხმობისა და ცხოვრებაში ერთის მხრივ ადამიანური და ცხოვრებისეული რეალობების დანახვა და მათი ფიქსაცია, მეორეს მხრივ პირველ დღიდანვე ცვლად რწმენაზე დამყარებული მარადიულ ფასეულობებზე ცხოვრების ძირითად წყაროსა და მის შედეგებზე დამყარებული მიზნისა და იდეალებისათვის ამ ჭეშმარიტებისათვის გეზის მიცემა, როგორც ადამიანურად ყოფნის საშუალებაა ასევე ცხოვრების იმედით, სიყვარულით, მღელვარებით, მომხიბლელობისა და მხიარულ ვითარებაში გაგრძელების ერთადერთი გზაა.
მართალია საკმაოდ გრძლად გადმოვეცი ეს წინასიტყვაობის პასაჟი, მაგრამ იმ თავისებურებების, რომელიც საკითხის საფუძველს შეადგენს ამგვარად გადმოცემის შემდეგ უკვე შეიძლება მესამე ათასწლეულთან დაკავშირებით ჩვენს თვალსაზრისებზე გადავიდეთ.
კაცობრიობის ისტორიას, ადამიანთა არსებობას საფუძველი ორი ადამიანის კავშირმა ჩაუყარა. დედისა და მამის სახელით ორი ადამიანისაგან შექმნილი პირველი ოჯახი და მისგან წარმოქმნილი ოჯახები მშვიდ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი იმ ერთადერთი საზოგადოებრივი წყობით ცხოვრობენ, რომლისთვისაც ერთი ცხოვრების წესი, ერთი მსოფლმხედველობა და ერთი და იგივე პირობები იყო დამახასიათებელი. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ამ მხრივ ადამიანის ბუნება არ შეცვლილა, უფრო მეტიც არც ის ბუნებრივი გარემო შეცვლილა, რომელშიაც მას უწევდა ცხოვრება. არ შეცვლილა ადამიანის ძირითადი მოთხოვნები, ამ ქვეყნად მოსვლა არ მოსვლის თუკი მოვიდოდა, სად და რა დროს განშორდებოდა ამ ქვეყანას, მშობლების არჩევისა და პიროვნული ბუნების ჩამოყალიბების მსგავსად არ შეცვლილა ის რეალობები, რომელიც მის ცხოვრებას ესაზღვრებოდეს, უფრო მეტიც მისი ადგილსამყოფლის გარემოც უცვლელია. ეს ყველაფერი მის ძირითად სასიცოცხლო უცვლელ რეალობებსა და ფასეულობების არსებობის საჭიროებას ქმნიდა. ცხოვრების განვითარება და მეორე ცვალებადი საფეხურის რეალობები ამ ჭეშმარიტებებისა და ფასეულობების სახე, ამ ღერძზე უნდა მოექცეს, რომ ადამიანურმა ცხოვრებამ, ცის ჩრდილმა ამ ქვეყნიურ სამოთხეში გაგრძელება შეძლოს.
ის რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც გარედან ბოროტად ჩანს, ასევე ადამიანშიც რამდენიმე ისეთი თავისებურებაა, რომელიც ერთი შეხვედით ბოროტად ჩანს: სიძულვილის, ეჭვიანობის, მტრობის მსგავსი გრძნობები სხვებზე გაბატონების სურვილი, სიხარბის, პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის მსგავსად.... ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ის მისწრაფებები და მოთხოვნები, რომელიც მას ცხოვრების წარმართვისათვის მიენიჭა, ისეთები როგორიცაა: ჭამა-სმის მოთხოვნის სურვილის, ვნებისა და წყრომის მსგავსად....
როგორც წინა კატეგორიაში გრძნობებსა და სურვილებს, ასევე მეორე კატეგორიაში სურვილებსა და საჭიროებებს ადამიანის უცვლელი ძირითადი მხარისაკენ მიმართული მარადიული საყოველთაო და უცვლელი ფასეულობის წიაღში აღზრდა და დაკვალიანება სჭირდება. ამ შემთხვევაში ჭამა-სმის სურვილი და საჭიროების, ვნებისა და რისხვის მსგავსი გრძნობები და ატრიბუტები გარკვეულ საზღვრებში აიღება და აუცილებლად სასიკეთო იქნება. ამგვარადვე ეჭვიანობის, მტრობის, გაუმაძღრობის, ეგოიზმის მსგავსი გრძნობებიც შეიძლება დაძლეულ იქნეს და ზოგიერთი სილამაზეებისა და ლამაზი ატრიბუტების წყაროდაც იქნეს გამოყენებული. ეჭვიანობა და მეტოქეობა სასიკეთო საქმეებში შურსა და მოცილეობას, მტრობას, ადამიანის ყველაზე დიდ მტერს, საკუთარ თავის, ეშმაკს და თვით მტრობის გრძნობის გარდა, შუღლისა და სიძულვილის მსგავს მტრობას, სიხარბეს, გაუმაძღრობას იწვევს, ხოლო სასიკეთო საქმეებში ეგოიზმის და საკუთარი თავის ცუდი მხარეების დანახვა და მათი დაძლევა, სიკეთისაკენ შებრუნებას, საკუთარი თავის არ განქიქებით განქიქებაში ყოფნისაკენ შეიძლება იქნეს მიმართული. როგორც ჩანს ყველა ეს უარყოფით გრძნობები აღზრდის გზით, საკუთარ თავთან ბრძოლით, მრავალი სიკეთის წყაროდ შეიძლება იქნეს გადაქცეული და ადამიანი ამ აღზრდითა და ბრძოლით პოტენციური ადამიანისაგან ჭეშმარიტ და სრულყოფილ ადამიანად ქცევის გზაზე მიემართება. `საუკეთესო კალენდრის~ საიდუმლობას სწვდება, არსებობის შექმნის ლამაზ სიმბოლოს, მოდელს და საკუთარი თავისი წარმომადგენლად იქცევა.
ამ ჭეშმარიტების მიუხედავად კაცობრიობის ისტორიაში რეალობები ყოველთვის ამგვარად არ მიედინება და ხშირ შემთხვევაში უარყოფითი გრძნობები და თვისებები იმარჯვებს, ადამიანს თავისი ძალაუფლების ქვეშ აქცევს იმდენად, რომ უცილობლად კეთილი წარმოშობის გრძნობას და თვისებებს ადამიანის აღზრდაში თავისი სილამაზისაკენ ორიენტაციის საფუძვლის მქონე სარწმუნეობებიც კი, მისი ბოროტად გამოყენებით შეიძლება ცუდი საქმეების ჩადენის საშუალებად იქნეს გამოყენებული. ამგვარად, ადამიანის ცხოვრება როგორც პიროვნულ პლანში, ასევე კაცობრიობის ისტორია ცალ-ცალკე ყველა ადამიანის პიროვნებაში მიმდინარე ბრძოლასთან ერთად, ამ ბრძოლის საზოგადოებასა და გარემოზე არეკლილი მიმოქცევის ერთობლიობისაგან შედგება. ეს მიმოქცევები, როგორც ადამიანის პირად ცხოვრებას, საზოგადოებასა და ისტორიას ხშირ შემთხვევაში ჩხუბების, შეტაკებების, ძალადობის არენად აქცევს. ამის სასჯელს პირველ რიგში თვით ადამიანები იხდიან. ადამიანი ყოველთვის თავისი საქმიანობის შედეგს ხედავს. პირველ ეტაპზე ადამიანები ერთსულოვნად `ჭირსა თუ ლხინში~ ერთ თემში ბედნიერად ცხოვრობდნენ, ისინი ვინც შურით თავისი წილხვედრით არ კმაყოფილდებოდნენ და სხვების უფლებაზე აღმართავდნენ ხელს და სხვის სფეროში იბრძოდნენ, ჩაგვრის ჯაჭვს ქმნიდნენ რის შედეგად ჩადენილი პირველი დანაშაულის გამო კაცობრიობა დანაწევრების გზას დაადგა. ის დღე დღევანდელი დღეა. დღეებივით სეზონები, წლების ჟამთასვლაში განვლილი ათასწლეულების მიუხედავად `ეპოქა~ აგრძელებს არსებობას.
მეორე ათასწლეული, პრინციპში ისევე როგორც დღეს, არის მიწისა და ისტორიის ეპიცენტრში. ამ რეგიონში ერთის მხრივ, სარწმუნოების გულისათვის, მეორეს მხრივ კი ძარცვის მიზნით განხორციელებული ჯვაროსანთა ლაშქრობები და მის კვალად ამოვარდნილი ქარიშხალივით გამანადგურებელი მონღოლთა შემოსევებისა და დასავლეთის სამყაროში სხვადასხვა რელიგიათა მიმდევრობების შორის მნიშვნელოვანი შეტაკებების მიუხედავად, ეს ათასწლეული, მაინც აღმოსავლეთში სულის, აზრის და საყოველთაო მარადიული ფასეულობების საფუძველი, დასავლეთში კი მეცნიერების, დიდი ცივილიზაციის წარმოქმნისა და მათი უმაღლეს დონეზე ასვლის ასპარეზი გახდა. მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენები და სამეცნიერო გამოგონებანი სწორედაც, რომ ამ ათასწლეულში მოხდა. მაგრამ ამ აღმოსავლური და დასავლური წარმოშობის ცივილიზაციებს შორის დაშორიშორება, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში მათ ერთმანეთი უნდა შეევსოთ, პირველის თანდათანობით გონებისა და მეცნიერებისაგან დაშორებით, მეორესი კი_სულისა და მარადულად უცვლელი ფასეულობებისაგან დაშორების შედეგად, ათასწლეულის ბოლო საუკუნეები ადამიანური წარმატებების პარალელურად, ადამიანური გაამპარტავნებისა და ეგოიზმის შედეგად უსაზღვრო უბედურება. მსოფლიო მასშტაბით კოლონიზაციებმა, საყოველთაო ჟლეტვამ და რევოლუციებმა, რომლებმაც ათი ათასობით ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიო სისხლში, ცეცხლში, ჩაძირულ გემებში, რასობრივ განსხვავებლობებში, ძალიან დიდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ უსამართლობაში და ბოლოს ადამიანის არსში ფასეულობებისა და ღირსების უგულებელყოფაზე დაფუძნებული ეს გაგება ფილოსოფიასა და რეჟიმების მიერ აგებული რკინის ფარდის მოწმენი გაგვხადა.
საზოგადო მსვლელობის შემყურეს შეეშინდათ, რომ ქვეყნად უფრო დიდი სისხლი დაიღვრებოდა. სისხლით, ცეცხლითა და ჩირქით დაფარვის შეშინებული ბიბლიის რამოდენიმე შთაგონებაზე დაყრდნობით ახალი ათასწლეულის შესახებ საკმაოდ პესიმისტური და შემაშფოთებელი შეხედულება შეექმნათ.
ჩვენს ეპოქაში როდესაც საკომუნიკაციო და მოგზაურობის საშუალებები წარმოუდგენლად გაფართოვდა რის გამოც მსოფლიო უზარმაზარ გლობალურ სოფელს დაემსგავსა, რომელიმე ქვეყანაში ძირეული ცვლილებები მხოლოდ იმ ქვეყნით არ შემოიფარგლება და არა მხოლოდ იმ ქვეყნისთვისაა საინტერესო. მოლოდინი, რომ ეს მოვლენები მხოლოდ იმ ქვეყნის მხრიდან იქნება განსაზღვრული და ფიქსირებული მინიმუმ არსებული კონიუნქტურის არ ცოდნას ნიშნავს. ჩვენი ეპოქა ინტერაქტიული კავშირების ეპოქაა, რომელშიაც რაც დრო გადის ადამიანებსა და ერებს ერთმანეთი უფრო სჭირდებათ და ერთმანეთზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი რაც ერთმანეთთან მათი დაახლოების კიდევ ერთი მიზეზი ხდება. ეს ურთიერთობათა ქსელი, რომელმაც განვლილი საუკუნეების უხეში კოლონიალური პოლიტიკის ეპოქა განვლეს ურთიერთსარგებლობის უზრუნველყოფის საფუძველზე მიმდინარეობს და მასში ურთიერთობის მონაწილე სუსტი მხარეებისთვისაც იგი გარკვეული სარგებლიანობის მომტანია. ამის პარალელური, ელექტრონული, განსაკუთრებით კი ციფრული ელექტრონიკა რაც დრო გადის ზრდის ინფორმაციის დაგროვებისა და ურთიერთგაცვლის საშუალებას ისე, რომ პიროვნებებისათვის საიდუმლო არაფერი რჩება. პიროვნება უფრო წინა პლანზე გამოდის, რის შედეგადაც გარდაუვალი ხდება პროცესი, რომლის დროსაც ხისტი რეჟიმები თავის ადგილს უფრო დემოკრატიულ რეჟიმებს უთმობენ, ეს უკანასკნელნი კი ადამიანთა უფლებებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველა ადამიანი სხვა არსებათა სახეობებისაგან განსხვავებულია. რის გამოც ისევე როგორც ადამიანის უფლებები ვერ შეეწირება საზოგადოების უფლებებს, ასევე საზოგადოებრივი სამართალი იძულებულია პიროვნებების უფლებებს დაეფუძნოს. ამიტომ ზეციური სარწმუნეობები რომელიც ყველაზე ბოლოს მრავლის მომცველად, დეტალურად ისლამში წარმოჩნდა და პიროვნული ძირეული უფლებები რომლითაც დასავლეთის სამყაროში მსოფლიო ომების შემდეგ დაიწყეს საუბარი, ადამიანის მთავარი უფლებები და თავისუფლებები ამ ათასწლეულში გვერდშეუვალ ადგილს დაიკავებს. ღვთის მიერ ადამიანისათვის სიცოცხლის ბოძება, რომლის წართმევის უფლებაც მხოლოდ ღმერთს გააჩნია ისლამში მნიშვნელობა ამგვარად არის გადმოცემული: ` უსამართლოდ ადამიანის მკვლელი ყველა ადამიანის მკვლელივით, ერთი ადამიანის გადამრჩენი კი მთელი ადამიანების სიცოცხლის გადამრჩენიაო~ ყურანის ამ სიბრძნის გახსენება საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ქონებისა და მშობლად გახდომის თავისუფლება, კომუნიკაციისა და მოგზაურობის თავისუფლება, სწავლა-განათლების მიღების თავისუფლების მსგავსი უფლებებისა და თავისუფლებების გვერდით ისლამურ კოდექსზე არის დაფუძნებული სიცოცხლის, სარწმუნოების, ქონების, შთამომავლობისა და გონების დაცვა რომელიც თანამედროვე სამართლებრივი სისტემების საფუძველს შეადგენს და ყველაფერი ეს თუ იგი რასის, ფერის, ენის, რწმენის განურჩევლად იქნება გატარებული ადამიანთა ქცევის თვალსაზრისით ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობის პრინციპი ახალ ათწლეულში გარდაუვალ პრინციპად უნდა იქნეს მიჩნეული და უეჭველად ასეც იქნება მიჩნეული. მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ახალ ათასწლეული დასავლეთის საშიში მოვლენებისაგან განსხვავებით მინიმუმ წინა საუკუნეებთან შედარებით უფრო ბედნიერ, უფრო სამართლიან და უფრო მოწყალე ქვეყანას გვპირდება.
დიახ, ჩვენ ხშირად მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ისლამს, ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის დაწყებული დიალოგის წარმართვის მცდელობა, რომელიც ძველ ინდურ და ჩინურ რელიგიებსაც ითავსებს დადებით შედეგს გვაძლევს. ეს მაშინ როდესაც ხსენებული რელიგიები როგორც ცნობილია მიუხედავად იმისა, რომ გენეტიურად ერთნი არიან და ერთი საფუძველი გააჩნიათ საუკუნეების განმავლობაში მეტოქე რელიგიებად რჩებოდნენ. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული ერთ გლობალურ სოფლად ქცეულ ჩვენს სამყაროში ეს დიალოგი აუცილებელ პროცესად იქცევა და ზემოხსენებული დიდი რელიგიების წარმომადგენლები უცილობლად ერთმანეთთან დაახლოებისა და დახმარების გზებს იპოვიან. წინა საუკუნეებში მოწმენი გავხდით იმისა, რომ ღვთისაკენ მიმავალმა კიბეებმა ისტორიის პროცესში ყურანის, სახარების, ბიბლიის სახით წარმოაჩინა მუსლიმანური ღვთისმეტყველების ნებისა და ძალის სფეროში წარმოჩენილი ბუნება. წინა საუკუნეებში ადგილი ჰქონდა ბრძოლას რელიგიასთან. მეცნიერებები და მოძღვრებები სადაც ჭიდილი შესაძლებელი არ არის პოზიტიური და მატერიალისტური უარყოფის გზის გამხსნელი გახდა. ამან ყველაზე მეტად ქრისტიანობას მიაყენა ზიანი.
ამ სფეროში გინდ ქრისტიანული ღვთისმეტყველებები და მეცნიერებები, გინდ მუსლიმან მკვლევართა სამუშაოები მუჰამედის ეპისტოლემ შესანიშნავად განიხილა და გადაწყვიტა. ვიმედოვნებ, რომ რელოგიასა და განათლების დავა, რომელიც რამოდენიმე საუკუნეა გრძელდება დასრულდება, სულ მცირე ნათელყოფს იმ ფაქტს ამ დაპირისპირებას სარგებელი არავისათვის მოაქვს. ამის ფარგლებში განვითარებად და მასზე დაფუძნებული განათლების შედეგად გულითადი რელიგიური მოძღვრებებით და სულიერებით სავსე გონება, მეცნიერებით განათებული ეპოქის საზოგადოებრივი და პოლიტიკური საზღვრების ძალიან კარგი მცოდნე ყველანაირი ზნეობრივი ფასეულობებით შემკული და ზემოთქმულის ფარგლებში ყველანაირად ადამიანური, ჭეშმარიტი თაობები აღიზრდება და ჩვენი დაბერებული სამყარო გარდაცვალებამდე შესანიშნავი გაზაფხულით იცხოვრებს. იმგვარი გაზაფხული იქნება რომლის დროსაც ამქვეყნიური სიმდიდრეები სამართლიანად, ბუნებრივია შრომის კაპიტალისა და საჭიროების მიხედვით შეძლებისდაგვარად განაწილებული იქნება. ეს გაზაფხული მდიდარსა და ღარიბებს შორის არსებულ უფსკრულებს მნიშვნელოვან წილად დაფარავს. არავითარი უპირატესობა არ მიენიჭება ადამიანის რასას, ფერსა და თვალსაზრისებს. დაცული იქნება ადამიანთა მთავარი უფლებები და თავისუფლებები, წინა პლანზე ადამიანი წამოიწევს რის შედეგადაც მთელი მისი ფასეულობები განვითარების გზას ჰპოვებს და სრულყოფილი ადამიანის მიმართულებით სიყვარულისა და აღმაფრენის ფრთებით იმოგზაურებს. უღმერთობა დიდწილად წარსულს ჩაბარდება. ყოველგვარი უზნეობა ადამიანის ჰორიზონტიდან წყვდიადთან ერთად განგვეშორება........
ასეთი გაზაფხულის დროს იმის მოწმენი გავხდებით, რომ ამჟამად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევები იმ გაზაფხულის მეცნიერებისა და ტექნოლოგიასთან შედარებით ყრმის პირველ ნაბიჯებს შევადარებთ. ადამიანები კოსმოსში ისე იმოგზაურებენ თითქოს მიწაზე დასეირნობენო. ღმერთის გზით მავალი მოგზაურები სასიყვარულო საუბრის მსხვერპლი გახდებიან რომელთაც მტრობისათვის დრო არ ექნებათ და თავიანთი სულის შთაგონების სხვა სამყაროებში გადაცემის საშუალებას იპოვიან. დიახ, ეს ურთიერთსიყვარულის უფლებისა და სამართალმცოდნეობის საფუძველზე ამაღლებული გაზაფხულია, რომელიც სიყვარულის, მოწყალების, დიალოგის, ყველა ადამიანის იღებს იმგვარად როგორსაც ის წარმოადგენს, ის გაზაფხულია, რომელიც კაცობრიობის ჭეშმარიტ არსს ჰპოვებს. სიკეთე, სილამაზე, სამართლიანობა და სათნოება ქვეყნის ძირითადი დერიტაა. რაც არ უნდა იყოს სამყარო ადრე თუ გვიან ამ კალაპოტში ჩადგება და არავის შესწევს ძალა წინ აღუდგეს ამ პროცესს.
ჩემი ღრმა რწმენით ამ ათასწლეულში და ხსენებული გაზაფხულის მომზადებაში ყველაზე დიდი როლი თურქეთსა და თურქულ სამყაროს დაეკისრება. რა მიზნითაც არ უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი კლინტონის ამ საკითხზე წარმოთქმული სიტყვები სხვა არაფერია თუ არა ეს ჭეშმარიტება, რომელიც იგრძნობა და რომელმაც თავის გამოვლენა დაიწყო. ამ თვალსაზრისით თურქი ხალხი და თურქული სამყარო ისტორიის მანძილზე ატარებდა ამ ტვირთს და მან მის სატარებლად თავისი თავი ამ მიზნის და კვალად უნდა გარდაქმნას. ამ ერების ისტორია, ბედისწერის ხელის მიერ მათთვის მიჩენილი გეოსტრატეგიული ადგილი, ეროვნული ხასიათი და უფრო მეტად საზოგადოებრივ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური პირობები ზემოთხსენებულ ამოცანას უცილობლად ხსნის. ასე, რომ საწინააღმდეგოს ფიქრიც კი შესაძლებელი არაა. თორემ ღმერთმა დაგვიფაროს და ისტორიის ნიაღვარს შეუძლია ჩვენც გაგვიყოლოს. მაგრამ მე შინაგანად მჯერა, რომ ჩვენს ხალხს და მოძმე ხალხებს ძალუძთ ეს ტვირთი მხრებზე აიტანონ და უფრო მეტიც მისთვის მზად არიან. მე სიხარულით ვარ მოწმე იმისა, რომ გარეგნულად მართალია ყველანაირ არასასიამოვნო ამბებს ვხვდებით მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ძალიან კარგ განვითარებასაც აქვს ადგილი. ჩვენს ქვეყანაში ყველა მოსაზრებისა და პოზიციის განათლებული ადამიანების აბანტის შეკრებასა და სხვა ამგვარ თავყრილობებზე მათ პრინციპულ საკითხებზე ერთი თვალსაზრისის ჩამოყალიბება, რომელსაც ზემოთ შევეხეთ ჩვენი ხალხის ყველა სფეროში გამოვლენილი სიფხიზლე და ტენდენცია, რომელიც ქვეყნის მაშტაბით ყველა ნაკადულს ერთ ჩანჩქერად გადააქცევს, მთელი რიგი სიძნეელების და მიუხედავად პრინციპში ყველა კლასისა და პოზიციის ადამიანების მიმტევებლობისა და დიალოგის წარმართვისათვის მზადყოფნა და ყველაფერ ამაზე უფრო მეტად ჩვენი ერის სათნოების მაქმანის მსგავსი დიდბუნებოვნებმა ის ფაქტორებია, რომელიც ჩვენს იმედებს ასაზრდოებს და აძლიერებს.
ვითხოვთ რა ღმერთისაგან მოწყალებას ვევედრებით, რომ ჩვენი იმედი და ლოდინი არ გაგვიცრუოს და კიდევ ერთხელ არ გვატიროს!
* ავტორის მიერ 1999 წლის 18 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ქეიფ თაუნში მსოფლიო რელიგიის პარლამენტისათვის (მსპ) გაგზავნილი მესიჯია. მსპ-ის პირველი სხდომა 1893 წელს ჩიკაგოში ჩატარდა. მეორე კი ზუსტად 100 წლის შემდეგ 1993 წელს კვლავ ჩიკაგოში გაიმართა. აღნიშნულ სხდომას სხვადასხვა რელიგიისა და მრწამსის დაახლოებით 8000 ადამიანი ესწრებოდა და იგი გლობალური მსოფლიო ზნეობის დეკლარაციად იქნა მიღებული. მართალია თავად ავტორიც მიწვეული იყო მაგრამ სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარების გამო იგი მას ვერ დაესწრო.- შეიქმნა - ზე.