თანამედროვე და ზნეობრივი მსოფლმხედველობის მქონე
ამერიკულმა გაზეთმა \"ვაშინგტონ პოსტმა\" სტატია გამოაქვეყნა, მსოფლიოში ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგში შეტანილი წვლილით ცნობილ თურქთ თეოლოგ ფეთჰულაჰ გიულენზე. ამერიკაში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევარი თურქების შემწყნარებლურ შეხედულებებსა და მათ მოღვაწეობას. სტატიაში მოთხრობილია, თუ როგორ შეიკრიბნენ რელიგიურ თემაზე სასაუბროდ გიულენის მომხრეები ვაშინგტონის ერთ-ერთ გარეუბანში. როგორც სტატიის ავტორი ქერილ მარფი წერს, ეგრეთ წოდებული ფეირფაქსის ჯგუფი, თურქ მუსლიმთა შორის განთქმული ყოფილა. ეს ჯგუფი თურქი მისტიკოსისა და სწავლულის ფეთჰულაჰ გიულენის აზრებს იზიარებს. იგი გაწონასწორებული, ყველასათვის ღია ისლამის მიმდინარეობის შესახებ ქადაგებს.
ნიქსონის ცენტრიდან, ზეინო ბარანი, \"ვაშინგტონ პოსტთან\" საუბრისას ამბობს: \"11 სექტემბრის შემდეგ ბევრმა ჯგუფებმა, რომელნიც აცხადებდნენ, რომ ისინი შემწყნარებელნი არიან, თავისი შეხედულებები შეიცვალეს. გიულენის მოძრაობა კი ბოლო 30-40 წელია ერთსა და იმავეს იმეორებს. მათ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე აზრი არ შეიცვალეს\".
\"ვაშინგტონ პოსტი\", ფეთჰულაჰ გიულენს, ახასიათებს როგორც საგაზეთო და სატელევიზიო გამოსვლებისგან შორს მდგომ და განმარტოვებით მცხოვრებ პიროვნებას. იგი 64 წლისაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 6 წელია აშშ-ში ცხოვრობს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ გიულენი თანამედროვე და ზნეობრივი მსოფლმხედველობის მქონე პიროვნებაა. მისი შეხედულებები თურქეთსა და ვაშინგტონში მცხოვრებმა დაახლოებით 20 ათასმა თურქმა გაიზიარა და ეს რიცხვი იზრდება. სტატიაში ნათქვამია, რომ ფეთჰულაჰ გიულენი სუფისზმის ძლიერ ზემოქმედებას განიცდის. გიულენის მოძრაობა ჯელალედინ რუმის პატივისცემითაა განმსჭვალული. გაზეთში დაიბეჭდა ის სურათები, რომელიც ვაშინგტონში, ვორნერის თეატრში, რუმის ფორუმის მიერ ორგანიზებულ, რელიგიათა შორის დიალოგის დამყარებას ეხებოდა, რომლის საპატიო თავმჯდომარე ფეთჰულაჰ გიულენია. სადაც გაიმართა ჯელალედინ რუმის ფილოსოფიის (სემას) ჩვენებები. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მათემატიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი და რუმის ფორუმის თავმჯდომარე ჰასან ალი იურთსევერი \"ვაშინგტონ პოსტში\" გამოქვეყნებულ სტატიაში, გიულენის მხრიდან ისლამის, როგორც მეცნიერებასთან და დემკრატიასთან შეხამებული რელიგიის განმარტებაზე წერს. გაზეთი ასევე წერს: \"მიუხედავად იმისა, რომ გიულენის მოძრაობა პოლიტიკური არ არის, ზოგიერთ თურქულ წრეებში ამაზე მაინც კამათობენ და რადიკალურ ისლამური წრეები გიულენის მოძრაობას აკრიტიკებენ, რომ ისინი ზედმეტად გახსნილნი არიან დასავლური აზრისა და დანარჩენი სხვა რელიგიების მიმართ\". გაზეთი ამაზეც მიუთითებს, რომ გიულენის მოძრაობის თურქეთში არსებულ სასწავლებლებში ასწავლიან ლაიცისტური პროგრამებით და უფრო მეტად მეცნიერული მიმართულებით მიდიან. სწავლების თაობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა იმასაც, რომ სკოლებში რელიგიური განათლება მხოლოდ მთავრობის მიერ მოწონებული სასწავლო პროგრამით ისწავლება ანდა საერთოდ ეს საგანი არ ისწავლება.
სტატიის ავტორი, საუბრობს აგრეთვე თეოლოგ ალი უნალის და გიულენის შეხვედრის შესახებაც, რომელიც ფეარ ფაქსში გაიმართა. საუბრი გაიმართა ყურანის თავების მიხედვით და შემდეგ ყურადღება შეაჩერეს გიულენის მიერ დაწერილ \"იჰლას\" (რწმენა) და გულწრფელობის სტატიებზე. ავტორი ასე გადმოგვცემს თავის შეხედულებებს: \"უნალის სახლში სტუმრები ყოველდღიური ტანსაცმლით მიდიან და თურქული ტრადიციების თანახმად ფეხსაცმელს კართან დატოვებენ, საუბრობენ იმის შესახებ თუ რა ზეციური და ზნეობრივი სარგებლობა მოაქვს რამაზანის მარხვას\".
No 11 (28) მეგობრობა, ნოემბერი-დეკემბერი, 2005 წელი
- შეიქმნა - ზე.