ფეთჰულაჰ გიულენი Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს
ფეთჰულა გიულენი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აშშ-ში ჩასვლის დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, გიულენი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აანალიზებს.
გიულენის თქმით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უდანაშაულო ადამიანებს სისტემატურად დევნის, აპატიმრებს, აკავებს, სამსახურიდან ათავისუფლებს.
“დღემდე მხოლოდ ჩემთან ასოცირებული ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევრების გარდა, რომლებსაც მსოფლიო მშვიდობის მეტი არანაირი მიზანი არ აქვთ, ალავიტების, ქურთების, სეკულარისტებისა და მემარცხენეების მომხრე, ჟურნალისტების და აკადემიკოსების ჩათვლით 300 ათასზე მეტ ადამიანს ცხოვრება გაუნადგურა”, – აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ერდოღანი ისედაც დემოკრატიულ ქვეყანაში უპრეცედენტო სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობდა. რეფერენდუმის შემდეგ კი თურქეთში ავტორიტარიზმის უფრო მეტად გაააქტიურების ეშინია.
″ერდოღანის მიერ უდანაშაულო ადამიანების ასეთნაირად დევნა, მხოლოდ თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი საშინაო საქმე არ არის. სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, მეცნიერებზე და ქურთებზე განხორციელებული საგანგებო ზეწოლა ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობასაც საფრთხეს უქმნის. თურქეთის საზოგადოება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) რეჟიმის პერიოდში უპრეცედენტოდ პოლარიზებული იყო. დიქტატორული რეჟიმის ქვეშ მყოფი თურქეთი, ძალადობის მომხრე რადიკალური დაჯგუფებების თავშესაფრი გახდება, ქურთ თანამოქალაქეებს სასოწარკვეთილებისკენ უბიძგებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთისთვის კოშმარად იქცევა.
თუმცა, პირველ რიგში ერდოღანმა საკუთარ ხალხზე დევნა და ზეწოლა უნდა შეწყვიტოს, იმ ადამიანებს რომლებსაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე უფლებები შეუზღუდა, უნდა დაუბრუნოს. მე, ალბათ, იმდენს ვერ ვიცოცხლებ, რომ თურქეთის სამაგალითო დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას მოვესწრო, მაგრამ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ტენდენციის, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება, საპირისპირო მიმართულებით შემობრუნებისთვის ვლოცულობ″,- წერს გიულენი.
გიულენი ასევე სტატიაში აღნიშნავს, რომ როდესაც გადატრიალების მცდელობა მოხდა, მან კატეგორიულად დაგმო და მისთვის წაყენებული ბრალდებები გასაგებ ენაზე უარყო.
Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გიულენი აცხადებს, რომ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებმა მისეულ იდეალებს უღალატეს. მაგრამ ერდოღანმა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე 5000 მილის დაშორებიდან გადატრიალების მცდელობის დაგეგვმაში დაადანაშაულა.
″მომდევნო დღეს მთავრობამ, ბანკში ანგარიშის გახსნის, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან და გაზეთში სტატიის დაწერის მსგავსი მიზეზებით ″მოძრაობა ჰიზმეთ″-თან დაკავშირებული ათასობით ადამიანის სია მოამზადა. ისე აჩვენეს, თითქოს ასეთი კავშირი დანაშაული იყოს და ამ ადამიანების ცხოვრების განადგურება დაიწყეს. სიაში, რამოდენიმე თვის წინ გარდაცვლილთა სახელები და იმ დროს ნატოს ევროპის შტაბ-ბინაში მომუშავე ადამიანების სახელები იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ბევრი გატაცების, პატიმრობაში ყოფნისას წამებისა და სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, მალაიზიაზე ზეწოლა მოახდინეს იმის გამო, რომ სამი ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევრის დეპორტაცია მომხდარიყო, მათ შორის ერთ-ერთი 15 წლის განმავლობაში მალაიზიაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. ამ ადამიანების თურქეთში ექსტრადაციის შემთხვევაში მათ რომ დაპატიმრება და დიდი ალბათობით წამება ემუქრებათ, ამის სათქმელად წინასწარმეტყველება საჭირო არ არის″,- ნათქვამია სტატიაში.
გიულენი სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: თურქმა ხალხმა დემოკრატია ისევ ფეხზე რომ დააყენოს, ამისათვის ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ს მხარდაჭერა სჭირდებათ. თურქეთმა 1950 წელს ნატოში შესასვლელად რეალურად მრავალპარტიული არჩევნები დაიწყო. ნატო-ს, შეუძლია თურქეთს, როგორც ალიანსის წევრ ქვეყანას მოსთხოვოს დემოკრატიული ნორმების ერთგული დარჩენა და უნდა მოითხოვოს კიდეც.
- შეიქმნა - ზე.