ფეთჰულაჰ გიულენი ყველაზე ინტელექტუალ თანამედროვე ადამიანთა შორის პირველ ადგილზეა
ჟურნალმა Aმერიკან Fორეიგნ Pოლიცყ –მა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემათა შორისაა, ჩაატარა გამოკითხვა `ყველაზე ინტელექტუალი ასი თანამედროვე ადამიანი.~ გამოკითხვის მიხედვით, ფეთჰულაჰ გიულენი პირველ ადგილზეა.
Mმეორე ადგილზეა ბანგლადეშელი ეკონომისტი მუჰამედ იუნუსი; ეგვიპტელი თეოლოგი იუსუფ ქარდავი კი მესამეზეა; ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ორჰან ფამუქი მეოთხეზე.
ეს გამოკითხვა Aმერიკან Fორეიგნ Pოლიცყ ჟურნალმა ინგლისურ ჟურნალ Pროსპეცტ-თან ერთად ჩაატარა. შედეგები კი, რომელსაც თან ახლდა სტატია, საზოგადოებას გააცნო. სტატიის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეობდა 500 ათასზე მეტი კაცი. მონაწილეთა რაოდენობას ჟურნალი ზვავს ადარებს და ასეთ კომენტარს აკეთებს:
`სიაში ინტელიგენციის წარმომადგენლები შეირჩნენ მათი აზროვნების მიხედვით. Mმაგრამ იმისათვის, რომ იყო სახალხო ინტელექტუალი, მასის სხვადასხვა წარმომადგენლთან ურთიერთობის უნარი უნდა გქონდეს.”
ჟურნალმა Aმერიკან Fორეიგნ Pოლიცყ-მა ყველას შეახსენა იმის შესახებ, რომ სიაში მყოფი ზოგიერთი ინტელექტუალი საზოგადოების ინფორმირებისათვის იყენებდა ინტერნეტს, მედიის საშუალებებს. Mმას შემდეგ, რაც ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ `ზამანში~, უამრავმა ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა. ჟურნალი გიულენის მხარდამჭერებს განათლებულ მაჰმადიანებს უწოდებს და ხაზს უსვამს იმას, რომ მათი ხმების დამსახურებაა გიულენთან ერთად ათი ინტელიგენტი მაჰმადიანის პირველ ათეულში მოხვედრა.
გამოკითხვის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნა İინგლისურმა გაზეთმა Gუარდიან-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზატორები გამოკითხვის შედეგებით გაოგნებული არიან. ამ გაზეთის ჟურნალისტს ესაუბრა თოდაყ\'ს ძამან –ის რედაქტორი ბულენთ ქენეში, რომელმაც უარყო ის აზრი, რომ გამოკითხვის შედეგები მხოლოდ ერთი ჯგუფის აზრის გათვალისწინებით გამოვლინდა, რომ ფეთჰულაჰ გიულენის შეხედულებებს მსოფლიოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან საერთაშორისო დიალოგისა და შემწყნარებლობისაკენ მოწოდებით გამორჩეული წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობაში.
ამის გარდა, ქენეშმა მკითხველს შეახსენა, რომ გიულენის კანდიდატურა სარეიტინგო სიაში მისმა მხარდამჭერებმა კი არა, საკუთრივ ჟურნალმა წამოაყენა.
ფეთჰულაჰ გიულენმა სიის სასურველ წევრად ესპოსიტო დაასახელა
ჟურნალმა Fორეიგნ Pოლიცყ-მა, რომელმაც ზემოაღნიშნული გამოკითხვა ჩაატარა, ფეთჰულაჰ გიულენი დაახასიათა ისლამის თეოლოგად, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს მთელ მსოფლიოში, საკუთარ სამშობლოში ან ძალიან დიდ პატივის სცემენ ან მწვავედ აკრიტიკებენ. მიმდევრები კი ზომიერი ისლამის პრინციპების მიმდევარ ლიდერად მიიჩნევენ. G ამის გარდა, ჟურნალმა პირველ ასეულში შესულ ინტელექტუალებს მიმართა ასეთი კითხვით: რომელი ინტელექტუალის სახელისა და გვარის ნახვას ისურვებდით სიაში? İფეთჰულაჰ გიულენმა ისლამის ცნობილი ამერიკელი პროფესორი ჯონ ლ. Eესპოსიტო დაასახელა. Mმიზეზი კი ასე განმარტა: `ესპოსიტოსთვის ისლამოფობია არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო მშვიდობას ემუქრება. მისი შეხედულებები რელიგიათა შორის ურთიერთობასა და დიალოგზე საინტერესოა და უგულებელყოფა არ შეიძლება.~
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე რეიტინგული თანამედროვე ინტელექტუალის ოცეული ასეთია:
- ფეთჰულაჰ გიულენი, რელიგიური ლიდერი, თურქეთი;
- მუჰამედ იუნუს, ეკონომისტი, ბანგლადეში;
- იუსუფ ქარდავი ისლამის თეოლოგი, ეგვიპტე;
- Oორჰან ფამუქი, მწერალი, თურქეთი;
- აითზაზ აჰსანი, პოლიტიკოსი, პაკისტანი;
- ამრ ჰალიდ, ეგვიპტე;
- აბდულქერიმი, თეოლოგი, ირანი;
- თარიქ რამადანი, ისლამის თეოლოგი, შვეიცარია;
- მაჰმუდ მამდანი, ანთროპოლოგი, უგანდა;
- Şშირინ ებადი, ნობელის პრემიის ლაურეატი, აქტივისტი, ირანი;
- ნოამ ჩომსკი, ინტელიგენტი, Aაშშ;
- ელ გორი, ნობელის პრემიის ლაურეატი, აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მოადგილე;
- ბერნარდ ლევისი, ისტორიკოსი, ინგლისი;
- უმბერტო ეკო, მზერალი, იტალია;
- აიან ჰირსი ალი, აქტივისტი, პოლიტიკოსი, სომალი/ჰოლანდია;
- ამარტია სენ, ეკონომისტი, ინდოეთი;
- ფარედ ზაქარია, ჟურნალისტი, მწერალი, აშშ;
- გარი კასპაროვი, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, რუსეთი;
- რიჩარდ დიკენსი, მწერალი, ინგლისი;
- მარიო ვარგას ლიოსა, მწერალი, პერუ.
- შეიქმნა - ზე.