ტეხასის სენატმა გადაწყვიტა შეეფასებინა გიულენის საქმიანობა
აშშ-ს ტეხასის შტატის სენატმა გადაწყვიტა შეიმუშაოს პროექტი, რომლის მიზანი იქნება შეაფასოს ფეთჰულაჰ გიულენის საქმიანობა, მისი წვლილი მსოფლიო მშვიდობის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტი, რომლის ნომერია 85, სამშაბათის სხდომაზე იქნა ერთხმად დამტკიცებული. გადაწყვეტილებაში საუბარია იმის შესახებ, რომ ტეხასის სენატი ბედნიერია იმით, რომ საშუალება ეძლევა შეფასება მისცეს ფეთჰულაჰ გიულენის სამშვიდობო მოღვაწეობას. წინადადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სენატში შეიტანეს როგორც დემოკრატმა, ასევე რესპუბლიკელმა სენატორებმა: ედი ლუკომ, თროი ფრაზერმა, ჯოან ჰუფმანმა, ჯეინ ნელსონმა და ლეტიცია ვანმა ფუტმა.
სენატის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფეთჰულაჰ გიულენი არის თურქი მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ქადაგი, პედაგოგი. მან სული ჩაუდგა სოციალურ მოძრაობას მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნული მოძრაობა ჰუმანისტური ღირებულებების სამსახურშია. გარდა ამისა, მოძრაობა ხელს უწყობს დიალოგს კულტურათა შორის, აქცენტს აკეთებ იმაზე, რომ მისაღები უნდა იყოს ჩვენთვის უმცირესობათა ინტერესები, უნდა გავიზიაროთ სხვისი დარდი და გასაჭირი.
რეზოლუციაში შემდეგიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ: “გიულენის მოძრაობის არსია მშვიდობა, ტოლერანტობა და დიალოგი. გვთავაზობს ალტრუისტულ წინადადებას: “იცხოვრე სხვებისთვის!” მას სურს, რომ სამყარო უფრო უკეთესი იყოს და ახალგაზრდა თაობას განათლებისკენ მოუწოდებს. გიულენის ინსტიტუტის რექტორმა ჰიუნსტონში ალი რიზა ჩანდირმა აღნიშნა, რომ ტეხასის სენატის ამგვარი ქმედება დიდ წვლილს შეიტანს თურქეთისა და ამერიკის მეგობრულ ურთიერთობასა და გლობალურ ერთობაში.
გაირკვა, რომ ის ოთხი სენატორი, რომელთაც აღნიშნული პროექტი შესთავაზეს სენატს დასამტკიცებლად, გასულ შემოდგომას ეწვივნენ თურქეთს და იქ მიღებული დადებითი შთაბეჭდილებების შედეგია ის, რომ მათ მოამზადეს პროექტი ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ.
- შეიქმნა - ზე.