გიულენი _ აკადემიური განსჯის საგანი ამერიკაში
აშშ-ის დედაქალაქში არსებულმა, მსოფლიოში ცნობილმა ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტმა გიულენის თემაზე ჩატარებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
ისლამური სიახლენი: ორდღიან კონფერენციას, რომლის თემა იყო ფეთჰულაჰ გიულენი და თანამედროვე ისლამი, მასპინძლობა გაუწია ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის მუსულმანურ-ქრისტიანული იდეოლოგიის ცენტრმა. კონფერენციამ, რომლის სპონსორი იყო \"ვაშინგტონის ბიზანტიური ფორუმი, რელიგიათაშორის დიალოგის ფონდი\", ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტთან ერთად ამერიკის ინტელექტუალური წრეების დიდი ინტერესი გამოიწვია. ვატიკანის რელიგიათაშორის დიალოგის მინისტრმა დოქტორმა მამა თომას მაიკლმა თქვა, რომ გიულენი ისტორიულ წარსულთან გამთლიანებული და მომავლისათვის გონივრულად მომზადებული თაობის გაზრდის მიზეზი გახდა.
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემა იყო ფეთჰულაჰ გიულენი და თანამედროვე ისლამი, წარმოდგენილი იყო ერთმანეთზე საინტერესო მოხსენებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მეცნიერების მიერ. დღენახევრის განმავლობაში ექვს ცალკე სხდომაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა და განხილვებში გამორჩეული ადამიანების ჩართვამ კონფერენციის მონაწილეებს დიდი ინტელექტუალური სიამოვნება მიანიჭა.
ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის მუსულმანურ-ქრისტიანული იდეოლოგიის ცენტრის დამხმარე დირექტორის, ისლამის ისტორიის სპეციალისტის პროფ. ჯონ ვოლის მოხსენების სათაური იყო \"21-ე საუკუნის დასაწყისში გიულენურ მოძრაობას აფასებს გლობალურ-ისტორიული პერსპექტივებიდან\". ჯონ ვოლის მთავარი თეზისი ასეთია: მოძრაობა აღმოცენდა ქემალისტურ თურქეთში, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მუსულმანური სამყაროს ოფიციალურად აღიარებულ ყველაზე ლაიცისტურ გარემოს და მისი განვითარება გლობალური მასშტაბით ძველი ტიპის ლაიციზმის რეგრესსა და ახალი ტიპის რელიგიური ცნობიერების აღზევებაზეა მიანიშნებს.
ღანდ-ის სააზროვნო ორგანიზაციიდან ისლამის მკვლევარმა გრეჰმ ფულერმა წარმოადგინა მოხსენება სათაურით: \"გიულენური მოძრაობა საერთაშორისო პერსპექტივის ოპოზიციიდან\". Fფულერი, რომელიც გიულენურ მოძრაობას მსოფლიოს სხვა ისლამური მოძრაობების პერსპექტივებიდან იკვლევს, პაკისტანში არსებული \"თებლიღ ჯემაათის\" მოძრაობას ინდონეზიაში არსებულ \"მუჰამედიეს\" მოძრაობას ადარებს. Fფულერის თქმით, რადგანაც ამ მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია პიროვნულად და სოციალურ ცხოვრებაში ისლამის განახლება, ავტომატურად აღიქმება შარიათისტულ, რადიკალურ და რეაქციულ მოძრაობად, სინამდვილეში კი, არცერთ მათგანს არ მიეკუთვნება.
ვაშინგტონში არსებული \"ბიზანტიური ფორუმის\" დამფუძნებელი პრეზიდენტი, თეოლოგიის დოქტორი ბექი სარი თოფრაკი (ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტი) ამტკიცებდა, რომ ფეთჰულაჰ გიულენი არის განუმეორებელი სუფიმისტიკოსი. დოქტორი სარი თოფრაკი თავის მოხსენებაში, რომელშიც თანამიმდევრულადაა ჩამოყალიბებული სუფიზმისათვის აუცილებელი ნიშნები, მიდის შემდეგ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, რომ გიულენი არ მიეკუთვნება სუფისტურ სექტას და არ არის მისი ლიდერი, თავისი ცხოვრების წესითა და შეხედულებების მიხედვით შეიძლება მივიჩნიოთ სუფისტად.
გერმანიის ვოლკსვაგენის ფონდის მკვლევარმა ბექიმ აკაიამ, რომელიც სადოქტორო დისერტაციას წერს, გიულენის ირგვლივ შექმნილ საგანმანათლებლო ქსელზე, წარმოადგინა მოხსენება სათაურით: \"ისლამური მორალი განმანათლებლობის გზის საქმიანობას უბრუნდება\". Aაკაიმ, რომელიც ალბანური წარმოშობის გერმანელია, თავის მოხსენებაში აღნიშნა: \"გიულენის აზროვნებაში შემუშავებულია რელიგიური და ნაციონალისტური ტენდენციებიდან პირდაპირ მრავალკულტურიანობისაკენ სვლა. გიულენის მიმდევრების განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო წარმატებებს სწორედ ეს უდევს საფუძვლად\". შვეიცარიის კვლევითი ცენტრის დირექტორმა სოციოლოგიის დოქტორმა ელიზაბეტ ოზდალგამ კონფერენციას მოახსენა თავისი შრომების შედეგები. იგი თავის შრომებში იკვლევს გიულენის იდეების გავლენის ქვეშ მყოფი ქალების შეხედულებებს ცხოვრებაზე. Oოზდალგამ გიულენის ეთიკური ფილოსოფიის მოკლე დახასიათების დროს გამოიყენა შემდეგი ტერმინები: \"ადამიანის მიერ სიკვდილის სახის დაცვა და ყოფიერების შესახებ საღი აზრების შემუშავება, კეთილი საქმეების კეთება, მოყვასისადმი მსახურება, თავმდაბლობა, პიროვნული თავგანწირულობა და სულის ბუღალტერია\". როდესაც იზდალვა განმარტავდა თუ როგორ ახორციელებენ გიულენის მიმდევრები ცხოვრებაში ამ მეტად რელიგიურ მჭევრმეტყველებას, შეჩერდა უსახელო გმირად გახდომის სურვილზე.
პროფესორი, დოქტორი ჯონ ესპოზიტო: მსოფლიომ უნდა ცნოს!
ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის მუსულმანურ-ქრისტიანული იდეოლოგიის ცენტრის დირექტორს, პროფესორ ჯონ ესპოზიტოს, რომელიც მასპინძლობდა და სპონსორობას უწევდა გიულენის კონფერენციას, ასეთი შეკითხვები დავუსვით: რატომ გაიმართა ასეთი კონფერენცია ფეთჰულაჰ გიულენის თემაზე? რატომ არის ეს თემა თქვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენს კითხვებს პროფესორმა ჯ. Eესპოზიტომ შემდეგნაირად უპასუხა:
\"ადამიანები არ არიან ვალდებულები, განიხილონ, თუ რამდენად ეფექტურია გიულენის აზრები. Eერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, არის ის, რომ შეხედონ მთელ მსოფლიოში დაარსებულ სკოლებსა და უნივერსიტეტებს, მათ შესანიშნავ წარმატებებს, და ნახონ როგორ ზემოქმედებებს გაუხსნა გზა თურქეთში, შუა აზიაში და ამჟამად უკვე ევროპასა და ამერიკაში გიულენის აზრმა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეუთავსდეს ისლამს თანამედროვეობა და როგორ შეიძლება განმტკიცდეს გარდაქმნები.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორც ისლამის სამყაროში, ასევე დასავლეთში მყოფი ადამიანების გიულენი, მისი აზრები და გამოძახილი.
ვინ მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში?
ბექიმ აკაი, (ვოლკსვაგენის ფონდი, გერმანია), დოც. Dდოქტორი იასინ აკთაი (უტაჰის უნივერსიტეტი, აშშ), პროფ. დოქტ. Oოსმან ბაკარი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მუსულმანურ-ქრისტიანული იდეოლოგიის ცენტრი, მალაიზიის ისლამის კათედრის გამგე, აშშ), დოქტ. Bაირამ ბალჯი (პიერ მენდესის უნივერსიტეტი, საფრანგეთი), მუჯაჰიფ ბილიჯი (უტაჰის უნივერსიტეტი, აშშ), ფაჰრი ჩაკი (ტემპლის უნივერსიტეტი, აშშ), გარჰამ ფულერი (რანდ. Uკორპორაციონ, აშშ), აჰმედ კურუ (უტაჰის უნივერსიტეტი, აშშ), პროფ. დოქტ. თომას მაიკლი (რელიგიათშორისი დიალოგის დირექტორი, ვატიკანი), პროფ. დოქტ. ელიზაბეტ ოზდალგა (შვეციის კვლევითი ინსტიტუტი, თურქეთი), დოქტ. ძუქი სარი თოფრაკი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ), დოქტ. ბერნა თურამი (მაკგილის უნივერსიტეტი, კანადა), პროფ. დოქტ. ჯონ ო. ვოლი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ), დოქტ. Hჰაკან იავუზი (უტაჰის უნივერსიტეტი, აშშ) და დოქტ. იჰსან ილმაზი (ოქსფორდის უნივერსიტეტი, ინგლისი).No 2 \"იმედი\" _ ნოემბერი, 2001
- შეიქმნა - ზე.