თომას მიშელი: “გიულენმა გაკვალა გზა განათლებისკენ”
სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა სემინარი, რომლზეც პროფესორმა, დოქტორმა თომას მიშელმა შემოგვთავაზა თემა “გიულენის მოძრაობა და განათლების ფილოსოფია”. მიშელმა აღნიშნა, რომ გიულენის განათლების ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ აერთიანებს გონებასა და გულს, რაც მიზნად მსოფლიო მშვიდობას ისახავს. ამ ყველაფერზე კი დაკავშირებულია წარმატებები სკოლაში. გიულენმა გაკვალა გზა განათლებისაკენ.
პროფესორმა აღნიშნა, რომ იეზუიტთა ეკლესიის დამაარსებელი იგნატიუს დე ლოიოლა იმავე ფილოსოფიის გამტარებელი იყო. თიმას მიშელმა ისაუბრა ამ ორი ტიპის სკოლის მსოფლმხედველობაზე, საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, ჩაუღრმავდა დეტალებს და ერთმანეთს შეადარა აღნიშნული ორი ფილოსოფია.
პროფესორმა თომას მიშელმა ამ ორ სკოლას შორის არსებული განსხვავებები პუნქტების სახით ჩამოაყალიბა:
ყველაზე დიდი სხვაობა, რაც არსებობს ჩვენს სკოლებსა და გიულენის სკოლებს შორის არის ის, რომ გიულენის სკოლები სეკულარული სკოლებია. იეზუიტთა სკოლები კი ღრმად რელიგიური სასწავლებლებია. მაგალითად, მე იეზუიტთა სასწავლებელში ვსწავლობდი. ჩვენ ყოველ დილას ლექციას ვიწყებდით ლოცვით და ქრისტიანული რიტუალებით. ყოველდღიურად ვიღებდით ქრისტიანულ განათლებას. დღეს კი მუსლიმი მოსწავლეებისთვის არის ისლამის გაკვეთილები და ებრაელთათვის იუდაიზმის გაკვეთილები. ამ გაკვეთილებს ატარებენ მუსლიმი და ებრაელი სასულიერო პირები. გიულენის სკოლებში კი აქცენტი განათლებაზეა გაკეთებული. იეზუიტთა სასწავლებლებში კი ლიტერატურა, ფილოსოფია და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებია წინა პლანზე წამოწეული. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის მიზეზი ამ სხვაობებისა უნდა გავითვალისწინოთ ის ეპოქა, როცა ეს სკოლები იქმნებოდა და ის ღირებულებები, რომლებიც ამ სასწავლებლების დაარსებისას არსებობდა. 450 წლის წინ წინა პლანზე იყო ლიტერატურა და ფილოსოფია. დღეს კი ტექნოლოგიურ განვითარებას მოჰყვა ის, რომ ტექნიკურმა მეცნიერებებმა წამოიწია წინა პლანზე.
გიულენის სასწავლებლებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, იეზუიტთა სასწავლებლები კი ერთმანეთისგან მთლიანად დამოუკიდებელია. გიულენის სასწავლებლები სპონსორებისგანაც იღებს ფინანსურ დახმარებას. იეზუიტთა სასწავლებლები კი მხოლოდ მოსწავლეებისგან აღებული გადასახადითა და შეწირულობებით არსებობს.
პროფესორმა მიშელმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელთანაც პედაგოგებს უწევთ შეხება არის აღზრდის ფილოსოფია. მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლინებისას მათი შეხედულებების მნიშვნელობას უნდა გაესვას ხაზი.
თავის საუბარში პროფესორი მიშელი შეეხო განათლების მთავარ მიზანს. ამ საკითხთან დაკავშირებული საუბარი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: “რა თქმა უნდა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ გამოხატოს თავისი სეხედულებები. მაგალითად, იეზუიტთა სასწავლებელში აღიზარდა ვოლტერი, რომელიც იეზუიტთა წინააღმდეგი იყო. როდესაც მე ვეწვიე გიულენის სასწავლებლებს და ვესაუბრე მასწავლებლებს, მივხვდი, რომ ყველა მათგანს აქვს უკანა პლანი. ანუ ამგვარ სასწავლებლების მიზანი არის მოსწავლეებს აჩვენონ, თუ როგორ უნდა გამოავლინონ მათ საკუთარი პოტენციალი საუკეთესოდ და მათ გვერდში დაუდგნენ ღრმა ფილოსოფიით.
პროფ. დოქტორი თომას მიშელი დაიბადა 1941 წელს აშშ-ში მისოურის შტატში, ქალაქ სანტ ლუისში. მოღვაწეობდა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველების სფეროში. 1967 წელს კი კათოლიკე ბერად შედგა. ეგვიპტესა და ლუბნანაში მუშაობდა სამეცნიერო გამოკვლევებზე არაბულ და ისლამურ სფეროებში. პროფესორ ფაზლურაჰმანის ხელმძღვანელობით მოამზადა სადოქტორო დისერტაცია იბნ თეიმიეს შესახებ. 1978 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ “ისლამის მოაზროვნის” სფეროში. 1978-1981 წლებში ინდონეზიაში ქალაქ იოგიაკარტაში სანატა დრაჰმას უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობდა. 1981 წელს ვატიკანის რელიგიათაშორისი დიალოგის წარმომადგენელია აზიაში. 1988 წელს ვატიკანის იმავე დეპარტამენტის განყოფილების გამგე გახდა. 1994-1996 წლებში მსახურობდა ტაილანდში ქალაქ ბანგკოკში აზიელი ეპისკოპოსების კონფერენციების ფედერაციის ეკუმენისტური და რელიგიათაშორისი ურთიერთობების ოფისის გენერალური მდივნის თავმჯდომარედ. ამჟამად რომში რელიგიათაშორისი დიალოგისთვის იეზუიტთა სეკრეტარიატის გენერალური მდივანი და აზიელი ეპისკოპოსების კონფერენციების ფედერაციის ეკუმენისტი მდივანია.
- შეიქმნა - ზე.