ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ
თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ზოგიერთმა ე.წ. მედიის წარმომადგენელმა და ზოგიერთმა სოციალური მედიის მომხმარებელმა შავი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყენ და ამ საშინელი ტერორისტული აქტის ბატონი გიულენისა და მოძრობა ″ჰიზმეთის″ წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობენ. ჩვენ ამ ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ და მოვუწოდებთ, რომ მსოფლიოს წინაშე: ამ ტერორისტულ აქტში წვლილის შემტანები, დამგეგმავი და ბრძანების გამცემი ვინც არ უნდა იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგად გამოვლინდეს და ყველა პასუხისმგებელი კანონის წინაშე დაისაჯოს.“-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თავდამსხმელის და ტერორისტული აქტის ყველა მხვრივ გამოძიოს და გამოვლინდეს, ასევე სამსახურში აყვანის დროს მას რეკომენდაცია ვინ გაუწია, აქტამდე ვისთან იყო კონტაქტში, ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდოს.
ფეთჰულაჰ გიულენმა ინციდენტის შემდეგ სააგენტო Reuters-თან გაკეთებულ განცხადებაში, ტერორისტული თავდასხმის მასთან და მის მიმდევრებთან დაკავშირებას სასაცილო უწოდა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომების მიღების დროს გამოვლენილი ხარვეზების გადაფარვის მიზნით დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ.
- შეიქმნა - ზე.