ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ერდოღანმა შოკში ჩამაგდო; მოძრაობა „ჰიზმეთი“ მთელმა მსოფლიომ უნდა უცოდეს
თურქეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული ქმედებები და თავისუფალი პრესის მიმართ გჩუმების მცდელობა, ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბერი იუნსვორტმა მკაცრად გააკრიტიკა.
ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადრე პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სამჯერ შხვდა, ერდოღანის, მოძრაობა „ჰიზმეთის“ მიმართ მიდგომა მიუღებელია. ასევე გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ″თავისუფლების მიმართ მისი პოზიციის გამო, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად მეც ძალიან ვგულშემატკივრობდი მას. მაგრამ თავისუფალი მდეიის გაჩუმების მიზნით, ქვეყნის წამყვანი გაზეთისა და ტელევიზიის მიმართ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ შოკში ჩამაგდო.″- აღნიშნა მან.
დესპოტური რეჟიმისკენ მიმავალ თურქეთში წასვლა გადავიფიქრე
პრეზიდენტ ერდოღანის და მისი მთავრობის მიერ თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია, აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იუნსვორტმა და აქვე დასძინა რომ, ″თურქეთი დესპოტური სისტემისკენ მიემართება.″
იუნსვორტმა, როგორც თურქეთის მოყვარულთაგან ერთ-ერთმა მინდა ავღნიშნო რომ, თავისუფალი პრესისა და სასამართლო სისტემის მიმართ მიმდინარე ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ძალიან ვწუხვარ. ″თურქეთის უმნიშვნელოვანესი მეგობარი ″ ასე აღწერა საკუთარი თავი იუნსვორტმა და განაცხადა რომ, აღნიშნული სიყვარულის გამო თურქეთში დასასვენებლად ოჯახთან ერთად ხშირად დადის, ″მე მიყვარს თურქეთი. ჩემი ქალიშვილი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაბრუნდა თურქეთიდან. ჩვენ გვინდა რომ კიდევ წავიდეთ. მაგრამ ბოლო დროს მედიის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო წასვლა გადავიფიქრე.″-აღნიშნა მან.
ერდოღანი 9 წლის წინ გავიცანი
ერდოღანი, 9 წლის წინ ავსტრალიაში ვიზიტისას გავიცანი, მის შემდეგ ორჯერ პირისპირ შევხვდით აღნიშნა ბერი იუნსვორტმა, ″თავისუფლების მიმართ მისი პოზიციის გამო, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად მეც, ერდოღანის მიმართ სიყვარულით ვიყავი განწყობილი, აღფრთოვანებული ვიყავი. იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ წლებში, სამხედრო გადატრიალების საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანაში, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული მუსლუმანი დემოკრატი გავიცანი, რამაც ჩემში დიდი შთაბეჭდილება დატოვა. რადგან თურქეთი სამხედრო მმართველობისგან უნდა გაეთავისუფლებინა, სამოქალაქო და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი დაპირებები ჰქონდა. ევროკავშირის მიმართ დაპირებებმა დასავლეთის ქვეყნებიც კი აღფრთოვანებული დატოვა. მაგრამ თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით, ქვეყნის წამყვანი გაზეთისა და ტელევიზიის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია ჩემთვის წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელია. გულწრფელად რომ ვთქვათ, როგორც ერდოღანთან პირისპირ შენახვედრი პირი ბოლო დროინდელი მოვლენები ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. თურქეთის მომავალი მაღელვებს.″-განაცხადა მან.
ერდოღანის მიერ გიულენის დადანაშაულება მიუღებელია
ბერი იუნსვორტმა, ერდოღანის მიერ ფეთჰულაჰ გიულენის გარკვეული ბრალდებებით დადანაშაულების გამოც გააკრიტიკა, მსოფლიოს სჭირდება ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა მოძრაობა ″ჰიზმეთი″, მათ მიმართ ასეთი მოპყრობა ყოვლად დაუშვებელია აღნიშნა მან.
- შეიქმნა - ზე.