ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, "თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს."

25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:

"2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ, ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად რეფორმები გაატარა და ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესება დაიწყო.

სამწუხაროდ, ეს დემოკრატიული რეფორმები დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წელიწადში რეფორმები შეფერხდა და 2011 წლის არჩევნებში მესამედ გამარჯვების შემდეგ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, დღევანდელი პრეზიდენტი ერდოღანი, სრულიად შეიცვალა. მას შემდეგ კი ავტორიტარიზმი თანდათან გაძლიერდა და სხვა მუსულმანური ქვეყნები თურქეთს სამაგალითო ქვეყნად აღარ განიხილავდნენ.

ბოლო დროს თურქეთში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები, ზოგიერთებმა შეიძლება დემოკრატიული და ისლამური ფასეულობების შეუთავსებლობის მტკიცებულებად შეაფასოს. მაგრამ ეს არასწორი დიაგნოზი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გარედან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ისლამურ ღირებულებებს პატივს სცემდენ, თუმცა დღევანდელი მთავრობის ქმედებები ფუნდამენტურ ისლამურ ღირებულებებს სრულიად ეწინააღმდეგება. ეს ფუნდამენტური ღირებულებები, კონკრეტული ჩაცმის სტილის ან რელიგიური ლოზუნგების გამოყენებასთან არ არის დაკავშირებული. ისლამური რელიგიის ადმინისტრაციულ მმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი ფასეულობები; კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემა, უფლებამოსილების მქონე პირთა ანგარიშვალდებულება და თითოეული ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მსგავსი ღირებულებებია. ბოლო პერიოდში თურქეთის დემოკრატიულად უკუსვლა, დაკავშირებულია არა იმასთან, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.

ანატოლიის ხალხი მრავალფეროვანი საზოგადოებაა. სუნიტი, ალევი, თურქი, ქურთი ან სხვა ეთნიკური წარმომავლობის, მუსულიმი და არა მუსლიმი, რელიგიური თუ სეკულარული ცხოვრების წესით მცხოვრებ მოქალაქეებს, ძალიან განსხვავებული ცხოვრებისეული ხედვა, ფილოსოფია და რწმენა აქვთ. იმის დაძალება, რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს, უაზრო ძალისხმევაა და თან კაცობრიობის წინააღმდეგ გამოხატული უპატივცემულობაა. ამ კონტექსტში ყველა მოქალაქის შეხედულებას, გრძნობას, აზრს, ცხოვრების ფილოსოფიას, მსოფმხედველობას პატივი უნდა ვცეთ. უმრავლესობა ან უმცირესობა, ვერცერთი ჯგუფი სხვა დანარჩენზე დესპოტიზმის დამყარებს რომ ვერ შეძლებს, მონაწილეობითი დემოკრატიული მმართველობა, ასეთი მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის ყველაზე შესაფერისი მმართველობის ფორმაა. იგივე შეიძლება ითქვას სირიის, ერყისა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებითაც.

მთელი ისტორიის მანძილზე, როგორც ჩანს, თურქეთში და ბევრ სხვა ადგილებში, თავიანთი ბატონობის შესანარჩუნებლად საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნებით სარგებლობენ და განსხვავებულ ჯგუფებს ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებენ, დესპოტური ლიდერები ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ. მიუხედავად მათი რელიგიური და ცხოვრებისეული შეხედულებებისა, მოქალაქეებს უნივერსალური უფლებებისა და თავისუფლების გარშემო გაერთიანება და ამ უფლებების დამრღვევების წინააღმდეგ დემოკრატიული გზებით შეწინააღმდეგება უნდა შეეძლოთ.

დევნის წინააღმდეგ საკუთარი აზრის გამოხატვა დემოკრატიული უფლება, მოქალაქეობრივი მოვალეობა და მორწმუნეებისთვის რელიგიური ვალდებულებაა. წმინდა ყურანი გვასწავლის, რომ ადამიანებმა უსამართლობის წინააღმდეგ არ უნდა გაჩუმდნენ: ″ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი. და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან.″(4:135)

იმ პირობით, რომ სხვებს ზიანს არ მიაყენებს, უპირველესად თავისი რწმენის ან შეხედულებების შეაბამისად ცხოვრება და აზრის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი ფუნდამენტური უფლებების გამოყენება ადამიანს, ნამდვილ ადამიანად აქცევს. თავისუფლება ადამიანისთვის უფლისგან მინიჭებული უფლებაა და მისი წართმევა არავის არ შეუძლია. ადამიანს რომელსაც თავისუფლება წაართვეს, ადამიანურად ცხოვრების გაგრძელებას ვერ შეძლებს.

პოლიტიკური ისლამისტების პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, ისლამი მენეჯმენტთან დაკავშირებული იდეოლოგია ან მმართველობის ფორმა არ არის, ის რელიგიაა. შეიძლება მენეჯმენტთან დაკავშირებული გარკვეული პრინციპები არსებობდეს, მაგრამ არსებული პრინციპები მთლიანობის ძალიან მცირე პროცენტს შეადგენს. ისლამის პოლიტიკურ იდეოლოგიამდე დაყვანა, ისლამის სულისკვეთების წინააღმდეგ ჩადენილი დიდი დანაშაულია.

ისინი ვინც, ისლამის პოლიტიკურ და სახელმწიფო შეხედულებებთან დაკავშირებით მუშაობდნენ ან აზრი გამოუთქვამთ სამ საკითხში შემცდომა დაუშვეს. პირველ რიგში, ძალიან ბევრჯერ წიგნისა და სუნნეთის მიერ გამოვლენილი ისლამი და მუსულმანების ისტორიული გამოცდილებით გამოვლენილი ისლამური გაგება ერთმანეთში აურიეს. დღევანდელი მუსულმანების ისტორიული გამოცდილებები და ამ გამოცდილების კონტექსტში გამოვლენილი დებულებების კრიტიკულად განხილვა ძირითადი წყაროების ფონზე, ისლამში ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სოციალური ჩართულობის მსგავს საკითხებში, მსოფლიო მუსულმანებისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე შეცდომა ის არის, რომ ცდილობენ, ზოგჯერ ყურანის მნიშვნელობას, ზოგჯერ რამდენიმე არჩეულ მოვლენაზე დაყრდნობით, აქამდე განსაზღვრულ შეხედულებას ლეგიტიმურობა მოუძებნონ და სხვებს თავს მოახვიონ. ყურანის სულის, მისი ფილოსოფიისა და ყოვლის შემძლე ღმერთის მოწოდებების გაგება, მხოლოდ ერთიანი თვალსაზრისით და გულწრფელი განზრახვით შეიძლება. მესამე შეცდომა ის არის, რომ რელიგია ეფუძნება ღვთის სუვერენიტეტს, დემოკრატია კი ხალხისას და ამის გამო, დემოკრატია და რელიგია ვერასდროს შეუთავსდებიან ერთმანეთს. ყველა მორწმმუნისთვის ეჭვგარეშეა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი კოსმოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი ნება, შეხედულებები და პრიორიტეტები ან ღმერთს ეს ყველაფერი არ გაუთვალისწინებია. ის ფაქტი, რომ დომინირება ეკუთვნის ხალხს, -ღმერთო მაპატიე- არ ნიშნავს, რომ ეს უფლება ღმერთს წაერთვას და ხალხს გადაეცეს, ეს უფლება ღმერთის მიერ ადამიანებს მფლობელობაში გადაეცა, ნებისმიერ დესპოტს ან ოლიგარქს წაერთვა და საზოგადოებას გადაეცა.

გარდა ამისა, ჩვენ რასაც ″სახელმწიფოს″ ვუწოდებთ, გაერთიანებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების კონსერვაციის, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სისტემის სახელია. თავად სახელმწიფო არ არის მიზანი, არამედ ინსტრუმენტია, რომელიც ორივე სამყაროში ადამიანებს ბედნიერების მოპოვებაში დაეხმარება. ამ სისტემის შემქმნელი ადამიანები ზოგიერთ ფუნდამენტურ რწმენასა და ფასეულობებს რამდენადაც მიისაკუთრებენ, სახელმწიფოც იმდენადვე ახლოსაა იმ რწმენასა და ფასეულობებთან. აქედან გამომდინარე, ტერმინი ″ისლამური სახელმწიფო″ თავის თავათან წინააღმდეგობაშია. რადგან ისლამში სასულიერო კლასი არ არის, თეოკრატია ისლამისთვის უცხოა. სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს შორის სოციალური კონტრაქტის შედეგია, საბოლოო ჯამში ადამიანებისგან შედგება და ″ისლამური″ ან ″წმინდა″ ვერ იქნება.

მსოფლიოში დემოკრატია სხვადასხვა გზებით დამკვიდრდა. ამ განსხვავებული პრაქტიკის საფუძველზე დემოკრატიული იდეა, ანუ, ერთი ჯგუფი არ ახდენს ზეწოლას სხვა ჯგუფზე, ასევე ისლამური იდეალია. კანონში თანაბარი მოქალაქეობის პრინციპის საფუძველი, როგორც პატივსაცემი არსება, ყველა ადამიანი ღმერთმა გააჩინა და მას როგორც ღვთის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშს, პატივი უნდა ვცეთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩანს, რომ მონაწილეობითი დემოკრატია ან რესპუბლიკური მმართველობის ფორმა ისლამის სულისკვეთებას უფრო მეტად შეესაბამება, ვიდრე მონარქია ან ოლიგარქია.

თურქეთის ახლანდელი მმართველობა ოლიგარქიულს უფრო ჰგავს, ვიდრე დემოკრატიულს. თურქეთი ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდა?

პრეზიდენტმა ერდოღანმა სახელმწიფო ორგანოების მონოპოლიით, კაპიტალის მფლობელების დაცვის ქვეშ აყვანით და თავისი გარემოცვის დააჯილდოებით, ერთ დროს დემოკრატიის მხვრივ იმედის მომცემი თურქეთი არასწორი გზით წაიყვანა. ძალაუფლების მონოპოლიით საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, პირადად მე და "მოძრაობა ჰიზმეთის" მოხალისეები სახელმწიფოს მტრად გამოგვაცხადა და ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მომხდარი ყველა ბოროტების პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრა. ასეთი ქმედება ერთი პიროვნების და ჯგუფის დამნაშავედ გამოცხადების ტიპიური მაგალითია.

ერდოღანის მთავრობამ, განსაკუთრებით, "მოძრაობა ჰიზმეთის" წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი თავი მშვიდობისა და ტოლერანტობის გავრცელებას მიუძღვნეს და ყველა სხვა დისიდენტი მიზანში აიღო. გარემოს დამცველმა მომიტინგეებმა, ჟურნალისტებმა, აკადემიკოსებმა, ქურთებმა, ალევებმა, არა მუსლიმებმა და ზოგიერთმა მუსულმანურმა ჯგუფებმა, რომლებიც ერდოღანის ქმედებებს აკრიტიკებდნენ ამ პოლიტიკისგან თავისი წილი მიიღეს. უსამართლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, დაკავებებით, დაპატიმრებით, წამებით, ქონების გამოძალვითა და კიდევ მრავალი სახის დევნით ადამიანებს ცხოვრება დაენგრათ.

მიმდინარე დევნისგან თავის დასაღწევად "მოძრაობა ჰიზმეთის" ათასობით მოხალისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში თავშესაფარს ეძებს. "მოძრაობა ჰიზმეთის" მოხალისეების მოვალეობაა სადაც იქნებიან, ყველგან საზოგადოებასთან ინტეგრირებულად და კანონის შესაბამისად ცხოვრების გაგრძელება, სოციალური პრობლემების გადაჭრაში წვლილის შეტანა და ევროპაში ისლამის რადიკალური ინტერპრეტაციის გავრცელების წინააღმდეგ მშვიდობიანი გზებით ბრძოლა.

თურქეთში სასამართლოს ხელშეწყობით ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის გამო, ადამიანებს დამნაშავედ ცნობენ და მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დევნის კამპანიას აგრძელებენ. ამ კამპანიის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. 150 ათასზე მეტი მოქალაქე უსამართლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს, 200 ათასზე მეტი დააკავეს და 80 ათასზე მეტს პატიმრობა შეეფარდა. პოლიტიკური მიზნით განხორციელებული დევნის გამო, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება უნდათ, მაგრამ პასპორტები გაუუქმეს, რის გამოც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისგან მოკლებულნი არიან. 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე, თირქეთში სამხედრო გადატრიალებები ხდებოდა, მაგრამ ნელი ნაბიჯებით დემოკრატიის გზაზე წინსვლას მაინც აგრძელებდა. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები, თურქეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ ავტორიტეტს უკარგავს და თავისუფლებების მტერი, დემოკრატიული კრიტიკის უფლების გამოყენების გამო მოქალაქეების დამპატიმრებელი ქვეყნების კატეგორიისკენ უბიძგებს. როგორც ჩანს, ქვეყნის მმართველები საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობების ბოროტად გამოყენებით, მობილიზებული არიან, რომ სახელმწიფოს შესაძლებლობები და ფინანსურ რესურსები გამოიყენონ, მსოფლიოს მასშტაბით ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წარმომადგენლების შესავიწროებლად, სათვალთვალოდ და გასატაცებლად.

ამდენი უსამართლობის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები დემოკრატიული უფლებების მოთხოვნის საკითხებში შედარებით პასიური არიან. ალბათ ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, ეკონომიკური სტაბილურობის შემაშფოთებელი მდგომარეობა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან წარსულს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზიც ისტორიულია.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული მმართველობა თურქეთის რესპუბლიკის იდეალია, დღმდე საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად სისტემატური ძალისხმევა არ ყოფილა. ძლიერ ლიდერზე დამორჩილებას და სახელმწიფოზე დამორჩილებას განათლების სასწავლო გეგმაში ყოველთვის მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. თითქმის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ განხორციელებული სამხედრო გადატრიალებები, დემოკრატიის განვითარებას საშუალებას არ აძლევდა. მოქალაქეებს დაავიწყდათ ან დაავიწყებინეს, რომ ხალხი სახელმწიფოსთვის კი არა, სახელმწიფო ხალხისთვის არსებობს. მარტივად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ერდოღანი საზოგადოების ამ ფსიქოლოგიით სარგებლობდა.

თურქეთის დემოკრატია არსებული რეჟიმის გამო შეიძლება კომაში იყოს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. დევნა არასდროს ხანგრძლივი არ ყოფილა. მე მჯერა, რომ თურქეთი ერთ დღეს დემოკრატიის გზას დაუბრუნდება. თუმცა დემოკრატიამ, რომ ფესვები გაიდგას და გრძელვადიანი იყო ამისთვის გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სასწავლო გეგმა გადაიხედოს. მოქალაქეები ისეთ საკითხებს, როგორიცაა კანონის წინაშე თანასწორობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, სკოლაში ადრეულ წლებში უნდა სწავლობდეს, რათა ისინი რომ გაიზრდებიან ეს ფასეულობები დაიცვან. მეორე, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციაშია, ადამიანის ფუნდამენტური უფლების დამცავი, უმცირესობა ან უმრავლესობა სხვებზე ზეწოლას რომ ვერ განახორციელებენ ისეთი ახალი კონსტიტუციაა საჭირო. ხელისუფლების დარღვევების წინააღმდეგ, ბალანსირებისთვის კონსტიტუციით დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მესამე, აზრის გამომხატველმა ლიდერებმა რიტორიკითა და ქმედებებით დემოკრატიულ ღირებულებებს ხაზი უნდა გაუსვან.

თურქეთში ამჟამად დემოკრატია და ადამიანის უფლებები თაროზეა შემოდებული. როგორც მუსულმანური უმრავლესობის მქონე ქვეყანამ, ევროკავშირის სტანდარტების დემოკრატიის მოსაპოვებლად ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ მუსულმანურ სამყაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს კოლექტიურ ცნობიერებას და ისეთი დემოკრატიულად მოაზროვნე ლიდერებისა და მთავრობების გამოავლენას, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ყველა ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების დაცვას.

 

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.